Skip to main content

აბდულ-აღას ლაშქრობა გურიაში


მესხეთის მფლობელს, აბდულ-აღას შეუყრია თავის მხედრობა, გადმოუტარებია აჭარის მთებზედ და შემოპარულა ს. ასკანაში, რომელიც მდებარეობს აკეთსა და აჭარის მთებს შუა. აქ ვერავინ უნახავს და ამიტომ გამოუშურებია ს. აკეთისკენ. ამ დროს აქ თავდგირიძეთაგანი არავინ არ ყოფილა შინ, სოფლელებს კი, უეცარის შემოსევისაგან თავზარ დაცემულებს, აუღიათ თავიანთი ბარგი-ბარხანა და აქვე მდებარე ტყეში შესულან, რათა თავისი ცოლშვილი და ბარგი გაეხიზნათ და მერმე უშიშრად შებმოდნენ თათრებს. უკანასკნელნი მოსდებიან სოფელს და მთლად აუოხრებიათ; ვინც უნახავთ, ზოგნი მოუკლავთ და ზოგნი ტყვედ წაუყვანიათ. მერმე შესულან ზემოხსენებულს მაცხოვრის ეკლესიაში, მაგრამ საეკლესიო ნივთეულობა არა დახვედრიათ-რა, მხოლოდ აუტეხნიათ შიგ თოფის სროლა და მთლად შეურყევიათ კედლები და გუმბათი. ამ დროს მოვარდნილა საიდგანღაც სარდალი მამუკა (?) თავდგირიძე, მოუგროვებია გაფანტული სოფლელები, მოუწოდებია სხვა ახლო სოფლელებისთვისაც და შეჰბმია თათრებს. ბრძოლის დროს თათრები დამარცხებულან და უკადრებიათ უკან გაქცევა, მაგრამ სოფლელები გამოსდგომიან უკან, დასწევიან წყალწითელას პირზე (ასკანას სამხრეთით ჩაურბის) და შემორტყმიან ყოველსავე მხრით. თავზარდაცემულს აბდულ-აღას მიუტოვებია ჯარი და თავის მემკვიდრე სელიმი, რომელიც თან ჰხლებია, გაუტაცნია შინისკენ, რომ ტყვეობისათვის გადაერჩინა; შემდეგ დაბრუნებულა ჯართან და თითონაც ჩარეულა ბრძოლაში. ერთი ვიღაც ჯარის უფროსი, გვარად ცხოიძე, მოსვლისთანავე კიდევაც გაუკვეთია შუაზე ხმლით, მაგრამ მერე თვითონ გამხდარა მსხვერპლი იესე პატიეიშვილის თოფისა. დანარჩენნი თათართ ჯართაგანი სოფლელებს ზოგი დაუხოციათ და ზოგი ტყვედ წამოუყვანიათ.

ეს ამბავი გალექსილა ხალხის მიერ და ხალხურ სიმღერად გადაქცეულა:

ღმერთმა ყველას გაგითენოს
კალანდა და ბასილობა
თათრებს ღმერთი გასწყრომიათ
წახდენიათ გაზდილობა
კალანდა დილას დაგვეცნენ
არ გვაცალეს სადილობა
მის დღეში ნაქები არი
თავდგირიძეო სარდალი
მისი ბიჭები ლომსა ჰგავს
გზაში დაუხვდნენ ჩამჯდარნი
-ნუ გეშინიათ ბიჭებო
მესხნი არიან წამხდარნი
აწ გიორ ხანი უძახის
ვერ წამიხვალ სელიმ აღა
აბდულ აღა გადმოაგდეს
მისი ჯარი გაილახა
მესხსა თვალები დაუდგა
გზაიც ვეღარ დაინახა
თოფი აღარ გაუვარდათ
ყველამ ტყეში შეინახა
-ნუღარ დაგვხოცთ აკეთლებო
დაგრჩომივართ მესხი გლახა
აწ უნდა ღმერთი ილოცოთ
გამარჯობა თქვენი დარჩა
სელიმ-აღა გაქცეული
მივიდოდა ვით ამქარი
დედა მისი მიეგება
შვილო მითხარი მართალი
-დედა აწი რაღა გითხრა
მე საწყალი მამა მკვდარი
თავსა ძვილაი ვუშველე
იქ დავტოვე მთელი ჯარი
იძახიან ვაი-უსა
ვაი ცოლი ვაი შვილი
ვაი როგორ წაგვემწარა
რაცა ვქენით გურიასა
მათი ხორცი დაეჭამოს
ფარეხსა და მურიასა
დღეის ქეთ დავეთხოვით
გავუგზავნით ჯონიასა


გაზეთი „ივერია“ N195, 13 სექტემბერი, 1891
თედო სახოკია, მოგზაურობანი
ქველი ჩხატარაიშვილი, გურიის სამთავრო

Comments

Popular posts from this blog

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. გვარები ლომჯარია, ჭანტურია, კვირკველია, გაგუა, გოგუა, აფხაზავა და ა. შ. ჰიდრონიმები : ორაგვისღელე, ოჩოჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულებდა ოსმალეთის იმპერიასთან ბრძოლაში და ამით აიხსნება ქალაქის ს

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის გვარ ნაკანიდან. ნაკანი

გურულების შესახებ

იაკობ გოგებაშვილი: გურული მეტად ჩქარია ლაპარაკში, მოძრაობაში, საქმეში, უყვარს პირდაპირობა და სძულს პირმოთნეობა. სწრაფად მოსდის გული, თოფის წამალივით იცის აფეთქება; მაგრამ ჩქარა ისევ მშვიდდება. სიმარჯვით და გულადობით გურულები განთქმულნი არიან. განათლებასაც გატაცებით მისდევენ. თედო ჟორდანია გურიის კუთხე დამივლია ამ ოციოდ წლის წინედ, როდესაც უცხოელების კულტურას ამ ხალხზე შესამჩნევი გამრყვნელი გავლენა არ მოეხდინა. უსწავლელ-უწიგნო გლეხ-კაცებმა გამაკვირვეს მათის დიდებულ სიტყვა-პასუხით, ,,ჯენტლმენობით” – ზრდილობით, ძველებურ ქართულ განათლებით (ბევრმა იცოდა გალობა საუცხოოდ და უფრო მეტმა ძველი სიმღერები – წარმტაცები), ჩვეულებათა სათნიანობით, კულტურით, რომლის ვრცლად აღწერა ითხოვს ახალს გმირებს. მათი ჩონგური ...და ფერხულის დაბმა ხომ გაიტაცებს იმასაც, რომლის სული მიძინებულია და მომკვდარინებული მუდმივ დუხჭირ ქვეყნიურს ზრუნვაში და ვისაც გმირული სული უღვივის გულში, იმას ხომ ცად აიტაცებს. ამ ხალხში ქურდები სულ არ იყო მაშინ – ძველი გურული, როგორც ქართლელ-კახელიც ამას არ იკადრებდა. გურულების

ბახმაროს ტურისტული ბილიკები

აქ წარმოდგენილია ბახმაროს დამსვენებელთა შორის პოპულარული რამდენიმე ტურისტული ბილიკი. ობოლი ქვა Powered by  Wikiloc ზოტიყელი Powered by  Wikiloc Powered by  Wikiloc გადრეკილი, ანუ მზის ამოსავალი Powered by  Wikiloc მზის ჩასავალი Powered by  Wikiloc ვაკიჯვარი - ბახმარო Powered by  Wikiloc ბახმარო - მთისპირი  Powered by  Wikiloc სილამაზის წყარო  Powered by  Wikiloc ფაფარას ჩანჩქერი  Powered by  Wikiloc ბახმარო - გომისმთა  Powered by  Wikiloc Powered by  Wikiloc

რა ვნახოთ გურიაში?

რუკები და მცირე ინფორმაცია მათთვის, ვინც გურიის დათვალიერებას აპირებს მანქანით, ველოსიპედით ან ფეხით ქვის საწნახელი  გონებისკართან ახლოს არის ქვაში ნაკვეთი, ექვსმეტრიანი უძველესი საწნახელი, გონებისკარიდან ერთ კილომეტრში. სოფლის ცენტრიდან ფეხით ასვლა შეიძლება Powered by  Wikiloc ასკანის ციხე საწყისი პუნქტი სოფელი მთისპირი. ციხემდე გზაზე შესაძლებელია მსოფლიოში უნიკალური ბენტონიტური თიხის საბადოს, ასევე ულამაზესი ტბების ნახვა. სოფლის ცენტრიდან ოდნავ მოშორებითაა ინწკირველების ეკლესიის ნანგრევები. ციხეზე მხოლოდ ფეხით შეიძლება ასვლა. Powered by  Wikiloc აკეთი საწყისი პუნქტი ნასაკირალი, ოზურგეთი-ჩოხატაურის გზა. გზაზე არის შესაბამისი ნიშანი. საქვიხიას ჩანჩქერი, ოქონას მონასტრის ნანგრევები, აკეთის წმინდა გიორგის ეკლესია, აკეთის მაცხოვრის ეკლესია Powered by  Wikiloc გურული ოდები საბჭოთა მოზაიკები გურიაში ამავე თემაზე:  ბახმაროს ტურისტული ბილიკები