Skip to main content

გურიის ეპარქიები

საქართველოს ერთიანი სამეფოს არსებობის დროს გურიაში (გურიის საერისთავოში) არსებული ეპარქიების, ან ამა თუ იმ ეპარქიასთან მიკუთვნებულობის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს

გურიის სამთავრო

გურიის სამთავრო, როგორც ცალკე პოლიტიკური ერთეული, გაჩნდა XV საუკუნის მეორე ნახევარში. პოლიტიკური განცალკევებისთვის ბრძოლის ნაწილი იყო გურიაში საეპისკოპოსოების შექმნა. ამისთვის ძალისხმევა გურიის ერთ-ერთმა პირველმა მთავარმა, გიორგი გურიელმა და მისმა მეუღლე ელენემ გასწიეს. ასე ჩნდება 1470-იან წლებში ჯუმათის, შემოქმედისა და ხინოწმინდის საეპისკოპოსოები.

ჯუმათის საეპისკოპოსოში შედიოდა მდინარე სუფსის ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორია, შემოქმედის საეპისკოპოსოში - სუფსასა და ჩოლოქს შორის, ხინოწმინდის საეპისკოპოსოში კი - ჩოლოქის სამხრეთით მდებარე ტერიტორია.

გურიის საეპისკოპოსო ცენტრები

შემოქმედელი ეპისკოპოსი ატარებდა მიტროპოლიტის ან მთავარეპისკოპოსის ტიტულს. XVII საუკუნეში შემოქმედელი ეპისკოპოსი მაქსიმე მაჭუტაძე ამავე დროს იყო დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. არქიეპისკოპოსად მოიხსენიებოდა XVIII საუკუნეში ხინოწმინდელი ექვთიმე ართუმელაძე.

ეპისკოპოსებს ხშირად ნიშნავდნენ მთავრები, ზოგჯერ ეპისკოპოსებად ინიშნებოდნენ მთავრის ოჯახის წევრები: შვილები, ძმები და სხვ. ეპისკოპოსები აქტიურად მონაწილეობდნენ პოლიტიკურ ბრძოლებში, ეხმარებოდნენ ან უპირისპირდებოდნენ მთავრებს, მთავრობის მსურველებს და ა. შ.

მაგ.: 1660 წელს ჯუმათელი ეპისკოპოსი სესიაშვილი სარდლობდა ვამეყ III დადიანის მიერ ქაიხოსრო I გურიელის წინააღმდეგ მოწყობილ ლაშქრობას, 1703 წელს მამია II გურიელმა დასხვა ვინმე იოანე შემოქმედის ეპისკოპოსად. იოანეს შემდეგ შემოქმედის ეპისკოპოსი გახდა მამია III-ის შვილი ნიკოლოზი, რომელიც ეხმარებოდა მის ძმისშვილს, მამია IV-ს თავისივე ძის, გიორგის წინააღმდეგ ბრძოლაში, 1810-იან წლებში ჯუმათელმა ეპისკოპოსმა ნიკოლოზ II შერვაშიძემ დიდი როლი შეასრულა მამია V გურიელის რუსული პოლიტიკისკენ გადახრაში და სხვ.

1768-1774 წლებში რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს ოსმალეთმა დაიპყრო ქვემო გურია (დღევანდელი ქობულეთის რაიონი), ოსმალეთსა და გურიას შორის საზღვარი მდინარე ცხრაფონაზე გაევლო, შესაბამისად გაუქმდა ხინოწმინდის საეპისკოპოსო და პრაქტიკულად გაუქმდა შემოქმედის საეპისკოპოსო. ჯუმათის ეპარქია დარჩა, როგორც პრაქტიკულად ერთადერთი მოქმედი საეპისკოპოსო. ხინოწმინდის სიწმინდეები გადაიტანეს აკეთში, გამოჩინებულში და სხვაგან, ხინოწმინდელი ეპისკოპოსი იოანე კი ჯუმათის ეპისკოპოსად გადაიყვანეს. ჯუმათის ეპისკოპოსმა შეითავსა ასევე შემოქმედელი ეპისკოპოსის წოდება. შემოქმედის ეპარქიის კუთვნილი მამულები, ე. წ. საშემოქმედლო ქაიხოსრო გურიელმა მიისაკუთრა. საშემოქმედლოს საეკლესიოდან საერო ბატონობაში გადასვლას რამდენიმე ათწლეულში გლეხთა აჯანყება მოჰყვა.

რუსეთის იმპერიაში

რუსეთის იმპერიას კურსი საქართველოში ეპარქიების შემცირებისკენ ჰქონდა აღებული. 1833 წელს მათ ჯუმათისა და შემოქმედის საეპისკოპოსოები გააუქმეს და გურია იმერეთის ეპარქიას დაუქვემდებარეს. 1839 წელს საქართველოს ეგზარქოსი ევგენი სადუმო წერილით სწერდა გენერალ გოლოვინს, რომ გურიაში სერიოზული უკმაყოფილება იყო რუსული საეკლესიო მმართველობის გამო.

1835-40 წლებში რამდენიმე კომისია გაიგზავნა გურიაში, რათა დაედგინათ საეკლესიო შემოსავლები. ეს ინფორმაცია საჭირო იყო სასულიერო სასწავლებლის გახსნისთვის. იმ დროს გურიაში იყო 77 ეკლესია და 287 სასულიერო პირი. მოქმედებდა სამი მონასტერი (შემოქმედის, ჯუმათისა და უდაბნოსი), სადაც ცხოვრობდა 18 ბერი. ჯუმათის მონასტრის შემოსავალი წელიწადში იყო 37,91 მანეთი, შემოქმედის მონასტრისა - 47,01.

1844 წლის 1 აპრილს შეიქმნა გურიის ეპარქია, კათედრით ჯუმათში, რომელმაც 1885 წლამდე იარსება. გურიის ეპარქიაში 3 მონასტერი და 135 ეკლესია შედიოდა. 1878 წელს გურიის ეპარქიას შეუერთდა ქვემო გურია, რომელიც 1877-78 წლების ომში წაართვა რუსეთმა ოსმალეთს. 1885 წლის 12 ივლისს შეიქმნა გურია-სამეგრელოს ეპარქია, კათედრით ფოთში.

ჯუმათის მონასტერი 1877-78 წწ. ერმაკოვის ფოტო

1917 წელს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, შეიქმნა ბათუმ-შემოქმედის ეპარქია, რომელიც მოიცავდა აჭარის და გურიის ტერიტორიებს, კათედრად გამოცხადდა ბათუმი, თუმცა ქვეყნაში არსებული საომარი ვითარების გამო (ბათუმის ოლქი ოსმალეთს ჰქონდა დაკავებული) ის პრაქტიკულად მიერთებული იყო ჭყონდიდის ეპარქიაზე.

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ გურიის ტერიტორიაზე 130-ზე მეტი ეკლესია-მონასტერი დაიხურა. საბჭოთა პერიოდში ბათუმ-შემოქმედის ეპარქიაში მოღვაწეობდა საქართველოს ორი მომავალი კათოლიკოს-პატრიარქი - ეფრემ II (1958-60) და ილია II (1963-67).

1995 წლის 5 აპრილს ბათუმ-შემოქმედის ეპარქია გაიყო შემოქმედისა და ბათუმ-სხალთის ეპარქიებად.



Comments

Popular posts from this blog

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის...

ოზურგეთის ქუჩების სახელდებისთვის

ტოპონიმები გეოგრაფიული ადგილების, ქალაქების, სოფლების, ქუჩების, უბნების დასახელებებია . ტრადიციული ტოპონიმები, რომლებიც ბუნებრივად, ძალდაუტანებლად შეარქვა მათ ხალხმა, ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს. როგორც წესი, ისინი დაკავშირებულნი არიან ხალხის ცხოვრებაში მომხდარ ისტორიულ მოვლენასთან, ამ ხალხის გამოჩენილი ადამიანის სახელის პატივისცემასთან, კონკრეტული ადგილის ნიშანთვისებასთან და სხვ. ამიტომ ტოპონიმების შესწავლა წარმოდგენას გვიქმნის იმ პერიოდის საზოგადოების მიზნებსა და ღირებულებებზე, რომლის დროსაც გაჩნდა ესა თუ ის დასახელება. ამ მხრივ საინტერესოა ოზურგეთის ურბანონიმების ისტორიაც. ამ პატარა ქალაქის ზოგიერთმა ქუჩამ 100 წლის მანძილზე 5-ზე მეტჯერ შეიცვალა დასახელება. ქალაქის საწყისებთან ოზურგეთის, როგორც ქალაქის არსებობა გვიან ფეოდალური ხანიდან დასტურდება. გვიანდელ შუა საუკუნეებში ოზურგეთი გურიის სამთავროს დედაქალაქსა და მნიშვნელოვან სავაჭრო ქალაქს წარმოადგენდა. ამას ადასტურებს ქალაქში აღმოჩენილი ვერცხლის მონეტების განძი. ამ დროს ოზურგეთი პატარა ფეოდალური ტიპის ქ...

გურიის ისტორია რუკებით / Historical Maps of Guria

დ გიიომ დელილის რუკა, 1723 წ. დასავლეთ საქართველო ოსმალეთის იმპერიის გავლენის ქვეშაა. რუკაზე აღნიშნულია გურია და მისი მნიშვნელოვანი პუნქტები: ოზურგეთი, შეკვეთილი, ქობულეთი ოსმალეთი აზიაში, ჰერმან მოლი, 1736 წ. რუკაზე აღნიშნულია „გურიელი“ ვახუშტი ბატონიშვილის რუკა, 1740-იანი წლები, გურია მარცხნივ ქვემოთ, მწვანე ფერით. ამ პერიოდში გურია ცალკე სამთავროა ემანუელ ბოუენის რუკა, 1747 წ. გურიაში ჩანს შეკვეთილი, ქობულეთი, გონიო, ხოფა 1766 წლის რუკა. რუკაზე აღნიშნულია ჯუმათი, საბერიძეო, ბაილეთი, ასკანა, ოზურგეთი, ლიხაური, ალამბარი, აჭი, ხინო, ჩმოულეთი (?), ქაჯეთის ციხე, ბათუმი, ხინო, ერგე უილიამ ფადენი, 1785 წ. ლუი ვივიენ დე სან-მარტინი, 1787 წლის რუკა რიგობერტ ბონი, 1787 წ ჟან-პიერ ბურინიონის რუკა, 1794 წ. გურიის შემადგენლობაში ჩანს ბათუმი, ქობულეთი, შეკვეთილი, გრიგოლეთი. ოზურგეთი. გურიას და ოსმალეთს შორის საზღვარი გონიოზე გადის. კავკასია 1799 წელს. გურია ოსმალეთის იმპერიაშია ნაჩვენები, თუმცა ფორმალურად ის დამოუკიდებელი სამთავროა და მას რ...

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. ( ჯავახიშვილი ი. , ქართველი ერის ისტორია წ I, 1960;  მაკალათია ს.,„სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია“; 1941 ) ჰიდრონიმები : ორაგვისღელე , ოჩორჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ოყვავილა (ქვემო აკეთი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულ...

გურული რევოლუციონერები

ძმები ქადეიშვილები           მიქელგაბრიელის სასოფლო საზოგადოებაში ცხოვრობდნენ ცნობილი რევოლუციონერები ძმები ქადეიშვილები. ალექსანდრე ქადეიშვილის 11 შვილს შორის იყო ხუთი ძმა: ლევარსი, ვლადიმერი, გიორგი, დათა, სიო.     უფროსი ძმა, ლევარსი იყო მუშა ბათუმის როტშილიდს ქარხანაში. მონაწილეობდა 1902 წლის 9 მარტს გამართულ ბათუმის მუშათა მასობრივ გაფიცვაში. 1905 წელს მოკლეს მთავრობის მოსყიდულმა პირებმა. ამას თან დაერთო უმცროსი ძმის ვლადიმერის სიკვდილი.     გიორგი იყო მიქელგაბრიელის საზოგადოების გლეხების რევოლუციური ხელმძღვანელი 1901-1902 წლებში. 1903 წელს ოჯდა ქუთაისის ციხეში. გადაასახლეს არხანგელსის გუბერნიაში, იქედან დაბრუნდა მძიმედ დაავადადებული, გადაიცვალა 1931 წელს.  დათა ქადეიშვილი 1900 წლიდან 20 წლის ასაკში ძმების მეშვეობით ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. 1903-1904 წლებში გლეხებისგან შეადგინა პარტიზანული რაზმები გურიის რევკომის დავალებით. 1905 წლის 1 იანვარს ზედუბნის ეკლესიის წინ აღმართა წითელი დროშა და გამოაკრა პრო...