Skip to main content

გურული ცეკვა

დიმიტრი ბაქრაძე გურული ცეკვის შესახებ

1873 წელს 7 აგვისტოს ღამე გურიაში ბახვის ღვთისმშობლის ეკლესიის მახლობლად გავათიე ერთი ადგილობრივი მღვდლისას, ხოლო მეორე დღეს წირვის შემდეგ სადილად მიმიპატიჟა. ბახვისწყლის მარჯვენა ნაპირზე თავად დ. კ. გურიელის მოურავმა ბახუტაძემ. მასთან 60 კაცზე მეტმა მოიყარა თავი. ბახუტაძის ოჯახში მე ვნახე გურულთა ცეკვა-თამაში, სწორედ იმ სახით, როგორც იგი აღწერა გურიაში დიდი ხნიდან მცხოვრებმა გაზეთ „ტიფლისკი ვესტნიკის“ კორესპოდენტმა. ეს ცეკვა-თამაში კარგად ახასიათებს გურულის მკვირცხლ ბუნებას, ყველასთვის განსაკუთრებით საინტერესო უნდა იყოს საშიში ცეკვა ხანჯლებით, რაცა თუ არ ვცდებით მხოლოდ გურიაში იციან

ტიფლისკი ვესტნიკიდან შემოკლებით მომყავს ის ადგილები, რომლებიც ამ საგანს ეხება:

საეკლესიო დღესასწაულები, ამბობს კორესპოდენტი, როგორც გურიაში, ისე ყველგან საქართველოში სახალხო ზეიმია, რომელსაც არა მარტო ახლო-მახლო სოფლებიდან და ქალაქებიდან ესწრებიან, არამედ სხვა გუბერნიებიდან და რამდენიმე ათეული ვერსიდან. ადგილობრივი მოსახლეობა მთელი კვირით ადრე იჭერს თადარიგს. კლავენ შინაურ ფრინველებს: შეძლებულ ოჯახებში ცხვრებს, ძროხებს და სხვ. ნადიმის შემდეგ იმართება საერთო ცეკვა-თამაში, რაც ასე იწყება: ჩვეულებრივ, შუა ადგილას გამოდის ორი გურული და ცეკვავს ამხანაგების სიმღერის ხმაზე. ორივე იშიშვლებს ხანჯლებს, ოსტატურად და მარჯვედ აკეთებენ სხვადასხვა ილეთს. უწინარეს ყოვლისა მოცეკვავე ელვისებურად იწყებს ტრიალს და იქნევს ხანჯალს შემოჯარულ მაყურებელში: შეიკვრება დიდი წრე რომელშიაც ვერავინ ვერ შებედავს, შემდგომ სიმღერებს შეუერთდება ეროვნული მუსიკა, დაირებით და ტაში მუსიკის ტაქტზე. ამ დროს თითოეულ მოცეკვავეს კიდევ ორ ხანჯალს აძლევენ, ერთი მათგანი სწრაფად იქნევს ხანჯალს და გამალებით ირტყამს პირით გვერდებზე, იღლიებში, მკლავებზე, ნაკვთებზე და ზურგს უკან კისერზე, შემდეგ სამივე ხანჯალს კბილებით იჭერს და ყველაფერს ამას ისე აკეთებს რომ ცეკვას არ წყვეტს. პარტნიორი მის ირგვლივ ტრიალებს, თითქოს თანამოძმის სიმკვირცხლეს სწავლობსო, ხან წინ დაუდგება, ხან ისევ გველივით იკლაკნება და მთელი ხნის განმავლობაში ორივე ხანჯლებით აშიშ ფიგურებს აკეთებენ. შემდეგ ერთი მოცეკვავეთაგანი, თითქოს გააჯავრესო, თავს დაესხმის პარტნიორს და თავისა და ტანის ირგვლივ ხანჯალს დაუტრიალებს. ერთი მათგანი შეჩერდება, ორივე ხელით უჭირავს გაწვდილი ხანჯლები, ხოლო მეორე ზედ გადაახტება ამ ხანჯლებს თანაც თავის ხანჯლებს ათასნაირად იქნევს. როცა მოცეკვავენი დაიღლებიან, მათ ხმლებს აწვდიან და ორი ძმაკაცი იწყებს ფარიკაობას და ენით აუწერელ სიმკვირცხლეს იჩენს. ბოლოს, როცა ხანჯლებს მათ პატრონებს დაუბრუნებენ, ზედიზედ დაცლიან დამბაჩებსა და შაშხანებს და ამით აძლევენ ნიშანს, რომ ახლა სხვებსაც აქვთ უფლება ჩაერიონ ცეკვა-თამაშში. შემდეგ ისინი შეჩერდებიან, ტაშს დაუკრავენ და ამით უხმობენ ცეკვის მსურველებს. იმ წამსვე წრეს გამოეყოფიან ქალები, ქალიშვილები და მამაკაცები და წყვილ-წყვილად დაეწყობიან დამა-კავალრებად. იწყება ცეკვა, რომელსაც საცეკვაოდ გამომწვევნი დირიჟორობენ. იგივენი არიან სიმღერის დამწყებნი. ყოველი დამწყები ცეკვის დროს კაფიად თხზავს ფრიად მწყობრ და გონებამახვილურ სიმღერებს. მოცეკვავეთა წრე ტრიალებს დამწყებთა ირგვლივ, იტაცებს მათ ბოლო სიტყვებს ტონით და ტაქტით უფრო ამძაფრებს მას.

ამ ცეკვის დროს დაირა და მუსიკა დუმს. მუსიკა მხოლოდ მაშინ იწყებს დაკვრას, როცა დამწყები დამბაჩის გასროლით მისცემს ნიშანს, მაშინ ყველანი ჩერდებიან და ხელებს ჩამოუშვებენ, ხოლო დამწყებნი ფიცხელი და ცეცხლოვანი ცეკვით ჩამოუქროლებენ წრეს. ბოლოს ორივენი კრძლავით და რიდით ჩერდებიან ქალიშვილების წინაშე. შემდეგ იწყებენ და მათ პირისპირ ასრულებენ ცეკვის ნაირნაირ შესაშურ ილეთებს. თავის დაკვრით იწვევენ წრეში კდემით აღსავსე ქალიშვილებს, მუსიკა მძაფრდება, ახლა ყველანი ერთად ტაშს უკრავენ, ორი გურული ქალი, ვითარცა ციდან მოწყვეტილ ვარკვლავთა ღელე მერცხალივით სწრაფად მოქნილად და მკვირცხლად ტრიალებს. ღმერთმა დაგიფაროთ  ამ ზეიმის დროს თავს ნება მისცეთ და მათთვის შეურაცხყოფელი საქციელი ჩაიდინოთ


ხალხური სიმღერები

ჩაწერილი ილია კარგარეთელის მიერ, გამოქვეყნდა ექვთიმე თაყაიშვილის კრებულში ძველი საქართველო, ტომი I, 1909 წელი

მივალ გურიაში




40 წლის ბებიაო



ჰე ბიჭებო






ისტორიები ვ. შილაკაძის წიგნიდან „ხალხური მუსიკის მოამაგენი“ (1961)

ჩოხატაურში ცხოვრობდა მდიდარი აზნაური რაფ. შარაშიძე. ამ კაცს, ცხადია, არავინ არასოდეს არ მოიხსენიებს, როგორც ხალხური სიმღერების თავდადებულ მოღვაწეს. მთელი მისი ცხოვრება ლხინსა და ქეიფში გაუტარებია კიდეც მღეროდა, მაგრამ არც განსაკუთრებული ხმის პატრონი ყოფილა, არც ბრწყინვალე სმენის, არც გუნდი ჰყოლია როდისმე. არე კონცერტები გაუმართავს. ერთი საშუალო მომღერალი იყო, ქონება მოსდევდა და ლხინსა და ქეიფს იყო გადაგებული. დოც. პ. გარუჩავაs მამა ხარაზი იყო. თავის დროზე კარგი მომღერალიც. ამხანაგებიც მომღერლები ჰყავდა. იჯდნენ და ღიღინებდნენ. ქორწილსა თუ ნათვლაში მუდამ პატიჟობდნენ, ხშირად პატიჟობდა რ. არაშიძეც. ერთ დღეს რ, შარაშიძემ დაიბარა გარუჩავა და უთხრა:

–- ბიჭო, ცოტა მოცლილად ხარ?

–- არა, ბატონო, ძალიან ბევრი შეკვეთები მაქვს ამჟამად.

–– რამდენი მანეთის ზარალი სმოგივა ერთი კვირე რომ გააცდინო?..

-- არაფრით არ მეხერხება, ბატონო.

=- მე შენ გეკითხები„ რამდენი ზ.რალი მოგივა ერთ კეირეს რომ შენ საქმეს მოსცდე მეთქი?

–- რა ვიცი, ბატონო, ძალიან მოძალებული საქმეები მაქვს...

– თუ არ იცი, იანგარიშე და მერე მითხარი, შენი ზარალი ზედმეტად აგინაზღაურდება, პასუხისმგებელი მე ვარ... ხვალ დილას ეტლს გამოგიგზავნი, ჩაჯექი და წადი ამ და ამ კაცთან ეს წერილი მიუტანე და მიგიღებს.. გუშინწინ ერთ ოჯახში ვიყავგ, ოზურგეთისაკენ ახალი სიმღერა თქვეს, იგი უნდა ისწავლო და მოიტანო აქ... წადი, ბევრი ლაპარაკი არ გამაგონო!.. .

მეორე დღეს მოაკითხა ეტლმა გარუჩავას და წავიდა. მივიღა ვისთანაც გაგზავნა. მასპინძელი მოიკითხა და წერილი გადასცა. წერილი წაიკითხა, ახალმოსულს ახედ-დახედა და ჰკითხა:

–- შენ უნდა ისწავლო?

–- დიახ, ბატონო.

–- მღერი?

–- რა ვიცი, როცა დამჭირდება ვმღერი.

მიბრუნდა. ვრცელ ეზოში დიდი ცაცხვის ძირში გამართული იყო მაგიდა და ფიცრის საჯდომი, იქითკენ გაემართა და შინ გასძახა:

–- აბა, ერთი დოქი ჭიდან ამოღებული მოგვიტანე!

სახლიდან ქალი გამოვიდა. თხილი, ჩურჩხელა და ვაშლი მოიტანა, დოქით ღვინოც მოაყოლა და სუფრაზე დაალაგა. ქალი გაბრუნებას აპირებდა, მაგრამ არ გაუშვა. გვერდით მოისვა.

–- აბა, ვიმღერებთ და ბანი გვითხარი! –- უთხრა გარუჩავას

წამოიწყო რაღაცა. ცთლმა წვრილი უთხრა. გარუჩავა მიყვა.

–- ახლა შენ დაიწყე და მე ბანს გეტყვი! –– მიმართა გარუჩავას

ესეც კარგად დამთავრდა.

+- ახლა ჩემი ცოლი დაიწყებს, შენ წვრილი უთხარი, მე ბანს ვიტყვი. ესეც კარგად დამთავრდა.

–- კარგია, შეგძლებია სიმღერა, ახლა შეგვიძლია შევუდგეთ.

ერთი კვირა დარჩა იქ გარუჩავა. ძალდაუტანებლად, ღიღინით ასწავლიდა ახალ სიმღერას მასპინძელი, თანაც ნება-ნება ყელს ისველებდნენ. არ დამთერალან. შიგა დღა შიგ სხვა სიმღერებსაც მღეროდნენ. კვირის ბოლოსათვის სამივე ხმა ისწავლა გარუჩავამ და რ. შარაშიძის გამოგზავნილმა ეტლმაც მოიკითხა.

–- რა ქენი, ბიჭო? ხომ ისწავლე, ხომ არ შემარცხვინე?

–- ვისწავლე, ბატონო.

“–– ახლა რამდენი დღე გინდა რომ ამხანაგებსაც შეასწავლო?

–- სამი დღე მეყოფა.

–- ერთ კვირეს გაძლევ ვადას. დღეის სწორს სტუმრები მეყოლება, მოხვალ ამხანაგებით და თუ კარგად არ გითქვამთ, ზარალს. გიზღავ კი არა თავს კბილებში წაგაჭრი! ახლა, აჰა, შენი ნაცთურის ფასი! –– და ფული მისცა.–– საჩუქარი მერე იყოს“


ცნობილი მომღერლის დ. მდინარაძის მოგონება: დავითი ბათუმიდან მოდის მატარებლით. ვაგონში ს. ჩავლეიშვილი ზის. 14 წლის ბიჭი, დავითი: გაოცებით მისჩერებია ჩოხა-ახალოხში გამოწყობილ ხანდაზმულ, წარმოსადეგ ვაჟკაცს. იგი შორიდან იცნობს მას. ამ დროს ვაგონში შემოვიდნენ ძმები ლადიკო” და ავქსენტი სალუქვაძეები. სამუელი დაინახეს და მასთან მივიდნენ. მგზავრებმა მიიწ-მოიწიეს და ახალმოსულები თავის ნაცნობთან დასვეს. ერთმანეთის მოკითხვისა და მცირე საუბრის შემდეგ დაიწყეს ნელი ღიღინი. დავითი მიუჩოჩდა მომღერლებს. დაიწყეს „ხასანბეგურაც“. მათ შორის მოკრიმანჭულე არც ერთი არ იყო და ლ. სალუქვაძემ წვრილი ხმა გააყოლა სიმღერას. დათიკომ ვეღარ მოითმინა და კრიმანჭული “შეაპარა. ერთბაშად გამოცოცხლდა სამუელი და თვალით ანიშნა, აუწიე ხმას, უფრო

გაბედულადაო. დათიკომაც გაბედა. სიმღერა რომ ჩაათავეს სამუელი დავითს მიუბრუნდა. გამოჰკითხა ვინაობა, გაიცნო და უთხრა: „მე სახლში მყავს შენხელა ბიჭი, იგი წყებაა, რუბენ ვასაქე. მას მე სიმღერებს ვასწავლი. შენც მოდი ჩემთან, უფასოდ გასწავლი ყველა სიმღერას, ჩაგაცმევ, დაგახურავ. გაჭმევ, გასმევ და კაცს გამოგიყვანო“. დ, მდინარაძე სიხარულით დაეთანხმა ამას, მაგრამ სახლში რომ ავიდა უბედურება ეწია დ ვეღარ მოუხერხდა მიზნის განხორციელება.

Comments

Popular posts from this blog

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის...

ოზურგეთის ქუჩების სახელდებისთვის

ტოპონიმები გეოგრაფიული ადგილების, ქალაქების, სოფლების, ქუჩების, უბნების დასახელებებია . ტრადიციული ტოპონიმები, რომლებიც ბუნებრივად, ძალდაუტანებლად შეარქვა მათ ხალხმა, ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს. როგორც წესი, ისინი დაკავშირებულნი არიან ხალხის ცხოვრებაში მომხდარ ისტორიულ მოვლენასთან, ამ ხალხის გამოჩენილი ადამიანის სახელის პატივისცემასთან, კონკრეტული ადგილის ნიშანთვისებასთან და სხვ. ამიტომ ტოპონიმების შესწავლა წარმოდგენას გვიქმნის იმ პერიოდის საზოგადოების მიზნებსა და ღირებულებებზე, რომლის დროსაც გაჩნდა ესა თუ ის დასახელება. ამ მხრივ საინტერესოა ოზურგეთის ურბანონიმების ისტორიაც. ამ პატარა ქალაქის ზოგიერთმა ქუჩამ 100 წლის მანძილზე 5-ზე მეტჯერ შეიცვალა დასახელება. ქალაქის საწყისებთან ოზურგეთის, როგორც ქალაქის არსებობა გვიან ფეოდალური ხანიდან დასტურდება. გვიანდელ შუა საუკუნეებში ოზურგეთი გურიის სამთავროს დედაქალაქსა და მნიშვნელოვან სავაჭრო ქალაქს წარმოადგენდა. ამას ადასტურებს ქალაქში აღმოჩენილი ვერცხლის მონეტების განძი. ამ დროს ოზურგეთი პატარა ფეოდალური ტიპის ქ...

გურიის ისტორია რუკებით / Historical Maps of Guria

დ გიიომ დელილის რუკა, 1723 წ. დასავლეთ საქართველო ოსმალეთის იმპერიის გავლენის ქვეშაა. რუკაზე აღნიშნულია გურია და მისი მნიშვნელოვანი პუნქტები: ოზურგეთი, შეკვეთილი, ქობულეთი ოსმალეთი აზიაში, ჰერმან მოლი, 1736 წ. რუკაზე აღნიშნულია „გურიელი“ ვახუშტი ბატონიშვილის რუკა, 1740-იანი წლები, გურია მარცხნივ ქვემოთ, მწვანე ფერით. ამ პერიოდში გურია ცალკე სამთავროა ემანუელ ბოუენის რუკა, 1747 წ. გურიაში ჩანს შეკვეთილი, ქობულეთი, გონიო, ხოფა 1766 წლის რუკა. რუკაზე აღნიშნულია ჯუმათი, საბერიძეო, ბაილეთი, ასკანა, ოზურგეთი, ლიხაური, ალამბარი, აჭი, ხინო, ჩმოულეთი (?), ქაჯეთის ციხე, ბათუმი, ხინო, ერგე უილიამ ფადენი, 1785 წ. ლუი ვივიენ დე სან-მარტინი, 1787 წლის რუკა რიგობერტ ბონი, 1787 წ ჟან-პიერ ბურინიონის რუკა, 1794 წ. გურიის შემადგენლობაში ჩანს ბათუმი, ქობულეთი, შეკვეთილი, გრიგოლეთი. ოზურგეთი. გურიას და ოსმალეთს შორის საზღვარი გონიოზე გადის. კავკასია 1799 წელს. გურია ოსმალეთის იმპერიაშია ნაჩვენები, თუმცა ფორმალურად ის დამოუკიდებელი სამთავროა და მას რ...

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. ( ჯავახიშვილი ი. , ქართველი ერის ისტორია წ I, 1960;  მაკალათია ს.,„სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია“; 1941 ) ჰიდრონიმები : ორაგვისღელე , ოჩორჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ოყვავილა (ქვემო აკეთი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულ...

გურული რევოლუციონერები

ძმები ქადეიშვილები           მიქელგაბრიელის სასოფლო საზოგადოებაში ცხოვრობდნენ ცნობილი რევოლუციონერები ძმები ქადეიშვილები. ალექსანდრე ქადეიშვილის 11 შვილს შორის იყო ხუთი ძმა: ლევარსი, ვლადიმერი, გიორგი, დათა, სიო.     უფროსი ძმა, ლევარსი იყო მუშა ბათუმის როტშილიდს ქარხანაში. მონაწილეობდა 1902 წლის 9 მარტს გამართულ ბათუმის მუშათა მასობრივ გაფიცვაში. 1905 წელს მოკლეს მთავრობის მოსყიდულმა პირებმა. ამას თან დაერთო უმცროსი ძმის ვლადიმერის სიკვდილი.     გიორგი იყო მიქელგაბრიელის საზოგადოების გლეხების რევოლუციური ხელმძღვანელი 1901-1902 წლებში. 1903 წელს ოჯდა ქუთაისის ციხეში. გადაასახლეს არხანგელსის გუბერნიაში, იქედან დაბრუნდა მძიმედ დაავადადებული, გადაიცვალა 1931 წელს.  დათა ქადეიშვილი 1900 წლიდან 20 წლის ასაკში ძმების მეშვეობით ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. 1903-1904 წლებში გლეხებისგან შეადგინა პარტიზანული რაზმები გურიის რევკომის დავალებით. 1905 წლის 1 იანვარს ზედუბნის ეკლესიის წინ აღმართა წითელი დროშა და გამოაკრა პრო...