Skip to main content

გურიის რესპუბლიკის დამცველები

ნასაკირალის ბრძოლაში დამარცხების შემდეგ  ოზურგეთის გარნიზონმა უკანდახევისას მთლიანად გადაწვა სოფელი დვაბზუ. მეფისნაცვლმა ვორონცოვმა გურიაში გაგზავნა ალიხანოვის დამსჯელი რაზმი, რომელსაც დაავალა სადგურ ნატანებიდან დაწყებული შვიდ ვერსზე ყოველმხრივ ოზურგეთამდე და შემდეგ ოზურგეთის ზემოთაც სოფლები მოესპოთ, სახლები გადაეწვათ და მოსახლეობა დაეპატიმრებინათ.

ალიხანოვმა სადგურ სამტრედიას შემდეგ წინ წასვლა ვერ შეძლო, რადგან გურულების აჯანყებას ბევრი მხარდამჭერი აღმოაჩნდა გურიის გარეთაც.

ინტელექტუალური ელიტა

იმავეს ითხოვდა ქართველ ინტელექტუალთა დეპუტაცია, დეპუტაციაში შედიოდნენ გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი გიორგი, გუბერნიის თავად-აზნაურთა  წინამძღოლის მოადგილე ჯამბაკურ-ორბელიანი, ექვთიმე თაყაიშვილი და სხვები. დეპუტაცია 29 ოქტომბერს შეხვდა კავკასიის ნამესტნიკის თანაშემწეებს, გენერალ მალამასა და სულთან კრიმ-გირეის. მოგვიანებით კი თავად ნამესტნიკ ვორონცოვ-დაშკოვს.

ექვთიმე თაყაიშვილი იგონებს:

1905 წლის მანიფესტის გამოცხადების წინ, როგორც ცნობილია, გურიის საქმე დიდად გართულდა. მეფისნაცვალმა ვორონცოვ-დაშკოვმა ალიხანოვის ჯარი გაგზავნა გურიის დასასჯელად. ეგ რომ ჩვენ შევიტყეთ, თავზარი დაგვეცა, რადგანაც გურიას განადგურება ელოდა. შეიკრიბა მთელი ინტელოგენცია, ყველა პარტიების წარმომადგენლები, სამღვდელოება და გადაწყვიტეს დეპუტაცია გაეგზავნათ ვორონცოვთან და ეთხოვნათ მისთვის, რომ დამსჯელი რაზმი უკან დაებრუნებია. დეპუტატები ამოირჩიეს ილიას მეთაურობით, რომელსაც ვორონცოვი უნდა დაერწმუნებია, რომ გურია დამშვიდდება და აღარავითარ წინააღმდეგობას არ გაუწევს მთავრობას. წავიდა ილია დეპუტაციით. დიდი მოლაპარაკებების და თხოვნის შემდეგ დაითანხმეს ვოროცოვი. მან ალიხანოვი სამტრედიიდან დააბრუნა უკან. მაგრამ ამის შემდეგ არ გასულა ერთი თვე, რომ გურული რევოლუციონერები ნასაკირალზე თავს დაესხნენ ერთ როტა რუსის ჯარს და სანახევროდ ამოსწყვიტეს. მთავრობამ ახლა უფრო გაძლიერებული ჯარით გაგზავნა ალიხანოვი, რომელსაც გრიაზნოვის კარნახით ასეთი ინსტრუქცია მისცეს: სადგურ ნატანებიდან დაწყებული შვიდ ვერსზე ყოველმხრივ ოზურგეთამდის და შემდეგ ოზურგეთის ზემოთაც მთელი სოფლები მოესპოთ, სახლები გადაებუგათ და მცხოვრებნი დაეპატიმრებინათ.

ქართველი ინტელიგენტები ხელმეორედ შევიკრიბეთ დავით სარაჯიშვილის ბინაზე... შეიქმნა ბაასი, თუ რა ზომა მიგვეღო... რომ გურია დაღუპვას გადაგვერჩინა. სხვა საშუალება არაფერი იყო, ხელმეორედ უნდა გაგვეგზავნა დეპუტაცია და გვეთხოვა დაბრუნება ალიხანოვის დამსჯელი რაზმისა...

მიგვიღო ვორონცოვმა თავის კაბინეტში. ვორონცოვი ყურადღებით უსმენდა ყველას... ბოლოს მან პასუხად გვითხრა: მე ახლა ჯარის დაბრუნება უკან აღარ შემიძლია, ეს ყოვლად შეუძლებელია იმ ამბავის მერე, რაც გურიაში მოხდა.

ამ პასუხის შემდეგ ნებართვის გამოუთხოვნელად მე დავიწყე ლაპარაკი. მინდოდა, ასე თუ ისე პასუხი გამეცა მისი გადაწყვეტილების გამო.

ჩემს სიტყვაზე ვორონცოვი ცოტა ხნით გაჩუმდა და გამოგვიცხადა: „დავფიქრდები და შემდეგ გაცნობებთ“... არ გასულა ერთი საათი და გვაცნობეს, რომ ვორონცოვი თანახმაა გურიაში გაგზავნოს დეპუტაცია. ილიას გაუკვირდა და გვითხრა: „ეს დიდი, დიდი მიღწევაა, მე არ მოველოდი ამას“. 

...შემდეგ ჩემთან მოვიდა მეფისნაცვლის მდივანი პეტერსონი და მითხრა: „თქვენ დიდი შთაბეჭდილება მოახდინეთ ვორონცოვზე. დიდი ყოყმანის შემდეგ დაგეთანხმათ და მისი მხრით მეორე დეპუტატად თქვენ აგირჩიათ.“

მოვემზადენით და ორ დღეში გურიაში უნდა წავსულიყავით, მაგრამ მოულოდნელად მოვიდა ქუთაისის გუბერნატორი სტაროსელსკი, ის წარუდგა მაშინვე ვორონცოვს და მოახსენა, რომ ოზურგეთში ყველაფერი მოაგვარა, ხალხი დაამშვიდა, ინცინდენტი მოხდა მაზრის უფროსის უტაქტობით, არავითარი დეპუტაცია არ არის საჭიროო.
(ექვთიმე თაყაიშვილი „რჩეული ნაშრომები“, ტ. 1, თბილისი, 1968 წ.)


გურიაში მიმდინარე მოძრაობას გულშემატკივრობდნენ სხვადასხვა პოლიტიკური იდეოლოგიისა და მრწამსის ადამიანები: ანარქისტები, ბოლშევიკები, მენშევიკები, ნაციონალისტები, სოციალ-ფედერალისტები და სხვ.  ლენინის გაზეთი Вперёд წერდა:

„გურიის გლეხთა მოძრაობა იშვიათი მოვლენაა მსოფლიო ისტორიაში. ეს გლეხთა ჩვეულებრივი აჯანყება კი არ არის, არამედ სავსებით შეგნებული პოლიტიკური მოძრაობაა, რომელიც მთლიანად ემხრობა მთელი რუსეთის პროლეტარიატის შეგნებულ მოძრაობას.“


გურიის მოძრაობას  დადებითად აფასებდა ქართველი მეცნიერი მიხაკო წერეთელი, რომელიც წერილში „პასუხი პროტესტანტებს“ შეეხო გურიის მოვლენებს.

იაკობ გოგებაშვილი წერდა:

ჩვენ ყველანი ყელამდინ ვალში ვართ გურულების წინაშე, მათ პირველებმა გაიღვიძეს, აირჩიეს განმათავისუფლებელი გზა, შეიმუშავეს ნამდვილი დემოკრატიული პროგრამა და ამ სამაგალითო პროგრამის განხორციელებას შეუდგნენ სამაგალითო მხნეობით, იშვიათის გამბედაობით, საარაკო ვაჟკაცობით

გურულებით მოხიბლურლი იყო ლევ ტოლსტოი

Утром был от Накашидзе милый человек Кипиани, который рассказал чудеса о том, что делается на Кавказе: в Гурии, Имеретии, Менгрелии, Кахетии. Народ решил быть свободным от правительства и устроиться самому. Душан записал. Надо будет изложить. Это — великое дело

ჩემი ფიქრით ძალიან დიდმნიშვნელოვანია და უნდა გავაცნოთ ხალხს ის დიდი ამბავი, რომელიც გურიაში ხდება: თუმცა ვიცი, რომ გურულებმა არ იციან, რომ მე ვარსებობ ქვეყანაზე, მაგრამ მაინც ძალიან მსურს გადავცე მათ ის გრძნობები და აზრები, რომლებიც ჩემში გამოიწვია მათმა სოციალურმა მოღვაწეობამ, თუ ამას საჭიროდ დაინახავთ გადაეცით იმათ, რომ მარტო მე კი არა მრავალი ხალხი შეხარის მათ და მზად არიან რითაც შესაძლებელია და საჭიროა ყოველგვარად დაეხმარონ მათ, რომ ჩვენ ყველანი დარწმუნებული ვართ, რაკი ასეთი დიდი საქმე დაიწყეს და ბევრი რამ გააკეთეს ამ საქმისათვის ისინი ხელს არ აიღებენ ამ განზრახვაზე და ამ გზას გაჰყვებიან

გამოსვლები სხვა რაიონებში

ნაძალადევის რაიონში გაიმართა 3000 კაციანი მიტინგი, რომელმაც მიიღო განცხადება:

რადგან გურიის მოძრაობა თავისი ხასიათით და მიზნით არაფრით არ განსხვავდება რუსეთის დანარჩენი დემოკრატიის განმათავისუფლებელი მოძრაობისგან. სახალხო მიტინგი პროტესტს აცხადებს მთავრობის იმ აგრესიული პოლიტიკისაგან, რასაც ის ხმარობს გურიის წინააღმდეგ...თუ ვინიცობაა მთავრობა მაინც გადაწყვეტს გურიის განადგურებას, სახალხო მიტინგი აცხადებს, რომ ყველანი დღეს აქ შეკრებული მიიღებენ ყოველგვარ ზომებს მთავრობის საწინააღმდეგოდ

მოეთხოვოს მთავრობას გაიწვიოს ჯარები გურიიდან და მოხსნას სამხედრო წესები და თუ ეს მოთხოვნა არ იქნება შესრულებული, ხელი მოვკიდოთ იარაღს მთელ მხარეში“
მეფისნაცვალი ვორონცოვ-დაშკოვი ინახულა თელავის და სიღნაღის მაზრების მრავალრიცხოვანმა დელეგაციამ და მოსთხოვა ჯარის უკან გაწვევა გურიიდან.

ზუგდიდის მაზრის გლეხობამ განაცხადა: 

ნურავინ იფიქრებს, ჩვენ ფეხის ამყოლნი ვიყოთ, მაგრამ გურიის ამბებს სულითა და გულით თანაუგრძნობთ, რაც გურულებმა თქვენს, ის ჩვენი, მეგრელების კი არა, მთელი საქართველოს და რუსეთის გლეხობის გაჭირვებაცაა და სულ ერთია გურულებს რომ არ დაეწყოთ, ჩვენ დავიწყებდით

ბაქოს კომიტეტის განცხადებაში კი ეწერა:

ჩვენ მტკიცედ გვაწამს, რომ გურიის დამარცხება რეაქციის ზეიმი იქნება, მისი გამარჯვება კი რუსეთის განმათავისუფლებელი მოძრაობის გამარჯვება, ამიტომ მიტინგი თანაგრძნობას უცხადებს გურიის გლეხობას, სალამს უძღვნის რსდმპ, რომლის ხელმძღვანელობითაც გაჩაღდა რევოლუცური მოძრაობა გურიაში

საზოგადოებრივი ინიციატივები


ოზურგეთში დაარსდა კომიტეტი, რომელის აგროვებდა შემოწირულობებს დამწვარ-აოხრებულ გურულთა ოჯახებისთვის. კომიტეტი შეწირულობებს იღებდა მთელი საქართველოდან. კომიტეტის წევრები იყვნენ: ერმილე ნაკაშიძე, რაისა სოლომონის ასული თოხაძე, სოფიო ალექსანდრეს ასული თუმანიშვილი, ეკატერინე ყარამანის ასული მამულაიშვილი, ნინო ნაკაშიძე, ილია პეტრეს ძე ნაკაშიძე, გიორგი კონსტანტინეს ძე ჭოღოშვილი.

შეწირულობებისა და შემწირველების შესახებ ინფორმაციებს და მოწოდებებს აქვეყნებდბებ გაზეთები „ივერია“ და „ცნობის ფურცელი“. ქართველ მომღერალ-მემუსიკეთა ამხანაგობა მართავდა საქველმოქმედო ქართულ ოპერას გურულთა დასახმარებლად. ფულის შემწირველები იყვნენ მოქალაქეები, წვრილი მოვაჭრეები, მღვდელიც კი. მაგალითად ტფილისის ფეხზე მოვაჭრეებმა 15 მანეთი შესწირეს კომიტეტს. თავად გაზეთ „ცნობის ფურცლის“ რედაქციას 1905 წლის 1 ნოემბრისთვის უკვე 1861 მანეთი და 79 კაპიკი ჰქონდა შეგროვებული.


Comments

Popular posts from this blog

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. გვარები ლომჯარია, ჭანტურია, კვირკველია, გაგუა, გოგუა, აფხაზავა და ა. შ. ჰიდრონიმები : ორაგვისღელე, ოჩოჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულებდა ოსმალეთის იმპერიასთან ბრძოლაში და ამით აიხსნება ქალაქის ს

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის გვარ ნაკანიდან. ნაკანი

გურულების შესახებ

იაკობ გოგებაშვილი: გურული მეტად ჩქარია ლაპარაკში, მოძრაობაში, საქმეში, უყვარს პირდაპირობა და სძულს პირმოთნეობა. სწრაფად მოსდის გული, თოფის წამალივით იცის აფეთქება; მაგრამ ჩქარა ისევ მშვიდდება. სიმარჯვით და გულადობით გურულები განთქმულნი არიან. განათლებასაც გატაცებით მისდევენ. თედო ჟორდანია გურიის კუთხე დამივლია ამ ოციოდ წლის წინედ, როდესაც უცხოელების კულტურას ამ ხალხზე შესამჩნევი გამრყვნელი გავლენა არ მოეხდინა. უსწავლელ-უწიგნო გლეხ-კაცებმა გამაკვირვეს მათის დიდებულ სიტყვა-პასუხით, ,,ჯენტლმენობით” – ზრდილობით, ძველებურ ქართულ განათლებით (ბევრმა იცოდა გალობა საუცხოოდ და უფრო მეტმა ძველი სიმღერები – წარმტაცები), ჩვეულებათა სათნიანობით, კულტურით, რომლის ვრცლად აღწერა ითხოვს ახალს გმირებს. მათი ჩონგური ...და ფერხულის დაბმა ხომ გაიტაცებს იმასაც, რომლის სული მიძინებულია და მომკვდარინებული მუდმივ დუხჭირ ქვეყნიურს ზრუნვაში და ვისაც გმირული სული უღვივის გულში, იმას ხომ ცად აიტაცებს. ამ ხალხში ქურდები სულ არ იყო მაშინ – ძველი გურული, როგორც ქართლელ-კახელიც ამას არ იკადრებდა. გურულების

ბახმაროს ტურისტული ბილიკები

აქ წარმოდგენილია ბახმაროს დამსვენებელთა შორის პოპულარული რამდენიმე ტურისტული ბილიკი. ობოლი ქვა Powered by  Wikiloc ზოტიყელი Powered by  Wikiloc Powered by  Wikiloc გადრეკილი, ანუ მზის ამოსავალი Powered by  Wikiloc მზის ჩასავალი Powered by  Wikiloc ვაკიჯვარი - ბახმარო Powered by  Wikiloc ბახმარო - მთისპირი  Powered by  Wikiloc სილამაზის წყარო  Powered by  Wikiloc ფაფარას ჩანჩქერი  Powered by  Wikiloc ბახმარო - გომისმთა  Powered by  Wikiloc Powered by  Wikiloc

გურიის გერბები

გგურიის გერბების აღწერილობა აღებულია ამ ნაშრომიდან გურიის სამთავროს გერბი გურიის სამთავროს გერბის გამოსახულება ვახუშტი ბატონიშვილმა შემოგვინახა. მკრთალ ვარდისფერ ფონზე გამოსახულია ირემი თავზე შარავანდედმოსილი ვარსკვლავითურთ. ირემი, ისევე როგორც სხვა ლომი, ხარი, ცხვარი, ირემი, ტახი, ღორი და სხვა უძველესი საკულტო ე. ი. ტოტემური ცხოველია. ტოტემური ცხოველების მრავალფეროვანი გამოსახულებანი საქართველოს პრაქტიკულად მთელ ტერიტორიაზე არის დადასტურებული როგორც მატერიალური კულტურის ძეგლებზე, ისევე თქმულება გადმოცემებში თუ ხალხურ ზეიმებში ან დღესასწაულებში. გურიის სამთავროს გერბი  (რუსეთის იმპერიის მფარველობაში) გურიის სამთავროს კიდევ ერთი გერბი დაცულია სახელმწიფო მუზეუმში.  ოქროსველიან ფრანგულ ფარში გამოსახულია ლათინური ჯვრით დაბოლოებული მარცხნივ ჩაწეული სვეტი, მის ძირში კი წინა თათებით მახვილის მპყრობელი მწოლიარე ლეოპარდი; ფარი სამთავრო გვირგვინით დამშვენებული პავილიონით არის შემკული.  გერბი მოქმედებდა XIX საუკუნის დასაწყისში, გურიის სამთავროს რუსეთის იმპერიის მფარველობაში არსებობის დროს, სამთავ