Skip to main content

მახარაძის რაიონის კოლმეურნეობები

საქართველოში კოლექტივიზაციისთვის მზადება საბჭოთა ხელისუფლებამ 1927-1928 წლებში დაიწყო. 1929-30 წლებში განხორციელდა ადმინისტრაციული რეფორმა, რომლის შედეგადაც მაზრები რაიონებად დაიყო, ხოლო სასოფლო საზოგადოებები სასოფლო საბჭოებად. ახალი ადმინისტრაციული მოწყობა სხვა საკითხებთან ერთად კოლექტივიზაციის ხელშეწყობისთვის განხორციელდა. მიუხედავად სერიოზული წინააღმდეგობისა, ხელისუფლებამ 1932 წელს დაასრულა სოფლების კოლექტივიზაცია. სოფლებში ჩამოყალიბდა კოლმეურნოებები.

დროთა განმავლობაში კოლმეურნეობებმა გარდა სამეურნეოსი, ადმინისტრაციული და მმართველობითი ფუნქციებიც შეიძინა. ფორმალურად სოფელში ადგილობრივ ხელისუფლებას სახალხო დეპუტატთა სასოფლო საბჭო და აღმასკომი ახორციელებდნენ, რეალურად კი კოლმეურნეობის გამგეობა. კოლმეურნეობის თავმჯდომარე მეტი გავლენით და პატივისცემით სარგებლობდა, ვიდრე სასოფლო საბჭოს, ან აღმასკომის თავმჯდომარე.

კოლმეურნეობაში გაწევრიანებულ გლეხებს 2500 კვადრატული მეტრი მიწა და მინიმალური რაოდენობის პირუტყვის და ფრინველის ქონის უფლება ჰქონდათ მემკვიდრეობით გადაცემის უფლებით. კოლმეურნეობა იდეაში გლეხთა, მათი მიწისა და რესურსების კოლექტიურ გაერთიანებას წარმოადგენდა. კოლმეურნეობაში შრომის ანაზღაურება გაწეული სამუშაოს მიხედვით ხდებოდა, განსხვავებით საბჭოთა მეურნეობისგან, რომელიც პირდაპირ სახელმწიფო გამგებლობის ქვეშ იყო და სადაც ანაზღაურება ფიქსირებული ხელფასით ხდებოდა.

1930 წელს ოზურგეთის რაიონში შეიქმნა 73 კოლმეურნეობა. 1951-1954 წლებში არსებობდა 30 კოლმეურნეობა, 1954-1977 წლებში არსებობდა 36 კოლმეურნეობა. 1978 წლიდან დარჩა 24 კოლმეურნეობა. 70-80-იან წლებში კოლმეურნეობებმა ზენიტს მიაღწიეს. მახარაძის რაიონში რამდენიმე მდიდარი კოლმეურნეობა იყო, რომლის საბანკო ანგარიშზე წლიურად მილიონი საბჭოთა მანეთი ირიცხებოდა: ნატანები, შრომა, ჯუმათი, მელექედური.

ყველა კოლმეურნეობის დარგი მეჩაიეობა იყო. დასავლეთის ზონის (შრომა-ნატანები, მერია-თხინვალი, კონჭკათი) კოლმეურნეობები ასევე მეციტრუსეობას მისდევდნენ. რამდენიმე კოლმეურნეობა ასევე მეცხოველეობითაც იყო დაკავებული

მახარაძის რაიონის კომეურნეობები იყო:
  1. ნატანების ბერიას სახელობის კოლმეურნეობა. 1953 წლიდან ეწოდა ლენინის სახელი. დარგი მეჩაიეობა, მეციტრუსეობა. (ჩაი 335 ჰა, ციტრუსი 115 ჰა)
  2. შრომის ორჯონიკიძის სახელობის კოლმეურნეობა. დარგი მეჩაიეობა, მეციტრუსეობა (ჩაი 296 ჰა, ციტრუსი 123 ჰა)
  3. კონჭკათის ჩარკვიანის სახელობის კოლმეურნეობა. დარგი მეჩაიეობა, მეციტრუსეობა (ჩაი 112 ჰა, ციტრუსი 31 ჰა)
  4. მერიის კიროვის სახელობის კოლმეურნეობა. 1951 წელს მას შეუერთდა ხვარბეთის, 1977 წელს კი ნაღობილევის კოლმეურნეობები და ეწოდა ლესელიძის სახელი. 1983 წელს დაუბრუნდა კიროვის სახელი, 1984 წლიდან კი კვლავ ლესელიძის სახელი მიენიჭა. დარგი მეჩაიეობა, მეციტრუსეობა, მეცხოველეობა. (ჩაი 290 ჰა, ციტრუსი 55 ჰა)
  5. ნაღობილევის ტელმანის სახელობის კოლმეურნეობა. 1977 წელს შეუერთდა მერიის კოლმეურნეობას
  6. ხვარბეთის მოლოტოვის სახელობის კოლმეურნეობა, 1951 წელს შეუერთდა მერიის კოლმეურნეობას
  7. გურიანთის მახარაძის სახელობის კოლმეურნეობა. დარგი მეჩაიეობა, მეციტრუსეობა (ჩაი 270 ჰა, ციტრუსი 35 ჰა)
  8. განახლების ბუდიონის სახელობის კოლმეურნეობა. 1958 ეწოდა კოლმეურნეობა „უკრაინა“, 1977 წლიდან კი ბაილეთის კოლმეურნეობა „უკრაინა“. დარგი  მეჩაიეობა, მეციტრუსეობა (ჩაი 164 ჰა, ციტრუსი 13 ჰა)
  9. ჯუმათის სტალინის სახელობის კოლმეურნეობა. დარგი მეჩაიეობა, მეციტრუსეობა (ჩაი 259 ჰა, ციტრუსი 56 ჰა)
  10. სილაურის ჩარკვიანის სახელობის კოლმეურნეობა. 1955 წელს ეწოდა გენიჩესკის სახელი. დარგი მეჩაიეობა, მეციტრუსეობა (ჩაი 125 ჰა, ციტრუსი 21 ჰა)
  11. ძიმითის ვოროშილოვის სახელობის კოლმეურნეობა. 1958 წლიდან „ახალგაზრდა კომუნისტი“. დარგი მეჩაიეობა, მეციტრუსეობა (ჩაი 281 ჰა, ციტრუსი 43 ჰა)
  12. ნაგომრის მოლოტოვის სახელობის კოლმეურნეობა. 1957 წელს ეწოდა „საქართველო“. დარგი მეჩაიეობა. (ჩაი 278 ჰა, ციტრუსი 4 ჰა)
  13. მელექედურის ბერიას სახელობის კოლმეურნეობა. 1950-იანებიდან ეწოდა სტალინის სახელი. დარგი მეჩაიეობა, მეცხოველეობა (ჩაი 200 ჰა, ციტრუსი 8 ჰა)
  14. მახარაძის კოლმეურნეობა „ჩვენი გზა“, 1955 წლიდან კოლმეურნეობა „გზა კომუნიზმისკენ“. 1979 წლიდან გაერთინდა ექადიის კოლმეურნეობასთან ერთად და გახდა კონსტიტუციის სახელობის. 1983 წლიდან კვლავ კოლმეურნეობა „გზა კომუნიზმისკენ“. დარგი მეჩაიეობა, მეცხოველეობა (ჩაი 387 ჰა, ციტრუსი 9 ჰა)
  15. მაკვანეთის კალინინის სახელობის კოლმეურნეობა. 1951-79 წლებში მიერთებული ჰქონდა ექადიის კოლმეურნეობა. დარგი მეჩაიეობა, მეციტრუსეობა (ჩაი 158 ჰა, ციტრუსი 23 ჰა)
  16. ლიხაურის ლენინის სახელობის კოლმეურნეობა. 1937 წელს გამოეყო ჭანიეთის კოლმეურნეობა.  1951 წელს მას შეუერთდა ნიაბაურის კოლმეურნეობა. დარგი მეჩაიეობა, მეციტრუსეობა. (ჩაი 274 ჰა, ციტრუსი 25 ჰა)
  17. ნიაბაურის დიმიტროვის სახელობის კოლმეურნეობა. 1951 წელს შეუერთდა ლიხაურის კოლმეურნეობას.
  18. ბოხვაურის კოლმეურნეობა „ჩვენი გზა“. 1951 წელს მას შეუერთდა ჭალის კოლმეურნეობა და ეწოდა ჩხუბნიაშვილის სახელი, 1955 წელს ბუდიონის, 1957 წელს გორკის. დარგი მეჩაიეობა (ჩაი 128 ჰა)
  19. ჭალის ჩაპაევის სახელობის კოლმეურნეობა. 1951 წელს შეუერთდა ბოხვაურის კოლმეურნეობას.
  20. შემოქმედის მახარაძის სახელობის კოლმეურნეობა. 1951 წელს მას შეუერთა გომის კოლმეურნეობა დარგი მეჩაიეობა (ჩაი 271 ჰა, ციტრუსი 4,5 ჰა)
  21. გომის წითელი ოქტომბრის კოლმეურნეობა. 1951 წელს შეუერთდა შემოქმედის კოლმეურნეობას
  22. წითელმთის წითელი შრომის სახელობის კოლმეურნეობა. 1956 წელს ეწოდა კალანდარიშვილის სახელი. 1977 წელს შუერთდა შემოქმედის კოლმეურნეობას.
  23. დვაბზუს ჩარკვიანის სახელობის კოლმეურნეობა. 1951 წელს მას შეუერთდა გაღმა დვაბზუს კოლმეურნეობა, რომელიც შემდეგ გამოეყო და 1979 წელს საბოლოოდ შეუერთდა. 1955 წელს ეწოდა ჟდანოვის სახელი. დარგი მეჩაიეობა (ჩაი 238 ჰა, ციტრუსი 8 ჰა)
  24. გაღმა დვაბზუს ჟდანოვის სახელობის კოლმეურნეობა. 1951 წელს შეუერთდა დვაბზუს კოლმეურნეობას. შემდეგ კვლავ გამოეყო და 1977 წელს საბოლოოდ შეუერთდა. დარგი მეჩაიეობა
  25. ცხემლისხიდის ანდრეევის სახელობის კოლმეურნეობა. 1951 წელს მას შეუერთდა ბაღდადის კოლმეურნეობა, რომელიც შემდეგ კვლავ გამოეყო და საბოლოოდ 1979 წელს შეუერთდა. 1958 წელს ეწოდა ცხაკაიას სახელი. დარგი მეჩაიეობა (ჩაი 219 ჰა, ციტრუსი 1 ჰა)
  26. ბაღდადის ბულგანინის სახელობის კოლმეურნეობა. 1951 წელს შეუერთდა ცხემლისხიდის კოლმეურნეობას. შემდეგ კვლავ გამოეყო და ეწოდა ნინოშვილის სახელი. 1977 წელს საბოლოოდ შეუერთდა ცხემლისხიდის კოლმეურნეობას. დარგი მეჩაიეობა, სუბტროპიკული კულტურები, ტუნგი
  27. ვაკიჯვრის ხრუშჩოვის სახელობის კოლმეურნეობა. 1979 ეწოდა „ლენინური კომკავშირი. დარგი მეჩაიეობა (ჩაი 229 ჰა, ციტრუსი 6 ჰა)
  28. ფამფალეთის პირველი მაისის სახელობის კოლმეურნეობა. გაუქმდა 1951 წელს, აღდგა 1959 წელს. კვლავ გაუქმდა და ვაკიჯვარს შეუერთდა 1977 წელს.
  29. ასკანის ვოროშილოვის სახელობის კოლმეურნეობა. 1951 წელს მას შეუერთდა მზიანის კოლმეურნეობა. 1958 წელს ეწოდა ძნელაძის სახელი. დარგი მეჩაიეობა (ჩაი 296 ჰა)
  30. მზიანის გაზეთ კომუნისტის სახელობის კოლმეურნეობა. 1951 წელს შეუერთდა ასკანის კოლმეურნეობას
  31. მთისპირის მალენკოვის სახელობის კოლმეურნეობა. 1951 წელს მას შეუერთდა ვანისქედის კოლმეურნეობა. დარგი მეჩაიეობა (ჩაი 183 ჰა)
  32. ვანისქედის პაპანინის სახელობის კოლმეურნეობა. 1951 წელს შეუერთა მთისპირის კოლმეურნეობას
  33. ბახვის მარქსის სახელობის კოლმეურნეობა. დარგი მეჩაიეობა (ჩაი 407 ჰა)
  34. ქვედა ბახვის ენგელსის სახელობის კოლმეურნეობა. 1977 წელს შეუერთდა ბახვის კოლმეურნეობას.
  35. მშვიდობაურის კაგანოვიჩის სახელობის კოლმეურნეობა. 1977 წელს შეუერთდა ბახვის კოლმეურნეობას
  36. ექადიის გარეუბნის კოლმეურნეობა. შემდეგ ეწოდა ჩკალოვის სახელი. 1951 წელს შეუერთდა მკავანეთის კოლმეურნეობას. 1977  შეუერთდა მახარაძის კოლმეურნეობას
  37. ზვანის ორჯონიკიძის სახელობის კოლმეურნეობა გაუქმდა 1977 წელს.
  38. ლაშეს კოლმეურნეობა 1977 წელს შეუერთდა მახარაძის კოლმეურნეობა
  39. თხინვალის ჩაქუჩ-ნამგალის სახელობის კოლმეურნეობა შეიქმნა 1935 წელს. 1955 წლიდან ეწოდა ლესელიძის სახელი. დარგი მეჩაიეობა, მეციტრუსეობა (ჩაი 116 ჰა, ციტრუსი 36 ჰა)
  40. ჭანიეთის ბაქრაძის სახელობის კოლმეურნეობა შეიქმნა 1937 წელს, გამოეყო ლიხაურის კოლმეურნეობას. 1955 წელს ეწოდა რუსთაველს სახელი. (ჩაი 153 ჰა, ციტრუსი 29 ჰა)
1932 წელს კოლმეურნეობების საერთო ფულადი შემოსავალი იყო 374 751 მანეთი, 1940 წელს - 28 095 992 მანეთი, 1970 წელს - 29 093 000 მანეთი, 1975 წელს - 37 031 000 მანეთი, ხოლო 1977 წელს - 44 368 000 მანეთი.

კომეურნეობებს ჰქონდათ 5894 ჰა ჩაის, 1075 ჰა ციტრუსების, 515 ჰა ტუნგის პლანტაციები და 5100 ჰა ერთწლიანი კულტურების სათესად.

გარდა ამისა, არსებობდა საბჭოთა მეურნეობები. მეურნეობების შექმნა დაიწყო 1929-32 წლებში.
  1. ლაითურის კიროვის სახელობის მეჩაიეობის საბჭოთა მეურნეობა. 1949 წელს მას გამოეყო ნარუჯის მეურნეობა
  2. ურეკის ლიმონ-მანდარინის მეურნეობა შეიქმნა 1929-30 წლებში
  3. ნარუჯის საბჭოთა მეურნეობა 1949 წელს გამოეყო ლაითურის მეურნეობას და ჩამოყალიბდა ცალკე  
  4. ქვედა ნასაკირალის მეჩაიეობის საბჭოთა მეურნეობა 1929 წელს დაარსდა სოფელ მელექედურის შემადგენლობაში. 1961 წელს მას შეუერთდა ბახვის ჩხავერის მეურნეობა. 1976 წელს გამოეყო მელექედურს ადმინისტრაციულად
  5. ნატანების საბჭოთა მეურნეობა  - დაარსდა 1929 წელს
  6. ბახვის ჩხავერის მეურნეობა - მოქმედებდა 1934-61 წლებში. 1961 წელს შეუერთდა ნასაკირალის ჩაის მეურნეობას.
1979 წლისთვის საბჭოთა მეურნეობების მიწის ფართობი შეადგენდა 3454 ჰას, აქედან ჩაის პლანტაციები 2152 ჰა, ციტრუსები 467, ტუნგი 90, ვენახი - 52, სხვა კულტურები - 215.

Popular posts from this blog

ბახვის მანიფესტი

1905 წლის დასაწყისში გურიაში ძალაუფლება რეალურად რევოლუციური კომიტეტის  ხელში იყო, რომელსაც შეეძლო საჭიროების შემთხვევაში 15 000 შეიარაღებული პირის, „წითელაზმელების“ გამოყვანა. კავკასიის მეფისნაცვალმა მიიღო გარკვეული ადმინისტრაციული ზომები ხელისუფლების ორგანოების კონტროლის აღსადგენად. ოზურგეთის მაზრა (ანუ გურია), რომელიც ქუთაისის გუბერნიის ნაწილი იყო, ჩამოაცილა გუბერნიას. კინტრიშის ოლქი (დღევანდელი ქობულეთის რაიონი), რომელიც ბათუმის ოკრუგის ნაწილი იყო, ჩამოაცილა ბათუმის ოკრუგს, გააერთიანა ეს ერთეულები და მათ ტერიტორიაზე გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა. გურიაში გაიგზავნა 10 000 კაციანი სადამსჯელო რაზმი გენერალ ალიხანოვ-ავარსკის მეთაურობით. სადასმჯელო რამზს ახლდა მთავარმმართებლობის საბჭოს წევრი სულთან კრიმ-გირეი. კრიმ-გრეი ცნობილი იყო ლიბერალური შეხედულებებით, ამიტომ  მთავარმართებლობამ გადაწყვიტა, რომ სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე ის გლეხობასთან მოსალაპარაკებლად გაეშვათ. კრიმ-გირეის მისია იყო გლეხობის დაშოშმინება და იმის გაგება, თუ რას მოითხოვდნენ ისინი მთავრობისგან  1905

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის გვარ ნაკანიდან. ნაკანი

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. გვარები ლომჯარია, ჭანტურია, კვირკველია, გაგუა, გოგუა, აფხაზავა და ა. შ. ჰიდრონიმები : ორაგვისღელე, ოჩოჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულებდა ოსმალეთის იმპერიასთან ბრძოლაში და ამით აიხსნება ქალაქის ს

თუშური ლექსი

თუშური ლექსი, გამოთქმული 1854 წელს ყირიმის ომის დროს, ნიგოითის ბრძოლაში მონაწილე თუშების შესახებ. დაიბეჭდა კრებულში „ძველი საქართველო“, ტ. II. არამ დამძრახოთ, ბიჭებო, სიტყვანი გითხრათ ძმურია. ვაჟო, სადა ვართ? ა;ვანთან დიდათ შორს არის გურია. მომწყურდა ღვინო კახური, დიაცთ ნამცხვარი პურია... და თქვენცა ბძანეთ, მოძმენო, უმცროსს დაუგდეთ ყურია. ძმაო, შენც გახსოვს წითელი სიყმაწვილური ზნეობა; მოდით, აქ შევიკრიფენოთ, გვმართებს საქმისა რჩეობა; ბიჭობით ყველან მჯობიხართ, გიცდიათ ლეკთა მტერობა. სახელი დაგვრჩეს გურიას,  თუშებმა ქნესა მხნეობა. ომის დრო არის ვჟკაცნო, ცხენთა დავაკრათ ნალია; ადექით, დავემზადენოთ, ყველამ დავჩარხოთ ხმალია; ვინც უკან დარჩეს ამხანაგთ, იყოს ახმატის ქალია, და მოკვდეს, ქვაზე დავწეროთ: „სიცოცხლითაე მხდალია“! ვაჟო, რას ამბობ, მეწყინა, დიაცთ წესია რიდება, ქალის ლეჩაქი დახვუროთ, ვისც არ უნდ, ომი სწყინდება... კაცი გავგზავნოთ სარდალთან: ბიჭებს აქ ყოფნა სწყინდება,  თუ არ გვაჩხუბებ თათართან,  თუშნი აქ რაღად გინდება?! ვინცა გავგზავნეთ, მოვიდა: სარდალმა გაიცინაო: ებძანა: „დილით ივანე ჯა

გურულების შესახებ

იაკობ გოგებაშვილი: წინათ, მეთვრამეტე საუკუნეში, გურიას ეჭირა დიდი ადგილი, ბევრად მეტი ახლანდელზედ. ახლანდელი ჩვენი გურია კი შეადგენს მხოლოდ ქუთაისის გუბერნიის ერთ მცირე - ოზურგეთის მაზრას, რომელშიაც მცხოვრებლების რიცხვი არის 100 000. გურული მეტად ჩქარია ლაპარაკში, მოძრაობაში, საქმეში, უყვარს პირდაპირობა და სძულს პირმოთნეობა. სწრაფად მოსდის გული, თოფის წამალივით იცის აფეთქება; მაგრამ ჩქარა ისევ მშვიდდება. სიმარჯვით და გულადობით გურულები განთქმულნი არიან. განათლებასაც გატაცებით მისდევენ. დიმიტრი ყიფიანი: ეს არის უაღრესად მოთაკილე და წყენის ფიცხად ამყოლი ხასიათი გურულებისა... გაისმა ჯერ კვნესა, მერე ყვირილი, შემდეგ ტკაც-ტკუც და აპრიალდა ერთბაშად გურია, ეს პატარა, მშვენიერი მხარე, დასახლებული მართლმადიდებელი, პატიოსანი, მამაცი ხალხით თედო ჟორდანია გურიის კუთხე დამივლია ამ ოციოდ წლის წინედ, როდესაც უცხოელების კულტურას ამ ხალხზე შესამჩნევი გამრყვნელი გავლენა არ მოეხდინა. უსწავლელ-უწიგნო გლეხ-კაცებმა გამაკვირვეს მათის დიდებულ სიტყვა-პასუხით, ,,ჯენტლმენობით” – ზრდილობით, ძველებურ ქა