Skip to main content

ორდალები გურიაში

რუსული მმართველობის დამყარებამდე გურიაში გამოიყენებოდა ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნი, ასევე გავრცელებული იყო ჩვეულებითი სამართალი. სასამართლო წარმოებაში ფართოდ გამოიყენებოდა ორდალი, როგორც მტკიცებულების სახე. მას ერქვა „ღვთის მსჯავრი“, ეს იყო  მდუღარითა და გახურებული რკინით ეჭვმიტანილის გამოცდა.

შანთი და მდუღარე საყოველთაოდ გავრცელებული საშუალება იყო სერიოზული დანაშაულის, მკვლელობის, ტყვეთა სყიდვის და სხვათა გამოსამჟღავნებლად. ბრალდეულის ნება იყო, შანთს აირჩევდა თუ მდუღარეს. გამოცდის ამბავს წინასწარ მოახსენებდნენ მთავარს, ხოლო შემდეგ შეუდგებოდნენ თვით პროცესს. ბრალდებულს მისი მოძღვარი ზეთს უკურთხებდა, ესწრებოდა მის შვიდდღიან ლოცვას და აღსარებას ათქმევინებდა. თუ აღსარებისას იგი დანაშუალში გამოტყდებოდა, გამოცდა ზედმეტი იყო და დამნაშავე ისჯებოდა; მაგრამ  თუ არ აღიარებდა, მაშინ ნიშნავდნენ გამოცდის ადგილს, მეტწილად იქ, სადაც იმჟამად მთავარი იმყოფებოდა: ოზურგეთში, შემოქმედში, ან დვაბზუში. გამოცდას ესწრებოდნენ, თუ მთავარი არა, სხვა თანამდებობის პირნი მაინც: მდივანბეგი, სახლთუხუცესი და ბოქაულთუხუცესი. შანთი 1 ოყას (3 გირვანქა) იწონიდა, სიგრძით 7 გოჯა იყო, სიგანით კი კაცის ხელისგულის სიფართე. შანთს სამჯერ გაახურებდნენ ვაზის და არა სხვა ხის ნაკვერცხალზე, მაშით დადებდნენ მიწაში ჩასობილ ორ ლატანზე, ბრალდებულს ხელზე ჩამოაცმევდნენ ქაღალდის ფურცელს, რომელზეც ეწერა შემდეგი ფორმულა:  
 
ღმერთო მამაო, ღმერთო ძეო და ღმერთო სული წმინდაო, თუ მართალი ვიყო ამ რკინის ცეცხლიდან უვნებელი გამომიყვანე, თუ არადა დაიწვას ხელი ჩემი

იგი იღებდა შანთს, სამჯერ გადახტებოდა და დააგდებდა. შემდეგ მას აცმევდნენ გურიელის ბეჭედდასმულ სუდარას და მიჰყავდათ ერთ-ერთ მახლობელ ციხე-დარბაზში, სადაც მას განსაზღვრული დროით ამყოფებდნენ საზოგადოების ხარჯზე. ვადის გასვლის შემდეგ გაუსინჯავდნენ ხელს და თუ დამწვარი აღმოჩნდებოდა, დამნაშავედ თვლიდნენ და მართლმსაჯულებას გადასცემდნენ, თუ არა და უდანაშაულოდ გამოაცხადებდნენ და სანუგეშებლად გურილისა და თანდებობის პირთა ხარჯზე ასაჩუქრებდნენ თოფით, ტანსაცმლით და სხვ. არავის საეჭვოდ არ მიაჩნდა ამგვარი გამოცდის უტყუარობა.

დიმიტრი ბაქრაძემ 1874 წელს მოიპოვა ქაღალდი, რომელიც ასეთი გამოცდის დროს გამოუყენებიათ 1811 წელს, ბრალდმებელი იყო გიორგი თაყაიშვილი.

სასწორო და სამართალო ღმერთო მამაო ღმერთო ძეო, ღმერთო სულიწმინდაო, ღმერთო გეაჯები მე საწყალობელი აბდურამან ქათამაძე, მე რომ გიორგი თაყაიშვილი მეწამება, იორდანე ლომჯარია და მისი ცოლ-შვილი შენი სიტყვით და საქმობით თათრებმა მოთხარავო, თუ იორდანე ლომჯარია და მისი ცოლ-შვილი ჩემი სიტყვით და საქმობით მოთხრილიყოს, თავშიდ, ან ბოლოშიდ, გამატყუნე და რაც მტყუანს უნდოდეს ის მიქენი. თუ ჩემი სიტყვით და საქმობით არ მოთხრილიყოს იორდანე ლომჯარია და მისი ცოლ-შვილი გამამართლე და ამ რკინის ცეცხლიდან უვნებლად გამომიყვანე და სხვა ცოდვას ამაზედ ნუ მკითხავ. შენი სწორმიუფერებელი სამართალი გამოაცხადე ჩემს ცოდვილს თავზე ამინ




Comments

Popular posts from this blog

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის...

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. ( ჯავახიშვილი ი. , ქართველი ერის ისტორია წ I, 1960;  მაკალათია ს.,„სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია“; 1941 ) ჰიდრონიმები : ორაგვისღელე , ოჩორჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ოყვავილა (ქვემო აკეთი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულ...

გურია - ერმაკოვის ფოტოები / Photographs of Guria by Dmitri Yermakov

დიმიტრი ერმაკოვი, რუსი ფოტოგრაფი, რომელსაც თბილისისა და კავკასიის უამრავი საინტერესო ფოტო ეკუთვნის, 1877-78 წლებში, რუსეთ-თურქეთის ომის დროს სტუმრობდა გურიას. მაშინ სწორედ გურიაში გადიოდა ფრონტის ერთ-ერთი ხაზი. ჯუმათის მონასტერი / 6402 Джуматы. Монастырь близъ гор Озургеты. въ Гурщ сер обр изоб Архангела Гаврила съ саблей მიქაელ მთავარანგელოზის ხატი ჯუმათიდან გურულები ეროვნულ სამოსში მოძრავი ტელეგრაფის სადგური ოზურგეთში / 2134 Озургеты. Походная телегр карета въ Озургетахъ ოზურგეთის ხედი 128 Озургеты. Общий видъ городка  გურული ჩავლადრები ომში ქართველთა რაზმი ხუცუბანთან რუსული არტილერია გვარასთან / 2043 Нижние-Гвари. Осадныя орудия (осаждали 29-го аяръля г Кобулетъ) Кобулетский отрядъ въ лагери у позиции Хуцъ-УбАни. Командиръ кап Кармаковъ, близъ г Озургетъ რუსული სამხედრო ბანაკი ციხისძირთან ციხისძირი ქობულეთლები ციხისძირში 41-ე საარტილერიო ბრიგადა ციხისძირში ქართველი ოფიცრები ციხისძირში გურულები ციხი...

გურულების შესახებ

იაკობ გოგებაშვილი: წინათ, მეთვრამეტე საუკუნეში, გურიას ეჭირა დიდი ადგილი, ბევრად მეტი ახლანდელზედ. ახლანდელი ჩვენი გურია კი შეადგენს მხოლოდ ქუთაისის გუბერნიის ერთ მცირე - ოზურგეთის მაზრას, რომელშიაც მცხოვრებლების რიცხვი არის 100 000. გურული მეტად ჩქარია ლაპარაკში, მოძრაობაში, საქმეში, უყვარს პირდაპირობა და სძულს პირმოთნეობა. სწრაფად მოსდის გული, თოფის წამალივით იცის აფეთქება; მაგრამ ჩქარა ისევ მშვიდდება. სიმარჯვით და გულადობით გურულები განთქმულნი არიან. განათლებასაც გატაცებით მისდევენ. დიმიტრი ყიფიანი: ეს არის უაღრესად მოთაკილე და წყენის ფიცხად ამყოლი ხასიათი გურულებისა... გაისმა ჯერ კვნესა, მერე ყვირილი, შემდეგ ტკაც-ტკუც და აპრიალდა ერთბაშად გურია, ეს პატარა, მშვენიერი მხარე, დასახლებული მართლმადიდებელი, პატიოსანი, მამაცი ხალხით თედო ჟორდანია გურიის კუთხე დამივლია ამ ოციოდ წლის წინედ, როდესაც უცხოელების კულტურას ამ ხალხზე შესამჩნევი გამრყვნელი გავლენა არ მოეხდინა. უსწავლელ-უწიგნო გლეხ-კაცებმა გამაკვირვეს მათის დიდებულ სიტყვა-პასუხით, ,,ჯენტლმენობით” – ზრდილობით, ძველებურ ქა...

ნიკიტა თალაკვაძე, მოქალაქე მღვდლის დღიურიდან

ორი ნაწყვეტი ნიკიტა თალაკვაძის „მოქალაქე მღვდლის დღიურიდან“, რომელიც გამოაქვეყნა ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმმა 2013 წელს. გურიაში ხდება ეკლესიის საბოლოო ლიკვიდაცია, 1929 ამ თაობაზე მეტად საგულისხმო და მნიშვნელოვანი ამბები ჩამომივიდა ჩემი სოფლიდან „მთის-პირიდან“ ( ასკანის თემი ): მთის პირის სამრევლო ტაძარი ეს ერთი კვირაა სოფლის ხელისუფლებას დაუბეჭდია. ზარი ჩამოუხსნიათ სამრეკლოდან და გაუტანია „ციხის უბანში“, ტყეში და იქ „კვიჩილაურის“ ჩაის კოლექტივში ჩამოუკიდნიათ. ამ „კვიჩილაურზე“ (ადგილის სახელია) ჩაის პლანტაცია გაუშენებია 40 კაცისაგან შემდგარ კოლექტივს. ამათ უკვე დამუშავებული აქვს ოცდაათი ჰექტარი მიწა ჩაისათვის და სწარმოებს კიდევ დაუცხრომელი მუშაობა ამ საქმის უფრო გასაფართოებლად! იმ ეკლესიის ზარს სამჯერ ჩამორეკავენ თურმე და ამით მოუწოდებენ „კომუნარებს“ მუშაობაზე! თუ მესამე ზარის ჩამორეკაზე მუშა არ გამოცხადდა სამუშაოზე, მას უკვე დააჯარიმებენ! ამ კოლექტივში უმეტეს წილად შედიან ორი გვარის კაცები - თალაქვაძე-სიამაიშვილები. ის ზარი, რომელსაც საუცხოო რაკრაკი გაჰქონდა მთის-პირის წმინდა გიორ...