Skip to main content

ხე-ტყით ვაჭრობა გურიაში

გურია ტყით მდიდარი მხარე იყო. ჯერ კიდევ სტრაბონი წერდა, რომ კოლხეთში გემებისა და ნავების მშენებლობისთვის დიდძალი მასალა იშოვება, რადგან აქ დიდი ტყეები იზრდება და ზღვამდე მდინარით ჩამოიტანებაო. გაუვალი და უღრანი შავი ტყით იყო დაფარული გურიის ზღვისპირეთი, სუფსის, ნატანებისა და კინტრიშის ხეობები, აჭარა-გურიის ქედის მთისწინეთი. გავრცელებული იყო ბზა, მუხა, წიფელა, თხმელა, თუთა, კაკლის ხე, კოპიტი, წყავი, ცაცხვი, ნაძვი, ფიჭვი და სხვ.

მამია V გურიელმა, მიიღო რა რუსეთის იმპერიის მფარველობა და დადო ფიცი, მისცა პირობა საქართველოს მთავარმართებელ ალექსანდრე ტორმასოვს, რომ თუ გურიის ტყეებში აღმოჩნდებოდა ნავებისა და გემების ასაგებად გამოსადეგი ხე-ტყის მასალა, გურიელები მასალაში ფულს არ მოითხოვდნენ და ტრანსპორტირებასაც უფასოდ უზრუნველყოფდნენ.

პირობის შესრულება გურიელებს არ დასჭირვებიათ, რადგან გურიის სამთავრო გაუქმდა და უშუალოდ შეუერთდა ოზურგეთის მაზრის სახით რუსეთის იმპერიას. თუმცა ხელისუფლებას დაასწრეს ადგილობრივმა ფეოდალებმა.

1833 წელს დიუბუა დე მონპერემ შეკვეთილში ნახა 10 თურქული გემი ბათუმიდან და ტრაპიზონიდან, რომლებიც იქ ბზის ხეების გასატანად იდგნენ.

1836 წელს აზნაური ოთარ ებრალიძე და თავადი ალექსანდრე მაჭუტაძე შეუთანხმდნენ სარდინიელ პავლო ბაზოსა და ინგლისის  ქვეშევრდომ იაკობ მენტალი მარს მუხის მორების მიწოდების შესახებ. შეთანხმების მიხედვით გურულებს 50 ათასი მორი 1841 წლამდე უნდა დაემზადებინათ და მდინარეების კაპარჭას, მალთაყვასა და სუფსის გამოყენებით მიეცურებინათ ზღვამდე, ფოთამდე.

კავკასიის მთავარმმართებელი ბარონი გრიგოლ როზენი წერდა, რომ ამგვარ საექსპორტო ოპერაციებს მოჰყვება გაჩეხვა და მოსპობა ხეებისა, რაც ადრე თუ გვიან ჩვენ, რუსეთის იმპერიას, დაგვჭირდება შავ ზღვაზე სამხედრო თუ არა სავაჭრო გემთა ასაგებად მაინცო. ამიტომ იმპერატორმა ნიკოლოზ პირველმა ზემოთ აღწერილი კონტრაქტი გააუქმა. 1842 წელს აიკრძალა გურიიდან კაკლის ხის ექსპორტიც.

სამშენებლო და საშეშე ხის მასალით ვაჭრობის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი იყო კავკასიის მთავარმართებელი ევგენი გოლოვინი. 1842 წელს ის მომავალ მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვს სწერდა, რომ კარგი იდეა იქნებოდა შავი ზღვის ნაპირებზე დაარსება სავაჭრო კომპანიისა, რომელიც მერქნითა და ხე-ტყით ივაჭრებდა. იმავე წელიწადს კი სამხედრო მინისტრ ალექსანდრე ჩერნიშოვს სთავაზობდა დასავლეთ საქართველოსა და სამხრეთ რუსეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების დამყარებას. გოლოვინი ამტკიცებდა, რომ ხე-ტყის გატანა, გარდა იმისა, რომ ფინანსურად მომგებიანი იქნებოდა, ახლად შემოერთებულ გურიაში ადგილობრივი მოსახლეობის იმპერიისადმი ლოიალობის ზრდას შეუწყობდა ხელს. გოლოვინის ცნობით ტყეების გაჩეხვა გურიაში ნესტიანი ჰავის გაკეთილშობილებასა და დანაშაულის შემცირებასაც მოიტანდა.

გოლოვინი სწორად უკავშირებდა დანაშაულს ტყეებს. გურიის უსიერი ტყეები იყო ფირალების, ხალხოსნების, აჯანყებულების, რევოლუციონერების და სხვათა თავშესაფარი. ედუარდ იუონი წერდა, როგორ უწყობდა ხელს ტყეები და მწვანე საფარი  მიმალვასა და კონსპირაციულ მოქმედებებში 1905 წელს ამბოხებულებს.

1843-44 წლებში კარლ ჰაინრიხ ემილ კოხი პალიასტომის ტბის მიმდებარე ტყის შესახებ წერდა:

გარშემო დიდებული მცენარეულობაა, ამ ტყეს მართლაც შეიძლება ჰქონდეს უღრანი ტყის პრეტენზია, რადგანაც ადამიანს ამ ტყით არასოდეს არ უსარგებლია. უზარმაზარი ხეები დროის გამანადგურებელ გავლენას ვეღარ უძლებდნენ და მძლავრი ქარიშხლის დროს ეცემოდნენ მომცრო ზომის ხეებს შორის, რომლებიც თავიანთ წარმოშობას, ალბათ მათ უნდა უმადლოდნენ. ასეთი უღრანი ტყე თავისებურია და ამაღლებულ გრძნობებს იწვევს, თუმცა სამხრეთის ზღვის კუნძულების, ანდა ბრაზილიის ტყეს ვერ შეედრება. აქ უმთავრესად იშვიათი სილამაზის წითელი წიფელი ხარობს. ტყის განაპირას დგანან მუდამ მწვანე ბაძგები და ბზები, ხოლო უმეტესწილად ტყეში გვხვდება პონტოს იელი

1847 წელს დაწესდა 2,5 კაპიკი ბაჟი შეკვეთილის პორტიდან გატანილ ფუთ კაკლის ხეზე. თუმცა ხე-ტყის გატანა მხოლოდ იმპერიისვე შიდა პორტებში შეიძლებოდა. ბაჟის გადახდისგან აკრეფილი თანხა უნდა მოხმარებოდა ოზურგეთი-შეკვეთილის გზის მშენებლობას.

1851 წლის მონაცემებით შეკვეთილის წმინდა ნიკოლოზის ნავსადგურიდან გავიდა:
  • 1848 წელს   5350 ფუთი ბზა,   99252 ფუთი კაკლის ხე
  • 1849 წელს 13000 ფუთი ბზა, 128369 ფუთი კაკლის ხე
  • 1850 წელს 84400 ფუთი ბზა,   25756 ფუთი კაკლის ხე
  • 1851 წელს 75725 ფუთი ბზა
1902 წელს სურების ტყით დაინტერესდა ინგლისელი ელიოტ სკოტი. ის შეუთანხმდა სურების ტყის მესაკუთრეებს, თომა, ივანე და დათა ერისთავებს, დიმიტრი, იესე და რაფიელ შარაშიძეებს და სხვებს ტყის შესყიდვის თაობაზე. ელიოტმა თითოეულ მესაკუთრეს გადაუხადა 500 მანეთი ოქროთი. სულ მას სურების ტყის ყიდვა დაუჯდა 6000 მანეთი. მოჭრილი და დამზადებული ნაძვის, ფიჭვისა და ცაცხვის მასალა მდინარე სუფსის მეშვეობით უნდა ჩაეტანათ ჯერ ჩოხატაურში, შემდეგ ბათუმში.

ელიოტ სკოტმა სურებში სამუშაოთა ხელმძღვანელად დატოვა ჟორჟ ტარსეი. ტარსეიმ რაფიელ შარაშიძის დახმარებით თითქმის მთელი სურების მოსახლეობა ჩააბა ხეების მოჭრის და მასალის დამზადების სამუშაოებში. მდინარის კალაპოტის ქვა-ღორღისგან გაწმენდის სამუშაოებში კი 300-მდე გლეხი იყო დასაქმებული. სკოტის წარმოება ჩაშალა 1905 წლის მოვლენებმა. დაქირავებული გლეხები ხელფასის მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ. რევოლუციური მოძრაობის გაძლიერების შემდეგ სკოტმა მიატოვა ყველაფერი და დატოვა ბათუმი. მოჭრილი და დამზადებული მასალა ტყის ძველ მეპატრონეებს დარჩათ

ტყის მასივები ყველაზე მეტად 1930-იან წლებში, საბჭოთა პერიოდში, ჩაის მეურნეობების გაშენების დროს გაიჩეხა. განაკაფი ტყის ადგილას გაშენდა დაბები ნარუჯა, ლაითური და ნასაკირალი, გაიჩეხა „საერისთავოს ტყე“ გუბაზეულის მარჯვენა ნაპირზე და სხვა.

დღეს გურიის ძველი ტყეებიდან შემორჩენილია სახელმწიფო ნაკრძალი კინტრიშის ხეობაში (ქობულეთის რაიონი), პონტოური მუხის აღკვეთილი ბახმაროს მიმდებარედ, ბახმაროს და გომისმთის მიმდებარედ მდინარეების ხეობებში არსებული ტყეები.

მასალები გაზეთ „ლენინის დროშის“ არქივიდან


Comments

Popular posts from this blog

ბახვის მანიფესტი

1905 წლის დასაწყისში გურიაში ძალაუფლება რეალურად რევოლუციური კომიტეტის  ხელში იყო, რომელსაც შეეძლო საჭიროების შემთხვევაში 15 000 შეიარაღებული პირის, „წითელაზმელების“ გამოყვანა. კავკასიის მეფისნაცვალმა მიიღო გარკვეული ადმინისტრაციული ზომები ხელისუფლების ორგანოების კონტროლის აღსადგენად. ოზურგეთის მაზრა (ანუ გურია), რომელიც ქუთაისის გუბერნიის ნაწილი იყო, ჩამოაცილა გუბერნიას. კინტრიშის ოლქი (დღევანდელი ქობულეთის რაიონი), რომელიც ბათუმის ოკრუგის ნაწილი იყო, ჩამოაცილა ბათუმის ოკრუგს, გააერთიანა ეს ერთეულები და მათ ტერიტორიაზე გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა. გურიაში გაიგზავნა 10 000 კაციანი სადამსჯელო რაზმი გენერალ ალიხანოვ-ავარსკის მეთაურობით. სადასმჯელო რამზს ახლდა მთავარმმართებლობის საბჭოს წევრი სულთან კრიმ-გირეი. კრიმ-გრეი ცნობილი იყო ლიბერალური შეხედულებებით, ამიტომ  მთავარმართებლობამ გადაწყვიტა, რომ სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე ის გლეხობასთან მოსალაპარაკებლად გაეშვათ. კრიმ-გირეის მისია იყო გლეხობის დაშოშმინება და იმის გაგება, თუ რას მოითხოვდნენ ისინი მთავრობისგან  1905

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის გვარ ნაკანიდან. ნაკანი

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. გვარები ლომჯარია, ჭანტურია, კვირკველია, გაგუა, გოგუა, აფხაზავა და ა. შ. ჰიდრონიმები : ორაგვისღელე, ოჩოჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულებდა ოსმალეთის იმპერიასთან ბრძოლაში და ამით აიხსნება ქალაქის ს

თუშური ლექსი

თუშური ლექსი, გამოთქმული 1854 წელს ყირიმის ომის დროს, ნიგოითის ბრძოლაში მონაწილე თუშების შესახებ. დაიბეჭდა კრებულში „ძველი საქართველო“, ტ. II. არამ დამძრახოთ, ბიჭებო, სიტყვანი გითხრათ ძმურია. ვაჟო, სადა ვართ? ა;ვანთან დიდათ შორს არის გურია. მომწყურდა ღვინო კახური, დიაცთ ნამცხვარი პურია... და თქვენცა ბძანეთ, მოძმენო, უმცროსს დაუგდეთ ყურია. ძმაო, შენც გახსოვს წითელი სიყმაწვილური ზნეობა; მოდით, აქ შევიკრიფენოთ, გვმართებს საქმისა რჩეობა; ბიჭობით ყველან მჯობიხართ, გიცდიათ ლეკთა მტერობა. სახელი დაგვრჩეს გურიას,  თუშებმა ქნესა მხნეობა. ომის დრო არის ვჟკაცნო, ცხენთა დავაკრათ ნალია; ადექით, დავემზადენოთ, ყველამ დავჩარხოთ ხმალია; ვინც უკან დარჩეს ამხანაგთ, იყოს ახმატის ქალია, და მოკვდეს, ქვაზე დავწეროთ: „სიცოცხლითაე მხდალია“! ვაჟო, რას ამბობ, მეწყინა, დიაცთ წესია რიდება, ქალის ლეჩაქი დახვუროთ, ვისც არ უნდ, ომი სწყინდება... კაცი გავგზავნოთ სარდალთან: ბიჭებს აქ ყოფნა სწყინდება,  თუ არ გვაჩხუბებ თათართან,  თუშნი აქ რაღად გინდება?! ვინცა გავგზავნეთ, მოვიდა: სარდალმა გაიცინაო: ებძანა: „დილით ივანე ჯა

გურულების შესახებ

იაკობ გოგებაშვილი: წინათ, მეთვრამეტე საუკუნეში, გურიას ეჭირა დიდი ადგილი, ბევრად მეტი ახლანდელზედ. ახლანდელი ჩვენი გურია კი შეადგენს მხოლოდ ქუთაისის გუბერნიის ერთ მცირე - ოზურგეთის მაზრას, რომელშიაც მცხოვრებლების რიცხვი არის 100 000. გურული მეტად ჩქარია ლაპარაკში, მოძრაობაში, საქმეში, უყვარს პირდაპირობა და სძულს პირმოთნეობა. სწრაფად მოსდის გული, თოფის წამალივით იცის აფეთქება; მაგრამ ჩქარა ისევ მშვიდდება. სიმარჯვით და გულადობით გურულები განთქმულნი არიან. განათლებასაც გატაცებით მისდევენ. დიმიტრი ყიფიანი: ეს არის უაღრესად მოთაკილე და წყენის ფიცხად ამყოლი ხასიათი გურულებისა... გაისმა ჯერ კვნესა, მერე ყვირილი, შემდეგ ტკაც-ტკუც და აპრიალდა ერთბაშად გურია, ეს პატარა, მშვენიერი მხარე, დასახლებული მართლმადიდებელი, პატიოსანი, მამაცი ხალხით თედო ჟორდანია გურიის კუთხე დამივლია ამ ოციოდ წლის წინედ, როდესაც უცხოელების კულტურას ამ ხალხზე შესამჩნევი გამრყვნელი გავლენა არ მოეხდინა. უსწავლელ-უწიგნო გლეხ-კაცებმა გამაკვირვეს მათის დიდებულ სიტყვა-პასუხით, ,,ჯენტლმენობით” – ზრდილობით, ძველებურ ქა