Skip to main content

პირველმაისობა გურიაში

პირველი მაისი პირველად გურიაში 1892 წელს აღნიშნეს, მაშინ როცა თბილისში პირველად 1899 წელს აღინიშნა მცირე მასშტაბით და ქალაქგარეთ, ხოლო 1901 წელს - მიტინგით ქალაქის მოედანზე, რომელსაც, სხვათა შორის, სოციალ-დემოკრატიული გაზეთ „კვალის“ რედაქციის გაჩხრეკვა და ნოე ჟორდანიას ერთწლიანი დაპატიმრება მოჰყვა.

სოციალ-დემოკრატიული იდეებით გატაცებული გურულებისთვის 1 მაისი მნიშვნელოვანი თარიღი იყო და მას შეძლებისდაგვარად აღნიშნავდნენ 1904 წლამდე. ცნობილია, რომ პირველი მაისი 1904 წელსაც აღნიშნეს ქალაქ ოზურგეთის ბაზარსა და მაზრის სხვადასხვა სოფლებში.

1906 წელს, 1905 წლის რევოლუციის დამარცხების და გურიაში აჯანყების სასტიკი ჩახშობის შემდეგაც კი არ შეშინებიათ გურულებს 1 მაისის აღნიშვნა. ერთი ასეთი ფაქტია ცნობილი სოფელ ბაილეთში საპირველმაისო მიტინგის გამართვისა.

მონაწილის, მიზარბერ გობრონიძის ცნობით (მაისობა გურიაში, ლენინის დროშა N 35, გვ 1, 1937 წ.სოფელ  ნაურმევში ნოე დარჩიას ქუხნაში შეიკრიბნენ: სევასტი შავიშვილი, ხალამპრე ხავთასი, ბესარიონ რუსიძე, ილარიონ ქილიფთარი, სამსონ გოგუაძე, სამსონ დარჩია, ლიდერი ისიდორე ჩხარტიშვილი. მიტინგში ჯუმათის, სილაურის და ახალსოფლის გლეხობას უნდა მიეღო მონაწილეობა.

ისიდორე ჩხარტიშვილი და კალისტატე დარჩია

1906 წლის 1 მაისს, 10 საათზე, ბაილეთში, გურიელის სასახლესთან, კახამბალის ქვეშ დაიწყეს თავის მოყრა გლეხებმა., ბურთაობა უნდა გამართულიყო. ოზურგეთისკენ მიმავალ გზაზე მზვერავად იყო გაგზავნილი პორფილე დობორჯგინიძე. 12 საათზე ემარკოზ ჩხარტიშვილმა ააფრიალა წითელი დროშა და გახსნა მიტინგი. სიტყვები წარმოთქვეს ისიდორე ჩხარტიშვილმა და  დათიკო კილაძემ.

ამასობაში მოვიდა ცნობა ოზურგეთიდან მომავალი ჟანდარმების შესახებ. მიტინგი დაიშალა, დაიწყეს ცეკვაობა, ბურთაობა, ლელოს თამაში. მოვიდა 8 ჟანდარმი, ვერაფერი შეამჩნიეს, დახვდათ მხოლოდ მობურთალი და მოცეკვავე ხალხი, прямо прелесть-ო განაცხადეს და წავიდნენ.

ეს არ იყო ერთადერთი ფაქტი: იმავე დღეს ეკალდიდის ტყეში ჩატარდა არალეგალური პირველმაისობა, სადაც სამასამდე კაცმა მიიღო მონაწილეობა და ა.შ. 


მასალები გაზეთ „ლენინის დროშის“ არქივიდან

Comments

  1. სურათზე გამოსახული 1905 წლის გამოსვლების მონაწილე ისიდორე ჩხარტიშვილი არის მარჯვნივ ულვაშა მამაკაცი და არა მარცხნივ გამოსახული პიროვნება.ისიდორე ივაკის ძე ჩხარტიშვილი და მასთან ერთად მებრძოლი კალისტატე ილარიონის ძე დარჩია განისვენებენ ჯუმათის/ნაურმევი-ძირჯუმათის/სასაფლაოზე.საფლავს შესაბამისი წარწერაც აქვს,,მოკლული იქნენ 1907 წელს მეფის ოხრანკის მიერ,,.მათი შთამომავლები დღესაც ცხოვრობენ ძირჯუმათში,მონასტერთან ახლოს.

    ReplyDelete
    Replies
    1. მადლობა ინფორმაციისთვის

      Delete

Post a Comment

Popular posts from this blog

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. გვარები ლომჯარია, ჭანტურია, კვირკველია, გაგუა, გოგუა, აფხაზავა და ა. შ. ჰიდრონიმები : ორაგვისღელე, ოჩოჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულებდა ოსმალეთის იმპერიასთან ბრძოლაში და ამით აიხსნება ქალაქის ს

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის გვარ ნაკანიდან. ნაკანი

გურიის გერბები

გგურიის გერბების აღწერილობა აღებულია ამ ნაშრომიდან გურიის სამთავროს გერბი გურიის სამთავროს გერბის გამოსახულება ვახუშტი ბატონიშვილმა შემოგვინახა. მკრთალ ვარდისფერ ფონზე გამოსახულია ირემი თავზე შარავანდედმოსილი ვარსკვლავითურთ. ირემი, ისევე როგორც სხვა ლომი, ხარი, ცხვარი, ირემი, ტახი, ღორი და სხვა უძველესი საკულტო ე. ი. ტოტემური ცხოველია. ტოტემური ცხოველების მრავალფეროვანი გამოსახულებანი საქართველოს პრაქტიკულად მთელ ტერიტორიაზე არის დადასტურებული როგორც მატერიალური კულტურის ძეგლებზე, ისევე თქმულება გადმოცემებში თუ ხალხურ ზეიმებში ან დღესასწაულებში. გურიის სამთავროს გერბი  (რუსეთის იმპერიის მფარველობაში) გურიის სამთავროს კიდევ ერთი გერბი დაცულია სახელმწიფო მუზეუმში.  ოქროსველიან ფრანგულ ფარში გამოსახულია ლათინური ჯვრით დაბოლოებული მარცხნივ ჩაწეული სვეტი, მის ძირში კი წინა თათებით მახვილის მპყრობელი მწოლიარე ლეოპარდი; ფარი სამთავრო გვირგვინით დამშვენებული პავილიონით არის შემკული.  გერბი მოქმედებდა XIX საუკუნის დასაწყისში, გურიის სამთავროს რუსეთის იმპერიის მფარველობაში არსებობის დროს, სამთავ

გურულების შესახებ

იაკობ გოგებაშვილი: გურული მეტად ჩქარია ლაპარაკში, მოძრაობაში, საქმეში, უყვარს პირდაპირობა და სძულს პირმოთნეობა. სწრაფად მოსდის გული, თოფის წამალივით იცის აფეთქება; მაგრამ ჩქარა ისევ მშვიდდება. სიმარჯვით და გულადობით გურულები განთქმულნი არიან. განათლებასაც გატაცებით მისდევენ. თედო ჟორდანია გურიის კუთხე დამივლია ამ ოციოდ წლის წინედ, როდესაც უცხოელების კულტურას ამ ხალხზე შესამჩნევი გამრყვნელი გავლენა არ მოეხდინა. უსწავლელ-უწიგნო გლეხ-კაცებმა გამაკვირვეს მათის დიდებულ სიტყვა-პასუხით, ,,ჯენტლმენობით” – ზრდილობით, ძველებურ ქართულ განათლებით (ბევრმა იცოდა გალობა საუცხოოდ და უფრო მეტმა ძველი სიმღერები – წარმტაცები), ჩვეულებათა სათნიანობით, კულტურით, რომლის ვრცლად აღწერა ითხოვს ახალს გმირებს. მათი ჩონგური ...და ფერხულის დაბმა ხომ გაიტაცებს იმასაც, რომლის სული მიძინებულია და მომკვდარინებული მუდმივ დუხჭირ ქვეყნიურს ზრუნვაში და ვისაც გმირული სული უღვივის გულში, იმას ხომ ცად აიტაცებს. ამ ხალხში ქურდები სულ არ იყო მაშინ – ძველი გურული, როგორც ქართლელ-კახელიც ამას არ იკადრებდა. გურულების

ბახმაროს ტურისტული ბილიკები

აქ წარმოდგენილია ბახმაროს დამსვენებელთა შორის პოპულარული რამდენიმე ტურისტული ბილიკი. ობოლი ქვა Powered by  Wikiloc ზოტიყელი Powered by  Wikiloc Powered by  Wikiloc გადრეკილი, ანუ მზის ამოსავალი Powered by  Wikiloc მზის ჩასავალი Powered by  Wikiloc ვაკიჯვარი - ბახმარო Powered by  Wikiloc ბახმარო - მთისპირი  Powered by  Wikiloc სილამაზის წყარო  Powered by  Wikiloc ფაფარას ჩანჩქერი  Powered by  Wikiloc ბახმარო - გომისმთა  Powered by  Wikiloc Powered by  Wikiloc