წერილიდან „პასუხი პროტესტანტებს“
ელექტრომბეჭდავი „გუტენბერგი“,
სახ. თავ.-აზნაურობისა
1906
ელექტრომბეჭდავი „გუტენბერგი“,
სახ. თავ.-აზნაურობისა
1906
მოიგონეთ გურიის მოძრაობა. იქ თვითოეულ სოფელს ჰქონდა თავისი პატარა თავისუფლება: აღარც პოლიციელი, აღარც მღვდლის ბატონობა, - აღარც მემამულისა, აღარც მსაჯულისა - ყოველივე გაქრა. სახელმწიფო უარყოფილ იქნა. წარმოიდგინეთ, რომ ამგვარად მოაწყვეს საქმე ყველა სოფლებმა და მერე შეერთდნენ თავისუფლად. ვსთქვათ, რომ ქალაქებშიდაც იგივე მოახდინეს მუშებმა და ასე, ამგვარად მთელ ქვეყანას, ან მარტო ევროპას მოედო ამგვარი წესი ცხოვრებისა. თვთოეული თემი თავის წარმოების სახსართა მიხედვით თავისუფლად აწარმოებს და იმავე დროს შეკავშირებულია სხვა მწარმოებელ თემებთან წარმოებითი კავშირით. მათ შორის მუდმივი დამოკიდებულებაა, მუდმივი ცვლა ნაწარმოებისა, საწარმოო იარაღითა და აგრეთვე აზრთა; მათ შორის ძალ-დამტანებელი არა არის რა, არამედ ბუნებრივ, თავისუფალი და მოთხოვნილებათა მიერ გამოწვეული ათასნაირი ურთიერთობანი, - აიღეთ ამგვარად მოწყობილი საზოგადოება და ეს არის ის, რასაც ჩვენ კომუნიზმს ვუწოდებთ.
გურიაში ხომ აღარ იყო არც პოლიციელი, არც მსაჯული, არც საპყრობილე და წამება ადამიანისა, - შემდეგ, ზემოხსენებულ საზოგადოებაში სრულიად მოსპეს, ძირიანად ამოაგდეს ყველა დაწესებულებანი, რომელნიც გურულებმა უარჰყვეს, - და ეს იქნება ანარქია, ე. ი. ის წესი ცხოვრებისა, როდესაც აღარც პოლიცია, აღარც ჯარი, მსაჯული და ციხე აღარ იქნება. ერთი სიტყვით, - ჩვენი სოციალიზმი - კომუნისტური და ანარქიულია, და ეს არის ჩვენი იდეალი
***
მიხაკო წერეთელი (1878-1965 წწ) იყო ქართველი მეცნიერი და პოლიტიკოსი, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის დოქტორი ასირიოლოგიაში. მოღვაწეობდა ემიგრაციაში.
Comments
Post a Comment