ოზურგეთის ქუჩების უმრავლეობას სახელწოდებები 90-იანი წლების დასაწყისში შეეცვალა.
- სტალინი - რუსთაველი
- ცხაკაია - ფარნავაზ მეფე
- ლენინი - კოსტავა
- აბაშიძე - თაყაიშვილი
- 1905 - აღმაშენებელი
გასაბჭოებამდე ოზურგეთში ბევრი ქუჩა არ იყო. იმ პერიოდში ქუჩების სახელდება ნაწილობრივ მათი მიმართულებების მიხედვით, ხოლო ნაწილობრივ ამ ქუჩაზე მდებარე დაწესებულების მიხედვით ხორციელდებოდა. ერთი მხრივ ლიხაურის ქუჩა, ქუთაისის ქუჩა, ბაილეთის ქუჩა, ნატანების ქუჩა. ხოლო მეორე მხრივ პროგიმნაზიის ქუჩა, ბაღის ქუჩა, ფოსტის ქუჩა, სობოროს ქუჩა, პოლიციის ქუჩა.
საბჭოთა პერიოდში ქუჩებისთვის სახელების მინიჭება ასე ხდებოდა: (ნაწყვეტი 1955 წლის 23 მარტის „ლენინის დროშიდან“ N 35, გვ. 4):
ამიერიდან, მდინარე ბჟუჟის ხიდიდან ანასეულამდე მიმავალ ქუჩას ეწოდება ნ. ა. ბულგანინის სახელი.
ექადიის ვ. ჩკალოვის სახელობის კოლმეურნეობის გვერდით მდებარე ქუჩას ეწოდა ვ. ჩკალოვის სახელი. მის შესახვევებს და ჩიხს ჩკალოვის სახელობის 1-2-3 შესახვევები და ჩიხი.
ანასეულის ინტიტუტებისა და ფაბრიკის ტერიტორიიდან მარცხნივ მიმავალ ქუჩას ვ. ჩკალოვის სახელობის ქუჩის გადაკვეთამდე ეწოდა ვასილ კიკვიძის სახელი.
მდინარე ბჟუჟის ხიდიდან სოფ. მაკვანეთისაკენ მიმავალ ქუჩას ამ სოფლის საზღვრამდე ეწოდა ალ. ყაზბეგის სახელი. ხოლო მის ორ შესახვევს ალ ყაზბეგის სახელობის I და II შესახვევები.
ქუჩების სახელწოდებების და სხვა ურბანონიმების ცვლილება კარგად ასახავს გაბატონებული იდეების ცვლილებას. ამისთვის ჩემი ქუჩის მაგალითიც კმარა:
პოლიციის ქუჩა > ბერიას ქუჩა > ჟდანოვის ქუჩა > გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩა.
90-იანი წლებიდან მოყოლებული ქუჩებს, რომლებსაც საბჭოთა წარსულთან დაკავშირებული სახელი ერქვათ ეროვნული გმირების, ქართველი საზოგადო და სასულიერო მოღვაწეების სახელებს ანიჭებენ.
ჩემი აზრით, ოზურგეთის ურბანონიმების სახელდება შემდეგი პრინციპების მიხედვით უნდა განხორციელდეს:
ქუჩის მდებარეობის ან მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენის მიხედვით
ეს მიდგომა დამახსიათებელი იყო ოზურგეთისთვის და ამის მაგალითი ზემოთ უკვე მოვიყვანე. ახალი ქუჩების გაჩენის შემთხვევაში
სწორედ ამ კრიტერიუმით უნდა შეეცვალოს სახელი აღმაშენებლის ქუჩას. მიუხედავად დავით აღმაშენებლის მიმართ ქართველების დიდი მოწიწებისა, ქუჩას უნდა დაუბრუნდეს ძველი სახელი „1905 წლის ქუჩა“. აღმაშენებლის სახელი შეიძლება ერქვას ნებისმიერ ქუჩასა თუ მოედანს ოზურგეთში. იმ ქუჩას კი, რომელსაც ახლა მისი სახელი ჰქვია, კვლავ 1905 წლისა უნდა ეწოდოს. 1905 წლის რევოლუციის დროს ლაზარენკოს სადამსჯელო რამზებმა სწორედ ეს ქუჩა გადაწვეს. დაიწვა ყველა სახლი ქალაქის ცენტრიდან დვაბზუმდე, დაზარალდა ყველა, მიუხედავად იმისა, ბოლშევიკებს, თაუგრძნობდა, მენშევიკებს, ესერებს, სოციალ-ფედერალისტებს თუ ვის. შესაბამისად, სახელი „1905 წლის ქუჩა“ უკავშირდება კონკრეტულ ისტორიულ მოვლენას, რომელიც კონკრეტულად ამ ქუჩაზე მოხდა.
მდგრადი იდეოლოგიურობა
ბუნებრივია, მოხდება საერო ან სასულიერო პირის, ქართული ხელოვნების, მეცნიერების, სპორტის წარმომადგენლის სახელის მინიჭება. მაგრამ აქ ერთი საფრთხეა: კონკრეტულ მომენტში არსებული პოლიტიკური და იდეოლოგიური კონიუნქტურის გავლენის ქვეშ მოხვედრა. ამიტომ უნდა დადგინდეს ნორმატიული მექანიზმი ასეთის თავიდან ასარიდებლად. ეს ძალიან მარტივია. კონკრეტული ადამიანის სახელის მინიჭება დასაშვები უნდა იყოს მხოლოდ მისი გარდაცვალებიდან 20 წლის შემდეგ.
პიროვნებების სახელების მინიჭებისას უნდა გავითვალისწინოთ მათი კავშირი ოზურგეთთან. კარგია, რომ გვაქვს დიმიტრი ბაქრაძისა და თედო სახოკიას ქუჩები. ისინი მეცხრამეტე საუკუნეში მოგზაურობდნენ ოზურგეთში და ბევრი საინტერესო ცნობა დაგვიტოვეს ქალაქის შესახებ. მაგრამ ამავე პრინციპის მიხედვით სასურველი იქნებოდა არ დაგვევიწყებინა დიუბუა დე მონპერე ან ქრისტეფორე კასტელი.
ასევე, არ უნდა მოხდეს საბჭოთა პერიოდში მინიჭებული სახელების განუსჯელად შეცვლა მხოლოდ იმის გამო, რომ ის წარსულშია მინიჭებული.
ტრადიციული ურბანონიმების შენარჩუნება
ოზურგეთში ბევრი ტრადიციული ურბანონიმი არ გვაქვს, თუმცა რაც გვაქვს, მათი შენარჩუნება შესაძლებელი და აუცილებელიცაა.: ჭადრების ბაღი, სამკუთხა, უბნების სახელები: ზვანი, სერი, ლაშე, გაკირული, მოიდანახე, ბასრა, ექადია და ა.შ.
ერთიანი პოლიტიკა
სახელდების პოლიტიკა ერთიანი უნდა იყოს. ოზურგეთში ერთმანეთისგან აცდენილია ვიქტორ დოლიძის ქუჩა და ვიქტორ დოლიძის სახელობის სამუსიკო სკოლა, ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩა და ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლი. გვაქვს ბათუმის ქუჩა, რომელიც ქალაქის ცენტრიდან ბათუმის საპირისპირო მხარეს მიემართება და ა. შ.
არ უნდა გამოგვრჩეს, რომ არა მხოლოდ ქუჩებს სჭირდებათ სახელები, არამედ მოედნებსა და ბაღებსაც. სახელები არ აქვს რკინიგზის სადგურის და რაიკომის შენობის წინ მდებარე მოედნებს და ა. შ.

გადასარევადაა დასაბუთებული და ვეთანხმები
ReplyDelete