Skip to main content

ტროლეიბუსი ოზურგეთში

ტროლეიბუსის იდეა 1880 წელს ვილჰელმ ფონ სიმენსმა ინგლისურ ჟურნალში აღწერა, ხოლო 1882 წლის 29 აპრილს მისმა ძმამ, ვერნერ ფონ სიმენსმა ბერლინში განახორციელა. თუმცა საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახეობად ტროლეიბუსი მხოლოდ XX საუკუნის დასაწყისიდან იქცა.

საქართველოს სსრ საბჭოთა კავშირში ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ რესპუბლიკად ელექტროტრანსპორტის მხრივ. საქართველოს 12 ქალაქში მოძრაობდა ტროლეიბუსი, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. შედარებისათვის, სომხეთში ტროლეიბუსი იყო 2 ქალაქში, აზერბაიჯანში - 5 ქალაქში, ბელორუსიაში - 7 ქალაქში.

ოზურგეთში ტროლეიბუსის ხაზის მოწყობის იდეა 1960-იანი წლებიდან გაჩნდა. გასაყვანად მუშაობა 1978 წლიდან დაიწყო. გაფართოვდა 1905 წლის ქუჩა 3-4 მეტრით, ამისთვის დაიხურა სანიაღვრე არხები ქუჩის გასწვრივ. მოეწყო ბაზალტის ბორდიურები. დაიდგა განათების ახალი ბოძები, რომლებიც გამოყენებული იქნა ტროლეიბუსების ხაზისთვის. არსებობდა იდეა, რომ ამ ქუჩის ყველა ჭიშკარი ყოფილიყო სტანდარტული, სიმეტრიული მარტივი კონსტრუქციის, მაგრამ ეს იდეა არ განხორციელებულა.

1980 წლის 27 ნოემბერს გაიხსნა პირველი ხაზი გმირთა მოედანი - საკონსერვო ქარხანა. სატროლეიბუსო მიმოსვლა მოიცავდა სუბურბანული ზონის სოფლებს:  ბოხვაურსა და დვაბზუს. საბჭოთა პერიოდში მახარაძეში მოძრაობდა ტროლეიბუსის სამი ხაზი:

N1 დვაბზუს - 1905 წლის ქუჩა - ორჯონიკიძის ქუჩა - მარქსის ქუჩა - ლენინის ქუჩა - ერისთავის ქუჩა - სტახანოვის ქუჩა - რაისაავადმყოფო - გურიის გამზირი - გმირთა მოედანი - 1905 წლის ქუჩა - დვაბზუ

N 2 სოფელ მახარაძე - ლენინის ქუჩა - ერისთავის ქუჩა - სტახანოვის ქუჩა - რაისაავადმყოფო - გურიის გამზირი - გმირთა მოდანი - ორჯონიკიძის ქუჩა - რკინიგზის სადგური სადგური - მარქსის ქუჩა - ლენინის ქუჩა - სოფელ მახარაძე

N3 სოფელ მახარაძე - ლენინის ქუჩა - მარქსის ქუჩა - რკინიგზის სადგური - ორჯონიკიძის ქუჩა - სტალინის ქუჩა - დვაბზუ - და უკან

შემდეგ მარშრუტები შეიცვალა და ასეთი სახე მიიღო:

№ 1 — სოფელ დვაბზუდან რაიცენტრალურ საავადმყოფომდე და უკან.
№ 2 — ბაზრიდან სოფელ ლიხაურის საზღვრამდე და უკან.
№ 3 — რკინიგზის სადგურიდან სოფელ ოზურგეთის ცენტრამდე და უკან
№ 4 — წრიული მარშრუტი ქალაქის ცენტრში.

თავდაპირველად ექსპლუატაციაში იყო რუსული ЗиУ-9 და ჩეხოსლოვაკიური Škoda 14Tr მოდელის ტროლეიბუსები. ოზურგეთის ტროლეიბუსის სისტემამ თავისი განვითარების პიკს 1990 წელს მიაღწია, როცა 4 მარშრუტზე ექსპლუატაციაში იყო 22 ტროლეიბუსი. ტროლეიბუსის დეპო იყო ბოლო გაჩერებაზე დვაბზუში, სადაც იყო ტექდათვალიერების ორმო, მწყობრიდან გამოსული მოძრავი შემადგენლობის სადგომი და ინსტრუმენტებისა და ნაწილების შესანახი სათავსო.


ტროლეიბუსი ოზურგეთში









1992-1993 წლებში ტროლეიბუსის მოძრაობა შეწყდა და 1994 წელს კვლავ განახლდა, თუმცა მხოლოდ № 1 და № 4 მარშრუტებზე. მარაგნაწილების არქონის გამო მოძრავი შემადგენლობის რიცხვმა მკვეთრად იკლო, უფრო ცუდ მდგომარეობაში მყოფი ტროლეიბუსები ჩამოწერეს და მათი ნაწილები სხვა ტროლეიბუსებისთვის გამოიყენეს. 2000 წელს ოზურგეთმა ორი ტროლეიბუსი გადასცა ფოთს, ერთი ჩეხური, ერთი საბჭოთა. 2003 წელს კი ოზურგეთმა ფოთისგან იყიდა 1 ტროლეიბუსი Škoda 9Tr. 2005 წელს ოზურგეთს გადმოეცა ფოთის ტროლეიბუსები, რადგან იქ ტროლეიბუსის სისტემა გაუქმდა.

სატროლეიბუსო მიმოსვლა ოზურგეთში 2006 წლის ივნისში შეწყდა, მოძრავი შემადგენლობა ჯართად გაიყიდა. მოსახლეობა უკმაყოფილო იყო იაფი ტრანსპორტის გაუქმებით. ამჟამად ტროლეიბუსის ნაკვალევი მხოლოდ დვაბზუსა და ლიხაურშია შემორჩენილი, მოსაბრუნებელი მარყუჟების ადგილზე.

დღეს ოზურგეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტი აუცილებლობას წარმოადგენს. ტროლეიბუსების მიმოსვლის აღდგენა შესაძლებელიცაა, სასურველიც და ხელმისაწვდომიც. ტროლეიბუსმა ქალაქის ცენტრიდან სამი მიმართულებით - ანასეული, დვაბზუ და სოფელ ოზურგეთი - უნდა იმოძრაოს.

უკრაინა, ბოგდანის ტიპის ტროლეიბუსი
შესაძლოა ვინმესთვის ტროლეიბუსი ასოცირდებოდეს ნელ, გაუბედურებულ და ბიგელჩამოვარდნილ საშინელ ტრანსპორტთან, მაგრამ სინამდვილეში ტროლეიბუსი არის ეკოლოგიურად სუფთა და იაფი ტრანსპორტი, რომელიც გამართულად მუშაობს ძალიან ბევრ ქალაქში.

ლიონი, საფრანგეთი
მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის სავარაუდო მიმართულებები ოზურგეთში:



Comments

  1. საინტერესო იდეაა: ეკოლოგიური, ეკონომიური და იაფი ტრანსპორტი, თანაც უხმაურო. ინფრასტრუქტურის აღდგენას (სატრანსპორტო საშუალების შეძენის ჩათვლით) ფინანსები და ძალისხმევა დასჭირდება; თუმცა თუ გაანგარიშება დადებით ეფექტს აჩვენებს, მაშინ შეიძლება ფიქრი ამ პროექტზე. შესაძლებელია მეორე ალტერნატივის, ელექტრო ავტობუსების განხილვაც - გააჩნია რომელი უფრო მომგებიანი იქნება. ფაქტია, რომ იაფი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ოზურგეთს და მახლობელ ზონებს აუცილებლად სჭირდება, ეს მოსახლეობისთვის დიდი შეღავათი იქნება. ვფიქრობ, ამას დადებითი ეფექტი ექნება ეკონომიკური აქტივობის ამაღლების კუთხითაც.

    ReplyDelete
    Replies
    1. ფიქრი არათუ შეიძლება, არამედ აუცილებელია. რათქმაუნდა, ალტერნატივების ელექტროავტობუსის, ასევე ტრამვაის,განხილვა შესაძლებელია

      Delete

Post a Comment

Popular posts from this blog

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის გვარ ნაკანიდან. ნაკანი

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. გვარები ლომჯარია, ჭანტურია, კვირკველია, გაგუა, გოგუა, აფხაზავა და ა. შ. ჰიდრონიმები : ორაგვისღელე, ოჩოჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულებდა ოსმალეთის იმპერიასთან ბრძოლაში და ამით აიხსნება ქალაქის ს

გურულების შესახებ

იაკობ გოგებაშვილი: გურული მეტად ჩქარია ლაპარაკში, მოძრაობაში, საქმეში, უყვარს პირდაპირობა და სძულს პირმოთნეობა. სწრაფად მოსდის გული, თოფის წამალივით იცის აფეთქება; მაგრამ ჩქარა ისევ მშვიდდება. სიმარჯვით და გულადობით გურულები განთქმულნი არიან. განათლებასაც გატაცებით მისდევენ. თედო ჟორდანია გურიის კუთხე დამივლია ამ ოციოდ წლის წინედ, როდესაც უცხოელების კულტურას ამ ხალხზე შესამჩნევი გამრყვნელი გავლენა არ მოეხდინა. უსწავლელ-უწიგნო გლეხ-კაცებმა გამაკვირვეს მათის დიდებულ სიტყვა-პასუხით, ,,ჯენტლმენობით” – ზრდილობით, ძველებურ ქართულ განათლებით (ბევრმა იცოდა გალობა საუცხოოდ და უფრო მეტმა ძველი სიმღერები – წარმტაცები), ჩვეულებათა სათნიანობით, კულტურით, რომლის ვრცლად აღწერა ითხოვს ახალს გმირებს. მათი ჩონგური ...და ფერხულის დაბმა ხომ გაიტაცებს იმასაც, რომლის სული მიძინებულია და მომკვდარინებული მუდმივ დუხჭირ ქვეყნიურს ზრუნვაში და ვისაც გმირული სული უღვივის გულში, იმას ხომ ცად აიტაცებს. ამ ხალხში ქურდები სულ არ იყო მაშინ – ძველი გურული, როგორც ქართლელ-კახელიც ამას არ იკადრებდა. გურულების

გურული ფირალები

ფფოტოები და ციტატები ირაკლი მახარაძის წიგნიდან „გურული ფირალები“ „არ არის არცერთი განათლებული ერი, რომ თავის განვითარებაში ყაჩაღობა არ გაევლოს“   გაზეთი „ივერია“ კვაჭაძე, ერთ-ერთი პირველი ფირალი ალმასხან ბედინეიშვილის ისტორია ალმასხან ბედინეიშვილი იყო წარმოშობით სურებიდან. მისი ბატონი იყო ზურაბ ერისთავი, გორაბერულის ერისთავების შტოდან. ერისთავი მიაკითხავდა ბედინეიშვილს, როგორც სხვა გლეხებს, წამოწვებოდა მარანში და ითხოვდა მასვით და მაჭამეთო და სამ დღეზე ნაკლებს არ გაჩერდებოდა. უძლებდა ალმასხანი, მაგრამ ერთხელაც ბატონმა ქალები მოინდომა, ამოასხა ალმასხანს, შეუვარდა ერისთავს გორაბერეჟუოულის სასახლეში და მოკლა ლოგინში. ბედინეიშვილმა 60 წელის გაატარა სურების ტყეში ფირალობაში. სიმღერა ფირალ მეხუზლაზე   სიმღერა სისონა დარჩიაზე ნიკოლოზ მეხუზლა (მარცხნივ) და სისონა დარჩია (მარჯვნივ)  სიმღერა სისონა დარჩიაზე „იცით, ვინ არიან ეს ფირალები? ცოლშვილიანი კაცები, რომლებიც გუშინ მშვიდი მიწის მუშა იყვნენ, სახელმწიფო ბეგარას იხდიდნენ და თავის მოძმეებ

ოზურგეთის ქუჩების სახელდებისთვის

ოზურგეთის ქუჩების უმრავლეობას სახელწოდებები 90-იანი წლების დასაწყისში შეეცვალა. სტალინი - რუსთაველი ცხაკაია - ფარნავაზ მეფე ლენინი - კოსტავა აბაშიძე - თაყაიშვილი 1905 - აღმაშენებელი გასაბჭოებამდე ოზურგეთში ბევრი ქუჩა არ იყო. იმ პერიოდში ქუჩების სახელდება ნაწილობრივ მათი მიმართულებების მიხედვით, ხოლო ნაწილობრივ ამ ქუჩაზე მდებარე დაწესებულების მიხედვით ხორციელდებოდა. ერთი მხრივ ლიხაურის ქუჩა, ქუთაისის ქუჩა, ბაილეთის ქუჩა, ნატანების ქუჩა. ხოლო მეორე მხრივ პროგიმნაზიის ქუჩა, ბაღის ქუჩა, ფოსტის ქუჩა, სობოროს ქუჩა, პოლიციის ქუჩა. საბჭოთა პერიოდში ქუჩებისთვის სახელების მინიჭება ასე ხდებოდა: (ნაწყვეტი 1955 წლის 23 მარტის „ლენინის დროშიდან“ N 35, გვ. 4 ): ამიერიდან, მდინარე ბჟუჟის ხიდიდან ანასეულამდე მიმავალ ქუჩას ეწოდება ნ. ა. ბულგანინის სახელი.  ექადიის ვ. ჩკალოვის სახელობის კოლმეურნეობის გვერდით მდებარე ქუჩას ეწოდა ვ. ჩკალოვის სახელი. მის შესახვევებს და ჩიხს ჩკალოვის სახელობის 1-2-3 შესახვევები და ჩიხი. ანასეულის ინტიტუტებისა და ფაბრიკის ტერიტორიიდან მარცხნივ მიმავალ ქუჩას