Skip to main content

გურული ხალხური დღესასწაულები: ლამპრობა, ბოსლობა

ლამპრობა

მირქმისადმი მიძღვნილი ტრადიცია. პირველი თებერვალი ანუ მიგებება საღამო. საღამოსთვის ბაშვები ძალიან ადრიდან ემზადებოდნენ, რომ კარგი ლამპარი ჰქონოდათ. აკეთედნენ ბალის ტყავისგან, ნასხვენიდა, ანწის ღეროსაგან, ჩალისგან და სხვა. კარგად რომ დაბნელდებოდა ოჯახის ყველა წევრი, დიდიან-პატარიანა თითო ლამპარს გამოატანებდა ანთებულს. ამნაირად მთელი არემარე განათდებოდა. ბაავშვები ყიჟინებდნენ ლმაპრობაო, იყო სიცილი ხუმრობა, ლამპრის ლამპარზე დარტყმა, სოფელი სოფელს ეჯიბრებოდა და ოჯახი ოჯახს - ვის კარგი ლამპქრი აქო. ვახშამი იმ ღამე ს განსაკუთრებით კარგი კეთდებოდა. მეორე დღეს - კიდევ კარგი სადილი. ყველა ეკლესიაში მივიდოდა და იქაც წინა ღამის ლამპრის შესახებ ლაპარაკობდნენ. ძველი კაცები გაზაფხულის მაგიერ გალამპრობას ხმარობდნენ - გალამპრობაზე ძროხა წველას იზამსო და სხვა ასეთები. ლამპარს კიდევ უძახოდნენ ჟინჟღლს და ფაკლას. ჟინჟღლივით ლოყები აქო, ფაკლასავით იენთოვო, ხმარობდნენ ასე ლაპარაკში

აპოლონ წულაძე

ბოსლობა

გურიაში ბევრ ადგილს იციან ბოსლობა. ჩემის ფიქრით, სიტყვა ბოსლობა ბოსელიდან წარმოდგება. მაგრამ ამ სიტყვას კი ვერ აძლევენ პირ-და-პირ მნიშვნელობას. ეხლა აღვწერ, თუ რა წესით ასრულებენ ბოსლობას.

უძღები კვირის წინ ღამით, შაბათს საღამოს გაახურებენ გურულ ქვის დიდ კეცს, დააკრავენ ზედ ჭადს, ჩაურთავენ შიგ ღორის მუცელზედ ანაღებ ქონს კეც-კეცად, ქონზედ გადაწეპებულ მჭადის ცომს დააჭრელებენ ჭიქისა, ანუ მასრის პირით და სამ ბოძალი ჩხირით; დაარტყამენ ზედ სტაქნის პირს და სხვას იმდენ იტყვიან: წმინდაო „ბოსოლე“ მოგვეცი ამდენი ხარი, ამდენი ძროხა და სხვანი. . . .ამასთან გამოცხობენ ჯვარად გამოსახულ მჭადს, ვახშმის წინ ერთ ვაჟს შეუშვებენ საქონლის ბაგაში, რომელსაც მისცემენ მჭადის ჯვარს ხელში. ოჯახის უფროსი ჰკითხავს:

- ბოსლე შინ ბრძანედები?
- შინ გახლავართ. მიუგებს ბავშვი
- რას მიკეთებ?
- რაც გულითა გსურს.
- მაინც რასა?
- შენთვის მყავს: ასი სული ხარი, ასი ძროხა, ასი ცხენი, ასი ცხვარი, ასი თხა, ასი - დედალ ასი მამალ და ასი მისი მოჩხოროზი! ასე ამრიგად გაამეორებინებენ სამჯერ. ბავშვს წინდა წინ დაარიგებენ, ასე მოგვიგე კითხვაზედო და, თუ კიდევ შეეშალა იქვე გაუსწორებენ. შემდეგ ბავშვი გადაატეხს ხარს კისერზედ მჭადის ჯვარსა. ქალი კი ნიგვზის კაკლებს და ღომისას ჩაყრის ბაგაში. იმ ხარს, რომელსაც მჭადის ჯვარს გადაატეხენ კისერზედ, ორივე რქებზედ სანთლებს აუნთებენ. შემდეგ ქონიან მჭადზე დაანთებენ სანთელს, და შემდეგ ლოცვისა არხეინად შეექცევიან. დილას ბავშვებს ჩიტიც ვერ მოასწრებსთ, რომ კაკლები ამოხიკონ ბაგაში, თუმცა ბევრი შეურაცხყოფილიც დარჩება.

Comments

Popular posts from this blog

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის...

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. ( ჯავახიშვილი ი. , ქართველი ერის ისტორია წ I, 1960;  მაკალათია ს.,„სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია“; 1941 ) ჰიდრონიმები : ორაგვისღელე , ოჩორჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ოყვავილა (ქვემო აკეთი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულ...

გურულების შესახებ

იაკობ გოგებაშვილი: წინათ, მეთვრამეტე საუკუნეში, გურიას ეჭირა დიდი ადგილი, ბევრად მეტი ახლანდელზედ. ახლანდელი ჩვენი გურია კი შეადგენს მხოლოდ ქუთაისის გუბერნიის ერთ მცირე - ოზურგეთის მაზრას, რომელშიაც მცხოვრებლების რიცხვი არის 100 000. გურული მეტად ჩქარია ლაპარაკში, მოძრაობაში, საქმეში, უყვარს პირდაპირობა და სძულს პირმოთნეობა. სწრაფად მოსდის გული, თოფის წამალივით იცის აფეთქება; მაგრამ ჩქარა ისევ მშვიდდება. სიმარჯვით და გულადობით გურულები განთქმულნი არიან. განათლებასაც გატაცებით მისდევენ. დიმიტრი ყიფიანი: ეს არის უაღრესად მოთაკილე და წყენის ფიცხად ამყოლი ხასიათი გურულებისა... გაისმა ჯერ კვნესა, მერე ყვირილი, შემდეგ ტკაც-ტკუც და აპრიალდა ერთბაშად გურია, ეს პატარა, მშვენიერი მხარე, დასახლებული მართლმადიდებელი, პატიოსანი, მამაცი ხალხით თედო ჟორდანია გურიის კუთხე დამივლია ამ ოციოდ წლის წინედ, როდესაც უცხოელების კულტურას ამ ხალხზე შესამჩნევი გამრყვნელი გავლენა არ მოეხდინა. უსწავლელ-უწიგნო გლეხ-კაცებმა გამაკვირვეს მათის დიდებულ სიტყვა-პასუხით, ,,ჯენტლმენობით” – ზრდილობით, ძველებურ ქა...

რკინიგზა ოზურგეთში

ნატანები - ოზურგეთის რკინიგზა 1883 წელს გურიის ტერიტორიაზე გაიარა თბილისი-ბათუმის რკინიგზამ. გურიაში გაკეთდა სადგურები: საჯავახო, ნიგოითი, ლანჩხუთი, ჯუმათის, სუფსა, ნატანები (ურატაძე, 1968) .  1890-იანი წლებიდან საჭირ-ბოროტო საქმე გახდა ნატანებიდან ოზურგეთამდე მგზავრობის მოწესრიგება. ქალაქის უახლოესი რკინიგზის სადგური ნატანები იყო. იქიდან ან იქამდე მგზავრს ეტლით ან დილიჟანსით უნდა ემგზავრა. თბილისი-ბათუმის რკინიგზის მშენებლობამდე პროექტის თავდაპირველი ვარიანტით რკინიგზა ოზურგეთთან ახლოს, 4-5 კმ.-ზე გაივლიდა, მაგრამ საბოლოოდ 20 კმ-ით შორს გაიარა. ოზურგეთში რკინიგზის შეყვანისთვის შრომობდა ოზურგეთის საქალაქო თვითმმართველობა, რომელიც 1896 წელს შემოიღეს და რომელმაც შესაბამისი პროექტი იმპერატორს წარუდგინა. ამ დროს ქალაქის თავი იყო ვინმე თავდგირიძე. პროექტით ოზურგეთი რკინიგზით ნატანებს დაუკავშირდებოდა. რკინიგზა ქალაქიდან 4-5 კმ დაშორებით გაივლიდა. ნატანებიდან რკინიგზა უნდა გაგრძელებულიყო შეკვეთილამდე და ზღვამდე. გაფართოებუიყო შეკვეთილის პორტი და რკინიგზა დაკავშირებოდა მას. პროექტი...

ძველი პრესა გურიის შესახებ

1868 დროება N10, 8 მარტი ცნობა ოზურგეთში გამართული წარმოდგენის შესახებ 1875 წელი დროება N34, 21 მარტი დღიური      ჩვენ შევიტყეთ, რომ თ. ანტონ ნაკაშიძის მეცადინეობით, ამ მოკლე ხანში გურიაში შვიდი სასოფლო შკოლა გახსნილა; თითო მასწავლებელს სამას-სამას მანეთს აძლევენ წელიწადშიო. ამასთანავე გვწერენ, რომ თ. ანტ. ნაკაშიძეს ამ სასარგებლო მოქმედებისათვის უფ. ქუთაისის გუბერნატორისაგან მადლობა მიუღია. კი არის სწორეთ მადლობის ღირსი, და არა მარტო ადმინისტრაციის მხრით      გურიიდამვე გვწერენ, რომ აქ სასოფლო ბანკებზე ბევრი ლაპარაკი არისო; მაგრამ კაცი არ ამოჩნდა, რომელმაც ამ საქმეში მოთაობა იკისროს და დაიწყოსო      იქიდამვე გვატყობინებენ, რომ ოზურგეთის ქალაქის ფული სადღაც გაჰქრა, კაცმა არ იცისო დროების კორესპონდენცია ოზურგეთი, მარტის 12-ს      დროების მეოცდა ექვსე ნომრის „დღიურში“ გამოცხადებული ორიოდე ამბავი, გურიის სასოფლო შკოლებზე, მაიძულებს უფრო დაწვრილებით მოგწეროთ ამ საგანზე.      გურიაში ყველა სასოფლო შკოლებზედ და მე ვგონე...