Skip to main content

აჭარა-გურიის გზები

ბახმაროსა და გომისმთის საკურორტო თვისებების აღმოჩენამდე აჭარა-გურიის ქედს მოსახლეობა საძოვრებად იყენებდა. აქ სამი ძირითადი საძოვარი ადგილი იყო: ზოტიმერია, თაგინური და ხინო. ზოტიმერია და მის ირგვლივ ადგილები: სომლია, ბაისურა, ფაფარა, საყორნია, ჯვარიუღვთო, კაცისთავიანი, კამბეჩის სარჩობი, ქორისბუდე, ჩდილა, დიდვაკე, ზედწეული - ეკუთვნოდათ ერისთავებს. ერისთავები ღორჯომის ხეობიდან ამოსულ მესაქონლეებს ახდევინებდნენ „ბალახის ბაჟს“, ეს იყო ერთი თავი  ყველი ერთ მეწველ ძროხასა და კამეჩზე და ერთი მეათედი მეწველ თხასა და ცხვარზე. არამეწველ საქონელზე ბაჟი არ ვრცელდებოდა. თაგინაურის საძოვრები ეკუთვნოდა შემოქმედის მონასტერს. აქ საქონელი აჰყავდათ ჭვანისწყლის ხეობიდან. ბაჟად იხდიდნენ ცხვარს, გადაზელილ ყველსა და პურს. ხინოს საძოვრები ეკუთვნოდათ აზნაურ იორაშვილებს. 

XVII-XIX საუკუნეებში გურიის მოსახლეობა გატანჯული იყო ოსმალების თარეშის გამო. ოსმალები თავს ესხმოდნენ სოფლებს, იტაცებდნენ ხალხს, განსაკუთრებით ახალგაზრდა ქალ-ვაჟს შემდგომში გასაყიდად. ცნობილია პიროვნებები, რომლებიც სხვადასხვა ხევებსა და გადასასვლელებს იცავდნენ. ასეთი იყო ბუღარა მამალაძე, რომელიც XIX საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა.
 
ბუღარაა მამალაძე გურიის და ხალხის მცველი
დაილოცოს ჩვენი მხარე დევ-გმირების გამომზრდელი

გადმოცემის მიხედვით ბუღარა მამალაძე თურმე ტანად არც თუ ისე მაღალი ყოფილა, მაგრამ გოლიათურად ღონიერი იყო და მჭექარე ხმა ჰქონდა. მისი ყიჟინა ახლო-მახლო სოფლებს სწვდებოდა, თუ სადმე ორსული ქალი იყო, აუცილებლად მუცელი მოეშლებოდაო. ამიტომ მას ხშირად აფრთხლილებდნენ, ამა და ამ ადგილას ფეხმძიმე ქალი არისო. 

ბუღარა მამალაძე იცავდა გადასასვლელს გუბაზეულის ხეობაში, სატობისღულიდან ძველკარასკენ მიმავალ გზას. ბუღარამ ბევრი გამტაცებელი მოკლა და მანვე გაანადგურა აჰმედ-ფაშა ხიმშიაშვილის რაზმი 1819 წელს

ოტია რამიშვილი იცავდა ქვაბღიდან და ზოტიდან სურებისკენ მიმავალ გზას იცავდა. მას ოტია შლეგს ეძახნენ და ამის გამო რამიშვილების მის შოტს - შლეგიშვილებს.

XIX საუკუნეში, გურიის სამთავროს რუსეთის იმპერიის მიერ დაპყრობის შემდეგ გურიაში შედარებით მშვიდობიანობა დამყარდა და აჭარა-გურიის გზები ძირითადად სავაჭრო დანიშნულებით გამოიყენებოდა. გიორგი ყაზბეგი ასახელებს შემდეგ გზებს:
  • აჭარისწყლის ხეობით ხინოსკენ
  • ბჟუჟის ხეობით თაგინურის მთა - ტბის ყელი
  • ფერსათის მთა
  • ბახვისწყლის ხეობით სომლიას  და ბადიშის გავლით 
  • გუბაზეულის ხეობით ზოტიმერიას გავლით
დიმიტრი ბაქრაძის თქმით ასკანის ციხის ძირში გადის გურიიდან ზემო აჭარაში მიმავალი ყველაზე მარჯვე გზა, რომელიც ბახვისწყლის ხეობით გადადის სომლიაზე. აქედან შეიძლება ერთ დღეში ხულაში და დღენახევარში ახალციხეში ჩასვლა. აჭარლები სომლიათი ჩადიან ოზურგეთში და მიაქვთ რძე, ყველი ყურძენი, ცხვარი და მსხვილფეხა საქონელი.

გიორგი ყაზბეგი, რომელმაც აჭარაში კონსპირაციულად, სადაზვერვო მისიით იმოგზაურა 1874 წელს, აჭარა-გურიის ქედზე ასახელებს ხუთ გადასასვლელს: 
  • ტალახა
  • ხინო - პერანგა
  • ჯვარისმინდორი
  • ჯვარიუღვთო
  • ღომისციხე 
  • ქვაპორჩხილი
ყაზბეგის ცნობით ამათგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ხინოს მთის აღმოსავლეთით მდებარე ჯვარისმინდორი და ჯვარიუღვთო, რომლებითაც ღორჯომის და ჭვანის ხეობის მოსახლეობა ჩადიოდა ოზურგეთში, ყიდდა პირუტყვს და რძის ნაწარმს და ყიდულობდა მანუფაქტურულ ნაწარმს.

თედო სახოკია, რომელიც 1896 წელს მოგზაურობდა გურიაში, ბახმაროდან, ზოტიყელის გავლით გადავიდა ღორჯომში და შემდეგ ხულოში აჭარის მოსანახულებლად. ის სამ გზას ასახელებს და ამბობს ამ სამში ბადიშის გზა ყველას სჯობიაო
  • ბჟუჯის-წყლის ხეობით თაგინურზე (2918 მ.)
  • აჭარის-წყლის ხეობითა და
  • ბახვის-წყლის ხეობით ბადიშზე.
ბათუმი-ოზურგეთის საფოსტო გზა გაკეთდა ბათუმი-არტაანისა და ბათუმი-ახალციხის საფოსტო გზების მოწესრიგებასთან ერთად ბათუმის ოლქის რუსეთის იმპერიის მიერ შეერთების (1878) შემდეგ.

Comments

Popular posts from this blog

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის...

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. ( ჯავახიშვილი ი. , ქართველი ერის ისტორია წ I, 1960;  მაკალათია ს.,„სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია“; 1941 ) ჰიდრონიმები : ორაგვისღელე , ოჩორჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ოყვავილა (ქვემო აკეთი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულ...

შევარდნაძე გურიაში 1981 / Eduard Shevardnadze in Guria, 1981

1981 წელს მახარაძის რაიონს ედუარდ შევარდნაძე ესტუმრა. მან 18 დეკემბერს გახსნა მე-18 არმიის საბრძოლო დიდების მუზეუმი. ამანამდე, სანამ ექვთიმეობა აღინიშნებოდა და ძეგლი გაიხსნებოდა, ლიხაურს ეწვია მაშინდელი საქ. კომპარტიის ცეკას პირველი მდივანი ედუარდ შევარდნაძე, რომელიც 1981 წლის დეკემბერში იყო ჩასული ქალაქ მახარაძეში მე-18 არმიის საბრძოლო დიდების მუზეუმის გასახსნელად. გარდა ლიხაურისა, შევარდნაძე სტუმრობდა ბახვს, სადაც ბახვის მანიფესტის მემორიალი გახსნა. შევარდნაძე ლიხაურში  მარცხნიდან მეორე გენადი კოლბინი - ცეკას მეორე მდივანი, ზურაბ პატარიძე - მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, მიხაკო ორაგველიძე, ედეუარდ შევარდნაძე, სოლიკო ხაბეიშვილი შევარდნაძე მარადიულ ცეცხლთან ლიხაურის ცენტრში შევარდნაძე ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლთან „ბახვის მანიფესტის მემორიალის გახსნა, მარცხნივ ედუარდ შევარდნაძე, მარჯვნიდან მეორე მამია კილაძე -  გაზეთ „ლენინის დროშის“ რედაქტორის მოადგილე, მარჯვნივ ოთარ თენეიშვილი მახარაძის რაიკომის პირველი მდივანი. ბახვი

როგორ მოხვდა ერეკლე II-ის ხმალი გურიაში

1770 წელს ასპინძის ბრძოლაში გამარჯვების შემდგომ ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-მ, ოდიშის მთავარ კაცია II დადიანს საჩუქრად ხმალი გაუგზავნა. საჩუქრის გაგზავნის მიზეზი შესაძლოა ის იყო, რომ კაცია დადიანი ერეკლე II-ის სიმამრი იყო, მაგრამ არსებობს მეორე ვერსიაც. რუსული წყაროების ცნობით, დადიანს საკმაოდ ორჭოფული პოზიცია ეკავა რუსეთ-ოსმალეთის 1768-1774 წლების ომში და ერეკლეს მხარი არ დაუჭირა და ასპინძის ბრძოლაში მონაწილეობა არ მიიღო. ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ ერეკლემ დადიანს ხმალი გამარჯვების ნიშნად გაუგზავნა. ასე იყო თუ ისე, 1770 წლიდან დადიანებთან ინახებოდა ფოლადის პირის მქონე (სიგრძე - 93 სმ, სიგანე - 3,5 სმ), ვერცხლით ნაჭედი, ოქროთი შემკული ხმალი, რომელსაც ვადასთან ახლოს პირის სიბრტყეზე ჰქონდა წარწერა „მეფემან ერეკლე დადიანს ვუძღვენი“ . ხმალი მემკვიდრეობით გადაეცემოდა დადიანებს, სანამ ის არ გახდა საკუთრება დავით დადიანისა, რომელიც იყო ოდიშის უკანასკნელი მთავარი 1840-1853 წლებში. ოდიშის სამთავრო ჯერ კიდევ არსებობდა მაგრამ უკვე ...

გურულების შესახებ

იაკობ გოგებაშვილი: წინათ, მეთვრამეტე საუკუნეში, გურიას ეჭირა დიდი ადგილი, ბევრად მეტი ახლანდელზედ. ახლანდელი ჩვენი გურია კი შეადგენს მხოლოდ ქუთაისის გუბერნიის ერთ მცირე - ოზურგეთის მაზრას, რომელშიაც მცხოვრებლების რიცხვი არის 100 000. გურული მეტად ჩქარია ლაპარაკში, მოძრაობაში, საქმეში, უყვარს პირდაპირობა და სძულს პირმოთნეობა. სწრაფად მოსდის გული, თოფის წამალივით იცის აფეთქება; მაგრამ ჩქარა ისევ მშვიდდება. სიმარჯვით და გულადობით გურულები განთქმულნი არიან. განათლებასაც გატაცებით მისდევენ. დიმიტრი ყიფიანი: ეს არის უაღრესად მოთაკილე და წყენის ფიცხად ამყოლი ხასიათი გურულებისა... გაისმა ჯერ კვნესა, მერე ყვირილი, შემდეგ ტკაც-ტკუც და აპრიალდა ერთბაშად გურია, ეს პატარა, მშვენიერი მხარე, დასახლებული მართლმადიდებელი, პატიოსანი, მამაცი ხალხით თედო ჟორდანია გურიის კუთხე დამივლია ამ ოციოდ წლის წინედ, როდესაც უცხოელების კულტურას ამ ხალხზე შესამჩნევი გამრყვნელი გავლენა არ მოეხდინა. უსწავლელ-უწიგნო გლეხ-კაცებმა გამაკვირვეს მათის დიდებულ სიტყვა-პასუხით, ,,ჯენტლმენობით” – ზრდილობით, ძველებურ ქა...