1921-1924 წლების გამოსვლები 1922 წლის 11 თებერვალს ანტისაბჭოთა სამგლოვიარო მსვლელობა მოაწყო მოსწავლე ახალგაზრდობამ სხვადასხვა ქალაქეbში, მათ შორის ოზურგეთში, ლანჩხუთში, ნატანებში 1922 წლის 24 მაისს ანტისაბჭოთა მიტინგი გაიმართა სუფsის რაიონის სოფელ ჩოჩხათში. მოხდა შეტაკება მილიციას და მომიტინგეებს შორის. მოკლეს ერთი მომიტინგე (გიორგი გუჯაბიძე) დაჭრეს 4, ნაწილი დააპატიმრეს. 1922 წლის 26 მაისს ნატანების რაიონის სოფელ კონჭკათში გაიმართა მიტინგი. მისი დარბევა სცადა ადგილობრივმა მილიციამ და კომკავშირელთა რაზმმა. ატყდა ორმხრივი სროლა. მომიტინგეთა მხარეს მოკლეს მალაზონია, ხელისუფლების მხარეს მოკლეს ი. ღლონტი და დაიჭრა ორი ადამიანი. მიტინგი ჩატარდა ლანჩხუთის რაიონის ყველა სოფელში. სოფელ შუხუთში დაარბიეს მიტინგი, სადაც ერთი ქალი დაიჭრა, მომიტინგეების უმრავლესობა დააპატიმრეს და საქართველოს ეროვნული დროშები ჩამოართვეს. სოფელ ჩიბათში მომიტინგეებმა დამრბევ რაზმს უპასუხეს სროლით და ქვებით. დაიჭირეს 150 მომიტინგე, ჩოხატაურის რაიონში მიტინგი არ ჩატარებულა. ნაგომრის რაიონში მიტინ