Skip to main content

რას ნიშნავს ხეები ოზურგეთისთვის

„მარმარილოს სახლებს შორის, ფერდობზე მწკრივად ჩადიოდნენ, 
თვალს რაღაც აკლდა - არცერთი ხე არ იდგა ქუჩებში“
ბოროტების ქალაქ კამორას აღწერიდან
„სამოსელი პირველი“, გურამ დოჩანაშვილი 


ადამიანები, რომლებიც პატივისცემით არ ეპყრობიან 
ბუნებას, მდინარეებს, ტყეებს და ჭაობებს,
ვერასდროს გახდებიან ჭეშმარიტი მმართველები

ზოუს დინასტია 700-256

რა ფუნქციას ასრულებს ხეები ქალაქში?

ხეები, განსაკუთრებით დიდი ხეები, უაღრესად მნიშვნელოვანია ქალაქისთვის და არა მხოლოდ სილამაზის თვალსაზრისით. მართალია ხეები ქალაქში დეკორატიულ ფუნქციას ასრულებენ და ნამდვილად, ხეები ალამაზებს ქალაქს,

მაგრამ გარდა სილამაზისა ხეებს პრაქტიკული დანიშნულებაც აქვთ. ერთია ფოტოსინთეზი: ჟანგბადი, რომელსაც მცენარე გამოყოფს, აუცილებელია ჩვენი ორგანიზმებისთვის და ჰაერის ხარისხი ქალაქში მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მწვანე ნარგავების რაოდენობაზე. კანადის გარემოს დაცვის კვლევითი ცენტრის თანახმად, საშუალოდ ერთი ხე ას ოც კილოგრამ ჟანგბადს გამოყოფს. ორ ზრდასრულ ხეს ოთხკაციანი ოჯახისათვის საკმარისი ჟანგბადის გამოყოფა შეუძლია. გარდა ამისა, მწვანე საფარი ამცირებს ულტრაიისფერ გამოსხივებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანის დაზიანება მზის სხივებთან უშუალო კონტაქტის შედეგად. ქალაქის ფლორა ასევე უკავშირდება ბავშვებში ასთმის დაბალ მაჩვენებელს და კარდიო-მეტაბოლური დარღვევების შემცირებულ შემთხვევებს. 1984 წლის ამერიკული კვლევის მიხედვით ის ნაოპერაციევი პაციენტები, რომელთაც ჰქონდათ ხედი ხეებზე, საავამყოფოში უფრო მცირე ხანს რჩებოდნენ, ვიდრე ისინი, რომელთა ხედიც აგურის კედელზე გადიოდა, რასაც განაპირობებდა შემცირებული სტრესი. გარდა ამ კვლევისა, სხვა მრავალმა კვლევამ დაადგინა კავშირი მწვანე გარემოსა და სტრესის შემცირებულ დონეს შორის.

შემდეგია ჩრდილი. გაიარეთ ოზურგეთში მაისიდან სექტემბრის ჩათვლით სიცხეში და ადვილად შეამჩნევთ რატომ ეტანება ხალხი ჭადრების ბაღს და წყავებს მუზეუმთან და რატომ არავინ ჩერდება ახალმოწყობილ სკვერებში თეატრის წინ მოედანზე და მომღერალ შადრევანთან. გარდა იმისა, რომ ხეების ჩრდილში ნაკლები ტემპერატურაა, დიდი რაოდენობით კონცენტრირერებული ხეები არამხოლოდ მათ ჩრდილქვეშ ამცირებენ ჰაერის ტემპერატურას, არამედ მათ გარშემოც, რადგან შეუძლიათ მიკროკლიმატის შექმნა. გრილი ამინდი ამცირებს კონდიციონერის მოხმარებას ზაფხულში. ამდენად ხეები გვეხმარებიან იმაში, რომ დავზოგოთ კომუნალური ხარჯები და ასევე შევამციროთ ნახშირბადის გამოყოფა.

ხეების ვარჯი წვიმიანობის დროს ამცირებს დატვირთვას სანიაღვრე სისტემაზე, რადგან შთანთქავს ნალექის მნიშვნელოვან ნაწილს, ხოლო უხვი ნალექი გვიან შემოდგომასა და ადრე გაზაფხულზე როგორი პრობლემაა ჩვენი ქალაქისთვის, ახსნა არავის უნდა სჭირდებოდეს, საკმარისია დაგუგლვა ორი სიტყვისა „წყალდიდობა ოზურგეთში“. ხეები ფილტრავენ მავნე ნივთიერებებს, რომლებიც ირეცხება გზებიდან, ავტოსადგომებიდან და სახლის სახურავებიდან, რაც ასევე ამცირებს მეწყრისა და წყალდიდობის რისკებს. შესაბამისად, სრული აბსურდია ხის მოჭრა სანიაღვრე არხის გაყვანის გამო.

ხეები ახშობენ ურბანულ ხმაურს. გამწვანებული ქალაქის ხმაური ნაკლებად შემაწუხებელია. გარდა ხმაურისა და ნალექისა, ხეები აკავებენ ქარს და ამცირებენ მის სიჩქარეს. აღარც ქარიშხლების მიერ ბოლო წლებში მოყენებული ზიანის აღრიცხვასა და ჩამოთვლას დავიწყებ. ისედაც ყველამ ვიცით.

ამერიკის აგრარული დეპარტამენტის ტყის სამსახურის მიერ 2010 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, მეტი ხეები ასევე ნაკლებ დანაშაულს ნიშნავს. ვინაიდან ურბანული სიმწვანე იმაზე მიუთითებს, რომ რაიონი კარგად მოვლილია, პოტენციური დამნაშავეები ფიქრობენ, რომ მათი დაჭერის ალბათობა უფრო მეტია და ამდენად, უფრო ნაკლებად რისკავენ დანაშაულის ჩადენას.

ურბანული ხეები წმენდს ჰაერს. ოზურგეთის ჭადრებს ხშირად ტყულიად აბრალებენ ალერგიულობას და ამ საბაბით ამართლებდნენ მათ მოჭრას. სინამდვილეში მწვანე საფარი ანეიტრალებს ჰაერის დაბინძურებას, ისრუტავს მტვერს და ამცირებს ატმოსფერულ ნახშირორჟანგს თითო ხეზე დაახლოებით 45-დან 90 კგ-მდე.

ხეები ეხმარებიან ცხოველებს და ჩიტებს, წარმოადგენენ რა მათთვის ქალაქური ცხოვრების საფრთხეთაგან თავშესაფარს. ურბანული ტყეების, როგორც თავშესაფრის შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გადამფრენი ფრინველებისთვის.

რას ნიშნავს ხეები კონკრეტულად ოზურგეთისთვის?
 
ბადრი ვადაჭკორიას ფოტო ყველას მოგვწონს, მაგრამ რატომ? მწვანე ფერის სიმრავლის გამო ხომ არა?
ისტორიას! ისეთი ქალაქისთვის, როგორიც ოზურგეთია, რომელსაც არ შემორჩა ისტორიული შენობები, ადგილები, ძეგლები, მონუმენტები, რომლებიც მის ისტორიასა და წარსულს შეგვახსენებდა, ჩვენს ქალაქში მდგარი ჭადრები, კედრები და ნეკერჩხლები არის ერთადერთი, რაც წარსულთან გვაკავშირებს. მამია V გურიელი, გურიის ყველაზე „ევროპელი“ მმართველი სწორედ ქალაქის ბაღის გაშენებით შევიდა ისტორიაში. მან ამისთვის შოტლანდიელი მებაღე და აგრონომი იაკობ მარი მოიწვია და ყველანაირ პირობას უქმნიდა სამუშაოდ. მოგვიანებით, რუსეთის იმპერიის მიერ გურიის ანექსიის შემდგომ იმავე იაკობ მარმა უკვე მთავარმმართებელ ვორონცოვის დავალებით განაგრძო დაწყებული საქმე და დაასრულა ქალაქში ბაღის, სხვადასხვა ეგზოტიკური და დეკორატიული ხეების გაშენება. შეგნებით თუ შეუგნებლად კომუნისტებმაც კი არ გადაუხვიეს ამ გზას და 1930-50-იან წლებში გააშენეს და გაალამაზეს ქალაქის ბაღები და პარკები (ლენინის, ბერიას, სტალინის სახელობისა).

ყურადსაღებია, რომ ოზურგეთში ჩასულ თედო სახოკიას 1896 წელს სწორედ ქალაქის ბაღთან მსგავსება მოხვდა თვალში

აჰა, ესეც კოპწია გურიის დედაქალაქიცა! ადამიანის ყურადღებას იპყრობს თავდაპირველად ის მწვანე სამოსელი, რომელშიაც გახვეულია ოზურგეთი. ასე ბრძანებთ, შეცდომით ტყეში შევედი, სადაც შეცდომითვე სახლებია აშენებულიო. ხამი კაცი ვერ დაიჯერებს, თუ ეს ქალაქია და არა სააგარაკო ადგილი

რატომ ვჭრით ხეებს?

2010-06-23-Ozurgeti

პეტრიწის ქუჩის კედრები მოჭრამდე

მოჭრილი საღი კედრები იოანე პეტრიწის ქუჩაზე, 2013 წ
ძირფესვიანად მოთხრილი საღი ჭადრები გურიის ქუჩაზე, 2015 წ.
ძირფესვიანად მოთხრილი საღი ჭადრები გურიის ქუჩაზე, 2015 წ.
ძირფესვიანად მოთხრილი საღი ჭადრები 9 აპრილის ქუჩაზე, 2015 წ.

ოზურგეთში სრულიად გაუაზრებლად ჭრიან ხეებს. მხოლოდ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში და მხოლოდ ქალაქის ცენტრში მოიჭრა საღი კედრები იოანე პეტრიწის ქუჩაზე, ნაძვები ჭანტურიას ქუჩაზე, სულ ბოლოს კი ჭადრები 9 აპრილის ქუჩაზე. კი, ცუდი გამოცდილებაც გვაქვს და XIX საუკუნეშიც კი ჩეხდნენ გურიაში ტყეებს, მაგრამ მაინცადამაინც ცუდი რატომ უნდა გავიმეოროთ?  

რაც ბოლო წლებში თბილისში ხდება, იმასთან შეადრებით ოზურგეთის პრობლემები შესაძლოა ახლოსაც არ იყოს მოსატანი, თანაც მოჭრილი ხეების რაოდენობა თითქოს არ არის საგანგაშო, მაგრამ პრობლემა ტენდენციაა. სამწუხაროდ, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ხეების დაუფიქრებელი ჭრა მომავალშიც შესაძლოა გაგრძელდეს. ასე რომ საზოგადოების დროული ჩარევა საჭირო და აუცილებელია. ყველა ზემოთ ნახსენებ შემთხვევაში ხეები საღი იყო, არ არსებობდა მათი მოჭრის აუცილებლობა და საკითხი წინასწარ არ იყო გამოტანილი საზოგადოების წინაშე განსახილველად.

ასე თუ გავაგრძელეთ, ჩვენც იგივე გველის, რაც თბილისს უკვე დაემართა: ბეტონის ჯუნგლში ცხოვრება
როგორ მოვიქცეთ?

გერმანული პროგრამის GIZ-ის დახმარებით, შემუშავებულია დოკუმენტი: „ხეების მოვლა და სხვლა-ფორმირება საქართველოს ქალაქებში“, რომელიც გულისხმობს ქალაქებში მწვანე ნარგავების მოვლის ერთიანი წესის დანერგვას ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით. ამ ინსტრუქციისა და ხეების პასპორტიზაციამდე დაუშვებელი უნდა იყოს ხეების თვითნებური მოჭრა,

1. ქალაქის ყველა პარკი, სკვერი და ბაღი უნდა აღიწეროს, სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსი მიენიჭოს, საზღვრები დაზუსტდეს, აისახოს ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში (რომელიც არ არსებობს, მაგრამ უნდა არსებობდეს)
2. აიკრძალოს სარეკრეაციო ზონების შემდგომი შემცირება, რაც გულისხმობს ამ ტერიტორიების გასვისების და მათი განაშენიანების აკრძალვას
3. სარეკრეაციო ზონებში უკვე არსებული ობიქტებისთვის (მაგ. ბიბლუსი 9 აპრილის პარკში) უნდა დაწესდეს შეზღუდვები, რათა ისინი ზიანს არ აყენებდნენ სარეკრეაციო ზონებს, სადაც მდებარეობენ;
4. უნდა მოხდეს ახალი სარეკრეაციო ზონების გაშენებისთვის საჭირო უბნების იდენტიფიცირება და ადგილების გამოყოფა
5. უნდა მოხდეს ქალაქში არსებული ხეების აღრიცხვა/პასპორტიზაცია. უნდა აღიწეროს ყველა ხე და დადგინდეს ასაკი, მდგომარეობა, მნიშვნელობა ქალაქისთვის, მოინიშნოს მოსაჭრელი და შესანარჩუნებელი ხეები.
6. ქუჩებსა და მოედნებზე საღი ხეების მოჭრა უნდა აიკრძალოს
7. ხეების მოჭრის დასაშვები უნდა იყოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს აუცილებელია ქალაქის საჭიროებებიდან გამომდინარე, არ ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ ინტერესს და დასაშვები უნდა იყოს მხოლოდ საზოგადოების ჩართულობით
8. უნდა დადგინდეს ქალაქისთვის პრიორიტეტული ხის ჯიშები (სავარაუდო სია: აკაცია, ნეკერჩხალი, ჭადარი, კედარი, მუხა, კრიპტომერია)
9. ქალაქს უნდა გააჩნდეს საკუთარი სანერგე მეურნეობა, ან ითანამშრომლოს რომელიმე არსებულ სანერგე მეურნეობასთან
10. უნდა დადგინდეს სამშენებლო სამუშაოების დროს ხეების დაცვის ნორმები
11. უნდა დადგინდეს ხეების მოვლისა და ფორმირების ერთიანი სტანდარტები,
12. მწვანე საფარზე ზრუნვა და მისი განახლება უნდა ხდებოდეს რეგულარულად

უნდა დაისახოს მიზანი: შემდეგი 20 წლის განმავლობაში ქალაქში 1 სულ მოსახლეზე მოსული 15 მ² გამწვანებული ტერიტორიის ფართობის მიღწევა. ინფორმაციისთვის 1960-იან წლების საქართველოში, ერთ სულ მოსახლეზე 13,5 კვადრატული მეტრი მწვანე საფარი მოდიოდა. 2005 წლისთვის ეს ციფრი ხუთ კვადრატულ მეტრამდე შემცირდა. მცირე ზომის ევროპული ქალაქებისთვის საშუალო მაჩვენებელი არის 10 კვ. მეტრი, ხოლო დიდი ქალაქებისთვის 50 კვ. მ. გამწვანებული ტერიტორია ერთ სულ მოსახლეზე.


Comments

Popular posts from this blog

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის გვარ ნაკანიდან. ნაკანი

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. გვარები ლომჯარია, ჭანტურია, კვირკველია, გაგუა, გოგუა, აფხაზავა და ა. შ. ჰიდრონიმები : ორაგვისღელე, ოჩოჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულებდა ოსმალეთის იმპერიასთან ბრძოლაში და ამით აიხსნება ქალაქის ს

გურულების შესახებ

იაკობ გოგებაშვილი: გურული მეტად ჩქარია ლაპარაკში, მოძრაობაში, საქმეში, უყვარს პირდაპირობა და სძულს პირმოთნეობა. სწრაფად მოსდის გული, თოფის წამალივით იცის აფეთქება; მაგრამ ჩქარა ისევ მშვიდდება. სიმარჯვით და გულადობით გურულები განთქმულნი არიან. განათლებასაც გატაცებით მისდევენ. თედო ჟორდანია გურიის კუთხე დამივლია ამ ოციოდ წლის წინედ, როდესაც უცხოელების კულტურას ამ ხალხზე შესამჩნევი გამრყვნელი გავლენა არ მოეხდინა. უსწავლელ-უწიგნო გლეხ-კაცებმა გამაკვირვეს მათის დიდებულ სიტყვა-პასუხით, ,,ჯენტლმენობით” – ზრდილობით, ძველებურ ქართულ განათლებით (ბევრმა იცოდა გალობა საუცხოოდ და უფრო მეტმა ძველი სიმღერები – წარმტაცები), ჩვეულებათა სათნიანობით, კულტურით, რომლის ვრცლად აღწერა ითხოვს ახალს გმირებს. მათი ჩონგური ...და ფერხულის დაბმა ხომ გაიტაცებს იმასაც, რომლის სული მიძინებულია და მომკვდარინებული მუდმივ დუხჭირ ქვეყნიურს ზრუნვაში და ვისაც გმირული სული უღვივის გულში, იმას ხომ ცად აიტაცებს. ამ ხალხში ქურდები სულ არ იყო მაშინ – ძველი გურული, როგორც ქართლელ-კახელიც ამას არ იკადრებდა. გურულების

ოზურგეთის ქუჩების სახელდებისთვის

ოზურგეთის ქუჩების უმრავლეობას სახელწოდებები 90-იანი წლების დასაწყისში შეეცვალა. სტალინი - რუსთაველი ცხაკაია - ფარნავაზ მეფე ლენინი - კოსტავა აბაშიძე - თაყაიშვილი 1905 - აღმაშენებელი გასაბჭოებამდე ოზურგეთში ბევრი ქუჩა არ იყო. იმ პერიოდში ქუჩების სახელდება ნაწილობრივ მათი მიმართულებების მიხედვით, ხოლო ნაწილობრივ ამ ქუჩაზე მდებარე დაწესებულების მიხედვით ხორციელდებოდა. ერთი მხრივ ლიხაურის ქუჩა, ქუთაისის ქუჩა, ბაილეთის ქუჩა, ნატანების ქუჩა. ხოლო მეორე მხრივ პროგიმნაზიის ქუჩა, ბაღის ქუჩა, ფოსტის ქუჩა, სობოროს ქუჩა, პოლიციის ქუჩა. საბჭოთა პერიოდში ქუჩებისთვის სახელების მინიჭება ასე ხდებოდა: (ნაწყვეტი 1955 წლის 23 მარტის „ლენინის დროშიდან“ N 35, გვ. 4 ): ამიერიდან, მდინარე ბჟუჟის ხიდიდან ანასეულამდე მიმავალ ქუჩას ეწოდება ნ. ა. ბულგანინის სახელი.  ექადიის ვ. ჩკალოვის სახელობის კოლმეურნეობის გვერდით მდებარე ქუჩას ეწოდა ვ. ჩკალოვის სახელი. მის შესახვევებს და ჩიხს ჩკალოვის სახელობის 1-2-3 შესახვევები და ჩიხი. ანასეულის ინტიტუტებისა და ფაბრიკის ტერიტორიიდან მარცხნივ მიმავალ ქუჩას

გურული ფირალები

ფფოტოები და ციტატები ირაკლი მახარაძის წიგნიდან „გურული ფირალები“ „არ არის არცერთი განათლებული ერი, რომ თავის განვითარებაში ყაჩაღობა არ გაევლოს“   გაზეთი „ივერია“ კვაჭაძე, ერთ-ერთი პირველი ფირალი ალმასხან ბედინეიშვილის ისტორია ალმასხან ბედინეიშვილი იყო წარმოშობით სურებიდან. მისი ბატონი იყო ზურაბ ერისთავი, გორაბერულის ერისთავების შტოდან. ერისთავი მიაკითხავდა ბედინეიშვილს, როგორც სხვა გლეხებს, წამოწვებოდა მარანში და ითხოვდა მასვით და მაჭამეთო და სამ დღეზე ნაკლებს არ გაჩერდებოდა. უძლებდა ალმასხანი, მაგრამ ერთხელაც ბატონმა ქალები მოინდომა, ამოასხა ალმასხანს, შეუვარდა ერისთავს გორაბერეჟუოულის სასახლეში და მოკლა ლოგინში. ბედინეიშვილმა 60 წელის გაატარა სურების ტყეში ფირალობაში. სიმღერა ფირალ მეხუზლაზე   სიმღერა სისონა დარჩიაზე ნიკოლოზ მეხუზლა (მარცხნივ) და სისონა დარჩია (მარჯვნივ)  სიმღერა სისონა დარჩიაზე „იცით, ვინ არიან ეს ფირალები? ცოლშვილიანი კაცები, რომლებიც გუშინ მშვიდი მიწის მუშა იყვნენ, სახელმწიფო ბეგარას იხდიდნენ და თავის მოძმეებ