Skip to main content

Posts

სამსონ ფირცხალავა გურიის რესპუბლიკის შესახებ

სამსონ ფირცხალავას წერილი (ფსევდონომით „სიტყვა“) მოკლედ აჯამებს 1902-1904 წლებში გურიის გლეხთა მოძრაობას. წერილი გამოქვეყნდა ცნობის ფურცელში N2753 , 1905 წლის 24 თებერვალს გურიის ამბები* საზოგადო ცნობები     დღევანდელი მოძრაობა გურიაში დაიბადა პირ-და-პირ ეკონომიურ ნიადაგზე, რასაც ნათლად გვიმტკიცებს მოძრაობის მოკლე ისტორიული განხილვა: მიწის სიცოტავე, დიდი იჯარის ფასი, მძიმე გადასახადები, დრამის ფული - აი რაზე აღორძინდა უკმაყოფილება. მოძრაობა დაიწყო მოუსავლობის დროს და უპირველესად იმ ადგილებში, სადაც ხალხი ყველაზე უფრო გაჭირვებული იყო. მეტად მოუსავლიანი იყო 1901-1902 წლები. ქცევა ძლივს იძლევოდა 10-15 ფუთ სიმინდს, მაშინ როდესაც ჩვეულებრივი ქცევა იძლევა 40-60 ფუთს. მოუსავლობას სრულიად არ მიაქციეს ყურადღება და გლეხებისაგან თხოულობდნენ წინანდელ ღალას. გლეხი იძულებული იყო საკუთარის ადგილის შემოსავლისაგან ან ფულით დაეკმაყოფილებინა მემამულე და ვინც არ გადაიხადა ღალა, იმას დაუყოვნებლიც დავა აუტეხეს სასამართლოში საზოგადოდ გურიაში იჯარა მეტად შემავიწროვებელია გლეხისათვი...

ფილიპე მახარაძის ორი წერილი გურიის რესპუბლიკის შესახებ

გურიის ვითარება      იმ დროს, როცა კასპიის ზღვის პირას მდებარე ქალ. ბაქოში მომხდარ ამბების საზარელი სურათი ყველას თვალთ წინ გვიდგა, სწორეთ იმ დროს ჩვენში ხმა გავარდა, რომ კავკასიის მეორე დასამხარი, სახელდობ გურია, ანუ ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრა რაღაც მეტათ საშიშ მდგომარეობაში ვარდება და დიდი განსაცდელიც მოელისო. საქმე იმაში იყო, რომ როცა ბაქოში ორი მოძმე ერისგამხეცებული და გააფთრებული წევრები ერთიერთმანეთს მუსრს ავლებდენ და ადგილობრივი ადმინისტრაია კი ამის შემყურე განზე გამდგარიყო, იმავე დროს ოზურგეთის მაზრაში გაგზავნილ იქნა დიდძალი ჯარი გენერალ ალიხანოვ-ავარსკის უფროსობით, რომელსაც ამასთანავე განსაკუთრებული უფლებები ენიჭებოდა. ყოველივე ეს ყრუთ გაისმოდა ადგილობრივ საზოგადოებასა და პრესაში, და იმათზე, ვისაც ამაების ნამდვილი მნიშვნელობა ესმოდა, ეს ხმები მეტათ სამწუხარო შთაბეჭდილებას ახდენდნენ. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს ამბავი არა თუ ამ ერთი წლის წინეთ, არამედ ნახევარი წლის წინეთაც რომ მომხდარიყო, სრულებით შეუმჩნევლათ ჩაივლიდა, და ჩვენი საზოგადოება და პრესა მხოლ...

გურული ანდაზები და გამოცანები

გამოცანები ასახსნელსა მოგახსენებ, ახსნი შენი ბედია, თუ არადა წაკტი (წაკატი) აქეთ-იქით გვერდულაი, შვაში ამოწკვერტულაი (ფილი, როდინი) ერთი პატარა მანანა სახლსა და კარსა გალობდა შავი ჩოხანი ჩაეცვა, წვივსა კი არა ფაროდა (შაშვი) ერთი პატარა მანანა გაუხვეტელს იქით არ დაწვება (ლასტი და გასაცეხი გამწყვარი ღომი) ანდაზები ალაგო, ვისი ხარ? - და ვინც ზედ მადგანაო ამ ყურს, იმ ყურს არაფერი ბედაური შვილია (დაწუნებულზე იტყვიან) ასს კაცს ერთი ცხვარი უხაროდაო აქეთ კურო მიდგანა, იქით სიკვტილიო ბაბიდას ეუბნებოდნენ და რძალს ასმენდნენო გამიყვანა სამართალშიო გაჟეჟილს გატეხილი სჯობიანო გემი ისე არ დაიღუპება, რომ ერთი ფილუკაც არ დარჩესო გურიელის სული ნუ წაგიწყმდებაო (სიმართლეზე) დადიანმა ცხენი მომცა, გურიელმა უნაგირი ისე ცხენი არ მიყვარდა, რომ წითელი უნაგირი დათვმა არც რა გაუშვა და არც რა ჩაუშვაო დედა შენი ქორს რო მიჰქონდეს, შენ ჰაიოს ნუ შეუძახებო! ელეთ-მელეთი მოსდისო ზარმაცი კაცი უქმი-ძალს გახალისდებაო თავი ვინ მოგჭრა და კვიდრმა ძმამაო თვალშიაც ვერ ჩამხედავო თითო გობი ლაფი ყველგან სდგასო თითო გობი ლაფი ყველგა...

თუშური ლექსი

თუშური ლექსი, გამოთქმული 1854 წელს ყირიმის ომის დროს, ნიგოითის ბრძოლაში მონაწილე თუშების შესახებ. დაიბეჭდა კრებულში „ძველი საქართველო“, ტ. II. არამ დამძრახოთ, ბიჭებო, სიტყვანი გითხრათ ძმურია. ვაჟო, სადა ვართ? ალვანთან დიდათ შორს არის გურია. მომწყურდა ღვინო კახური, დიაცთ ნამცხვარი პურია... და თქვენცა ბძანეთ, მოძმენო, უმცროსს დაუგდეთ ყურია. ძმაო, შენც გახსოვს წითელი სიყმაწვილური ზნეობა; მოდით, აქ შევიკრიფენოთ, გვმართებს საქმისა რჩეობა; ბიჭობით ყველან მჯობიხართ, გიცდიათ ლეკთა მტერობა. სახელი დაგვრჩეს გურიას,  თუშებმა ქნესა მხნეობა. ომის დრო არის ვჟკაცნო, ცხენთა დავაკრათ ნალია; ადექით, დავემზადენოთ, ყველამ დავჩარხოთ ხმალია; ვინც უკან დარჩეს ამხანაგთ, იყოს ახმატის ქალია, და მოკვდეს, ქვაზე დავწეროთ: „სიცოცხლითაე მხდალია“! ვაჟო, რას ამბობ, მეწყინა, დიაცთ წესია რიდება, ქალის ლეჩაქი დახვუროთ, ვისც არ უნდ, ომი სწყინდება... კაცი გავგზავნოთ სარდალთან: ბიჭებს აქ ყოფნა სწყინდება,  თუ არ გვაჩხუბებ თათართან,  თუშნი აქ რაღად გინდება?! ვინცა გავგზავნეთ, მოვიდა: სარდალმა გაიცინაო: ებძანა: „...

ოზურგეთის მაზრის თვითმმართველობა

ოოზურგეთის მაზრის თვითმმართველობის საქმიანობა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის დროს. მომზადებულია მაზრის ერობის გამგეობის ოფიციალური გამოცემის, „ გურიის ერობის მოამბის “ მიხედვით. 1918 წელს ჩატარდა საერობო რეფორმის პირველი ეტაპი და არჩევნები. (გარდა საომარი რეგიონებისა). 1919 წელს ამოქმედდა ადმინისტრაციული მოწყობის ახალი წესი, შეიქმნა მაზრის ერობა და სამაზრო გამგეობა. ერობებმა იმუშავეს 1921 წლამდე. კარლ კაუცკის წიგნიდან „საქართველო: გლეხთა სოციალ-დემოკრატიული რესპუბლიკა - შთაბეჭდილებები და დაკვირვებები“:  რევოლუციამ საქართველოს მაზრებისა და მუნიციპალიტეტების სრული თვითმმართველობა მოუტანა. ეს თვითმმართველობა უნდა შექმნილიყო de novo ცენტრალიზებული და ბიუროკრატიული სახელმწიფო მეურვეობის ნაცვლად. ის განიცდიდა გამოცდილებისა და ზოგიერთი აუცილებელი რესურსის ნაკლებობას. მიუხედავად ამისა, ჩვენ უკვე ვიხილეთ, რომ ზოგი დიდი სასოფლო-სამეურნეო საწარმო გადაეცა მუნიციპალიტეტებს. ადგილობრივმა საკრებულოებმა შემოიღეს სამედიცინო მომსახურების რეგულაცია, დააარსეს ამბულატორიები, ფ...

გურული ხალხური დღესასწაულები: ლამპრობა, ბოსლობა

ლამპრობა მირქმისადმი მიძღვნილი ტრადიცია. პირველი თებერვალი ანუ მიგებება საღამო. საღამოსთვის ბაშვები ძალიან ადრიდან ემზადებოდნენ, რომ კარგი ლამპარი ჰქონოდათ. აკეთედნენ ბალის ტყავისგან, ნასხვენიდა, ანწის ღეროსაგან, ჩალისგან და სხვა. კარგად რომ დაბნელდებოდა ოჯახის ყველა წევრი, დიდიან-პატარიანა თითო ლამპარს გამოატანებდა ანთებულს. ამნაირად მთელი არემარე განათდებოდა. ბაავშვები ყიჟინებდნენ ლმაპრობაო, იყო სიცილი ხუმრობა, ლამპრის ლამპარზე დარტყმა, სოფელი სოფელს ეჯიბრებოდა და ოჯახი ოჯახს - ვის კარგი ლამპქრი აქო. ვახშამი იმ ღამე ს განსაკუთრებით კარგი კეთდებოდა. მეორე დღეს - კიდევ კარგი სადილი. ყველა ეკლესიაში მივიდოდა და იქაც წინა ღამის ლამპრის შესახებ ლაპარაკობდნენ. ძველი კაცები გაზაფხულის მაგიერ გალამპრობას ხმარობდნენ - გალამპრობაზე ძროხა წველას იზამსო და სხვა ასეთები. ლამპარს კიდევ უძახოდნენ ჟინჟღლს და ფაკლას. ჟინჟღლივით ლოყები აქო, ფაკლასავით იენთოვო, ხმარობდნენ ასე ლაპარაკში აპოლონ წულაძე ბოსლობა გურიაში ბევრ ადგილს იციან ბოსლობა. ჩემის ფიქრით, სიტყვა ბოსლობა ბოსელიდან წარმოდგება. მაგრამ ამ ...

მახარაძის რაიონის ინფრასტრუქტურა

აამ პოსტში მოცემულია მახარაძის რაიონის ინფასტრუქტურის და კომუნალური სერვისების შესახებ ზოგიერთი სტატისტიკური მონაცემი 1977 წლის მდგომარებით 1979 წლის გამოცემის „წინადადებანი მახარაძის რაიონის ეკონომიკური და სოციალური განვითარების 1978-1980 წლების კომპლექსური გეგმის პროექტისათვის“ მიხედვით გზები რაიონის ტერიტორიაზე გზების საერთო სიგრძე შეადგენდა 516 კმ-ს. აქედან: სახელმწიფო მნიშვნელობის 25 კმ. (4,8%)  რესპუბლიკური მნიშვნელობის 33 კმ. (6,4%) ადგილობრივი მნიშვნელობის 458 კმ. (88,8%) გზების სიხშირე 10 ათას მცხოვრებზე 63 კმ აღემატებოდა სსრკ-ის (56,4 კმ.) და საქ. სსრ-ის მაჩვენებლებს (44,6 კმ.) ტრანსპორტი 1977 წელს დაფიქსირდა 355,6 ათასი მგზავრთგადაყვანა. მოქმედებდა 17 საქალაქო და 57 რაიონული მარშრუტი, რომლებსაც ემსახურებოდა 70 ავტობუსი. ავტობუსების მარშრუტები არ ფარავდა ზვანსა და სერს რაიონის ტერიტორიაზე გამავალი რკინიგზის ხაზის საერთო სიგრძე იყო 38 კმ.  1970 წელს რაიონში ირიცხებოდა 2507 კერძო ავტომობილი, ხოლო 1977 წელს 3661  კერძო ავტომობილი. წყალმომარაგება 1977 წლისთვის ქალაქ...