გურიაში, რომელიც არ გამოირჩეოდა ეკლესიათა არქიტექტურით და სიძველით, ინახებოდა მრავალი უნიკალური და ძვირფასი ხატი. გურიის ხატები ფირზე აღბეჭეს რუსმა ისტორიკოსმა, აკადემიკოსმა ნიკოდიმ კონდაკოვმა 1890 წელს, ასევე დიმიტრი ერმაკოვმა.
ფერისცვალება, მოოქროვილი ვერცხლის ჭედური ხატი, შემოქმედი, კონდაკოვის ფოტო |
ფერისცვალება, მოოქროვილი ვერცხლის ჭედური ხატი, შემოქმედი, ერმაკოვის ფოტო
ხატის ჩარჩო, შემოქმედი |
ხატი შემოქმედიდან |
ღვთისმშობელი, შემოქმედი |
ღვთისმშობელი, შემოქმედი, ხატზე არსებულ წარწერებში იხსენიებოდნენ მამია II გურიელი და მისი მეუღლე თინათინი, ასევე ვახტანგ I გურიელი, მისი მეუღლე თამარ ათაბაგი და ძე ქაიხოსრო I გურიელი. |
წმინდა გიორგის ვერცხლის პერანგიანი ხატი, ლიხაური |
ღვთისმშობელი, ლიხაური, ხატზე არსებული წარწერა იხსენიებდა ქორონიკონს 1352 და კახაბერ I გურიელს, გურიის ერისთავს ლიხაურის ღვთისმშობლის ხატის ზურგი, ერმაკოვის ფოტო |
ღვთისმშობლის კიდევ ერთი ხატი ლიხაურიდან
მაცხოვრის ხატი ლიხაურის ეკლესიიდან
ტრიპტიხი, ჯუმათი |
ჯუმათის ტრიპტიხი, ერმაკოვის ფოტო
მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა ხატი , ჯუმათი.ერმაკოვის ფოტო, ხატის წარწერაში იხსენიებოდნენ მამია II გურიელი და მისი მეუღლე თინათინი. ხატი დაკარგულია
გაბრიელ მთავარანგელოზის ხატი ჯუმათიდან, ხატზე არსებულ წარწერაში იხსენიებოდა იოანე ვარდანის ძე, სვანთა ერისთავი, ასევე გიორგი II დადიანი და მისი შვილები, ვამეყ I დადიანი და კახაბერ I გურიელი
შემოქმედის მაცხოვრის ოქროს ხატი, ხატის წარწერაში იხსენიებოდნენ გიორგი II გურიელი, მისი მეუღლე ელენე და ძე მამია II გურიელი, ასევე შემოქმედელი ეპისკოპოსები
ლიხაურის ღვთისმშობლის ხატის ზურგი, მასზე ნახსენებია გიორგი გურიელი და დედოფალი ელენე
ბზობა, შემოქმედი, მოოქროვილი ვერცხლის ჭედური ხატი
ჯვარცმა, შემოქმედი, მოოქროვილი ვერცხლის ჭედური ხატი
წმინდა იაკობის ოქროს ხატი, XII საუკუნე, ხატის წარწერა იხსენიებდა მარუშიან ვარდანისძეს და მის მეუღლეს, სამძივართა ასულ ხათთას (ხათუთას)
წმინდა იაკობის ხატის ზურგი
წმინდა გიორგის ხატი, შემოქმედი
Comments
Post a Comment