პირველი ნაბიჯები   გურიაში ჩაის პირველი ჩაის ბუჩქი 1809 წელს  მამია V გურიელის  (გურიის მთავარი 1809-1826 წწ) ბაღში გაჩნდა (მამია გურიელის ბაღი ქალაქ ოზურგეთის ამჟამინდელი ცენტრალური ბაღების: ჭადრების ბაღსა და სამკუთხას ერთიანობას წარმოადგენდა). გურიელის ბაღში გაშენებულ ჩაის სამრეწველო დანიშნულება არ ჰქონდა  და მხოლოდ გურიელის კარს აკმაყოფილებდა.  15 წლის განმავლობაში გურიელმა ჩაის,  ფორთოხლის ა და  ლიმნის  გაშენებით შესანიშნავი ბაღი მოაწყო. 1822 წლიდან გურიელის ბაღის გაშენებას შოტლანდიელი აგრონომი და მებაღე, იაკობ მარი  ხელმძღვანელობდა. გურიელის სიკვდილისა და სამთავროს გაუქმების შემდეგ, 1840-იანი წლებიდან მარი კვლავ პატრონობდა ბაღს, ამჯერად მთავამმართებელ ვორონცოვის დავალებით. მან ჩაის 200-მდე ბუჩქი გააშენა ოზურგეთის ბაღში.   მიხეილ ერისთავის ჩაი   მამიას სიკვდილის შემდეგ მისი ბაღი მოიშალა. რუსეთ-ოსმალეთის ომის (1854-56 წწ.) დროს ქალაქის ცენტრში, ყოფილ მამიასეულ ბაღში სამხედროები დასახლდნენ, რომლებმაც აჩეხეს და გაანადგურეს ბაღი. მარის რჩევით ჩაის 25 გადა...