Skip to main content

ნემიროვიჩ-დანჩენკოს მუზეუმი შემოქმედში

ვლადიმერ ნემიროვიჩ-დანჩენკოს სახელობის მუზეუმი შემოქმედში გაიხსნა 1983 წელს და მოქმედებდა 1990 წლამდე. ნემიროვიჩ-დანჩენკო იყო რუსი თეატრალური რეჟისორი, მსახიობი და მწერალი, მოსკოვის სამხატვრო აკადემიური თეატრის (Московский Художественный академический театр, МХАТ) ერთ-ერთი დამფუძნებელი. დაიბადა შემოქმედში 1858 წელს.

ნემიროვიჩ-დანჩენკოს ძეგლისა და სახლ-მუზეუმის გახსნაში მონაწილეობდნენ დანჩენკოს შვილიშვილი ვასილ ნემიროვიჩ-დანჩენკო, სსრკ სახალხო არტისტი ანგელინა სტეპანოვა და რსფსრ სახალხო არტისტი ვლადიმერ ანდრეევი.

აქ არის მუზეუმის გახსნაზე გადაღებული რამდენიმე ფოტო.


ყვავილებით ხელში ანგელინა სტეპანოვა, რუსი მსახიობი (1905-2000), საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი.

სტეპანოვა ჭრის ლენტს. მის უკან ნემიროვიჩ-დანჩენკოს შვილიშვილი ვასილ მიხაილოვიჩ ნემიროვიჩ-დანჩენკო (1940-), კომპოზიტორი. 

ნემიროვიჩ-დანჩენკოს ძეგლი, რომელიც იდგა მუზეუმის ეზოში. უკან ჩანს ის გორაკი, რომელზეც დგას შემოქმედის ეკლესია.

ამ ფოტოზე მარჯვენა ზედა კუთხეში შემოქმედის ეკლესია ჩანს. ეს ფოტო მუზეუმის ადგილმდებარეობის დადგენაში დამეხმარა. როგორც ჩანს, ის მდებარეობდა ხიდიდან მარცხნივ, ეკლესიის საპირისპირო მხარეს, იქ სადაც ახლა დედათა მონასტერია.




სახლი, რომელშიც მუზეუმი განთავსდა, დუმბაძეებს ეკუთვნოდათ. იქ ცხოვრობდა პედაგოგი და პუბლიცისტი დიმიტრი დუმბაძე (1869-1932). მარცხენა კუთხეში ყოფილი მეპატრონეა, რომელმაც სახლი ხელისუფლებას გადასაცა. გადმოცემით, სახლს ჰქონდა გუმბათოვანი სახურავი და ბუხარი, რომელიც ათბობდა ყველა ოთახს.






ვასილი ნემიროვიჩ-დანჩენკო მეუღლესთან ერთად, მარჯვნივ მუზეუმის დირექტორი.




მას შემდეგ, რაც მუზეუმმა ფუნქციონირება შეწყვიტა, მიწა შეისყიდა არქიმანდრიტმა ნიკოლოზმა და 1990 წლიდან ის შემოქმედის წმინდა ნიკოლოზის სახელობის დედათა მონასტერს ეკუთვნის.

Comments

Popular posts from this blog

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის...

შევარდნაძე გურიაში 1981 / Eduard Shevardnadze in Guria, 1981

1981 წელს მახარაძის რაიონს ედუარდ შევარდნაძე ესტუმრა. მან 18 დეკემბერს გახსნა მე-18 არმიის საბრძოლო დიდების მუზეუმი. ამანამდე, სანამ ექვთიმეობა აღინიშნებოდა და ძეგლი გაიხსნებოდა, ლიხაურს ეწვია მაშინდელი საქ. კომპარტიის ცეკას პირველი მდივანი ედუარდ შევარდნაძე, რომელიც 1981 წლის დეკემბერში იყო ჩასული ქალაქ მახარაძეში მე-18 არმიის საბრძოლო დიდების მუზეუმის გასახსნელად. გარდა ლიხაურისა, შევარდნაძე სტუმრობდა ბახვს, სადაც ბახვის მანიფესტის მემორიალი გახსნა. შევარდნაძე ლიხაურში  მარცხნიდან მეორე გენადი კოლბინი - ცეკას მეორე მდივანი, ზურაბ პატარიძე - მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, მიხაკო ორაგველიძე, ედეუარდ შევარდნაძე, სოლიკო ხაბეიშვილი შევარდნაძე მარადიულ ცეცხლთან ლიხაურის ცენტრში შევარდნაძე ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლთან „ბახვის მანიფესტის მემორიალის გახსნა, მარცხნივ ედუარდ შევარდნაძე, მარჯვნიდან მეორე მამია კილაძე -  გაზეთ „ლენინის დროშის“ რედაქტორის მოადგილე, მარჯვნივ ოთარ თენეიშვილი მახარაძის რაიკომის პირველი მდივანი. ბახვი

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. ( ჯავახიშვილი ი. , ქართველი ერის ისტორია წ I, 1960;  მაკალათია ს.,„სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია“; 1941 ) ჰიდრონიმები : ორაგვისღელე , ოჩორჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ოყვავილა (ქვემო აკეთი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულ...

გურულების შესახებ

იაკობ გოგებაშვილი: წინათ, მეთვრამეტე საუკუნეში, გურიას ეჭირა დიდი ადგილი, ბევრად მეტი ახლანდელზედ. ახლანდელი ჩვენი გურია კი შეადგენს მხოლოდ ქუთაისის გუბერნიის ერთ მცირე - ოზურგეთის მაზრას, რომელშიაც მცხოვრებლების რიცხვი არის 100 000. გურული მეტად ჩქარია ლაპარაკში, მოძრაობაში, საქმეში, უყვარს პირდაპირობა და სძულს პირმოთნეობა. სწრაფად მოსდის გული, თოფის წამალივით იცის აფეთქება; მაგრამ ჩქარა ისევ მშვიდდება. სიმარჯვით და გულადობით გურულები განთქმულნი არიან. განათლებასაც გატაცებით მისდევენ. დიმიტრი ყიფიანი: ეს არის უაღრესად მოთაკილე და წყენის ფიცხად ამყოლი ხასიათი გურულებისა... გაისმა ჯერ კვნესა, მერე ყვირილი, შემდეგ ტკაც-ტკუც და აპრიალდა ერთბაშად გურია, ეს პატარა, მშვენიერი მხარე, დასახლებული მართლმადიდებელი, პატიოსანი, მამაცი ხალხით თედო ჟორდანია გურიის კუთხე დამივლია ამ ოციოდ წლის წინედ, როდესაც უცხოელების კულტურას ამ ხალხზე შესამჩნევი გამრყვნელი გავლენა არ მოეხდინა. უსწავლელ-უწიგნო გლეხ-კაცებმა გამაკვირვეს მათის დიდებულ სიტყვა-პასუხით, ,,ჯენტლმენობით” – ზრდილობით, ძველებურ ქა...

გურული ფირალები

ფოტოები ირაკლი მახარაძის წიგნიდან „გურული ფირალები“ კვაჭაძე, ერთ-ერთი პირველი ფირალი ალმასხან ბედინეიშვილის ისტორია ალმასხან ბედინეიშვილი იყო წარმოშობით სურებიდან. მისი ბატონი იყო ზურაბ ერისთავი, გორაბერულის ერისთავების შტოდან. ერისთავი მიაკითხავდა ბედინეიშვილს, როგორც სხვა გლეხებს, წამოწვებოდა მარანში და ითხოვდა მასვით და მაჭამეთო და სამ დღეზე ნაკლებს არ გაჩერდებოდა. უძლებდა ალმასხანი, მაგრამ ერთხელაც ბატონმა ქალები მოინდომა, ამოასხა ალმასხანს, შეუვარდა ერისთავს გორაბერეჟუოულის სასახლეში და მოკლა ლოგინში. ბედინეიშვილმა 60 წელის გაატარა სურების ტყეში ფირალობაში. სიმღერა ფირალ მეხუზლაზე   სიმღერა სისონა დარჩიაზე  სიმღერა სისონა დარჩიაზე ირაკლი კალანდარიშვილი თეოფილე მუხაშავრია და ლავრენტი გობრონიძე ვასილა ლომინაძის ლექსი  ჩვიდმეტი წლის რომ შევიქენ იარაღი შევიყვარე; მაუზერი და ლაგანა  ჯიბანებს ამოვიფარე. სალდათობამ მომიწია  პოლიციას დავემალე დედ-მამას დავემშვიდობე  რუსეთისკენ გავემგზავრე სა...