სახელმწიფო  აუდიტის  სამსახურის  2016 წლის  ანგარიშის  თანახმად , ოზურგეთის  მუნიციპალიტეტში   მოქალაქეთა  ჩართულობა  ადგილობრივი  თვითმმართველობის  განხორციელებაში  დაბალია . კერძოდ , 28 თემიდან  20- ში  მოქალაქეების  ჩართულობა  მუნიციპალიტეტის  პრიორიტეტების  შემუშავებაში  5%- ზე  ნაკლებია .   ამას   სისტემური  ხასიათის  მიზეზები  აქვს , რომელთაგან  ერთ - ერთი  მთავარი  არის  ადგილობრივი  თვითმმართველობის  ტერიტორიული  მოწყობის  საბჭოთა  დროინდელი  სისტემა , დარაიონება , რომელიც  უკვე  80 წელზე  მეტია  ემსახურება  ადგილობრივი  ხელისუფლების  მოსახლეობისგან  დისტანცირებასა  და  ცენტრალიზებული  მმართველობის  შენარჩუნებას . ნიშანდობლივია , რომ  სოფლის , ქალაქისა  და  თემის  დონეზე  არსებული  თვითმმართველობების  ჩანასახების  გაუქმება  და  თვითმმართველობის  დარქმევა   საბჭოთა  პერიოდის  რაიონებისთვის  2005-06 წელს  განხორციელდა  სწორედ  იმ  ხელისუფლების  მიერ ,   რომელსაც  ღიად  და  გაცხადებულად  ჰქონდა  არჩევანი  გაკეთებული  ცენტრალიზაციის  სასარგებლოდ . საქმე  ლაპ...