Skip to main content

Posts

გამორჩეული პოსტი

გურიაში რევოლუციური მოძრაობის ნარკვევები - Очерки Революционного Движения В Гурии

 ვის არ გაუგია მიწის, თავისუფლებისა და მშრომელთა უფლებებისთვის გურიის გლეხობის სტოიკუ რი ბრძოლის შესახებ?      ცნობები გურიის [1] მოძრაობის შესახებ აღწევდა რუსეთამდე, რუს ერამდე, მაგრამ ისინი იძლეოდა მხოლოდ სუსტ წარმოდგენას ამ მოძრაობის ნამდვილ ბუნებაზე, მასშტაბსა და სიღრმეზე.      მის გამორჩეულ თვისებას წარმოადგენს ქალაქის პროლეტარიატთან მჭიდრო კავშირი არა მხოლოდ პირადი - გურული ქალაქის მუშების მეშვეობით - არამედ შინაგანი - ბრძოლის და ორგანიზების ფორმის გაზიარებით. გურიის გლეხთა მოძრაობის სათავეში დასაწყისიდანვე იდგა პროლეტარიატის პარტია - სოციალ-დემოკრატიული პარტია - რომელმაც აქ იპოვა კარგად მომზადებული ნიადაგი არამხოლოდ პოლიტიკური თავისუფლების და ბრძოლის იდეის პროპაგანდისთვის, არამედ სოციალიზმის სწავლებისთვისაც.      გურული გლეხების უზარმაზარი უმრავლესობა არაა დამოუკიდებელი მეურნე, არამედ ნახევარპროლეტარი, ან სულაც ნამდვილი პროლეტარი. მათი სამიწათმოქმედო მეურნეობა, იმ სასოფლო ურთიერთობების პირობებში, რაც წარმოიშვა ბატონყმობის გაუქმე...
Recent posts

ექიმი გიორგი ჭოღოშვილი

გიორგი ჭოღოშვილი დაიბადა 1874 წელს იმერეთის სოფელ მესხეთში. 1898 წელს დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. 1899 წლიდან მუშაობდა ოზურგეთის ექიმად.  1901 წელს თანხა გაიღო კიევის უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტთა დასახმარებლად .  1900-იან წლებში დაახლოებული იყო მიხეილ თუმანიშვილის ოჯახთან. ხშირად ატარებდა მათთან ერთად დროს. 1905 წლის მარტში სხვა 7 პიროვნებასთან ერთად (მათ შორის: ალექსანდრე წუწუნავა, სიმონ ღლონტი, თედო კიკვაძე, სამსონ ვაშაყმაძე, ისაკი საბაშვილი) დააპატიმრა გურიის სადამსჯელო ე.წ. „რიონის რაზმის“ უფროსმა გენერალმა მაქსუდ ალიხანოვ-ავარსკიმ. მისჯილი ჰქონდათ გადასახლება არხანგელსკის გუბერნიაში, მაგრამ გათავისუფლდნენ მეფისნაცვლის ამინისტიით ( ივერია N49, 9 აპრილი , მოგზაური, N14, 17 აპრილი ) 30 აგვისტოს სიმონ გრიაზნოვთან ერთად 1 პირთან ერთად ოზურგეთის მაზრის ერობის წევრად აირჩიეს ოზურგეთის ოლქიდან (ცნობის ფურცელი 8 სექტემბერი და მოგზაური 18 სექტემბერი). 1905 წლის ნოემბერში მონაწილეობდა ნასაკირალის ბრძლაში. ოზურგეთის გარნიზონის კაზაკების  სადამსჯელ...

მიხეილ თუმანიშვილი ოზურგეთიდან, გურიის რესპუბლიკის ერთ-ერთი ლიდერი

     ეს პოსტი ეხება   ოზურგეთში დაბადებულ   მიხეილ თუმანიშვილს ,   რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა 1900- იანი წლების გურიის გლეხთა მოძრაობაში , რომელიც გურიის რესპუბლიკის სახელითაა ცნობილი . მიხეილის შვილიშვილი , ჯორჯო თუმანიშვილი , იტალიაში ცხოვრობს . მასთან მიმოწერით შევძელი მიხეილის და მისი ოჯახის შესახებ ზოგიერთი ცნობის შეგროვება როგორ მოხვდნენ თუმანიშვილები გურიაში      ოზურგეთში მცხოვრებ კათოლიკე თუმანიშვილებს ახსენებენ შედარებით მოკლედ თედო სახოკია („ მოგზაურობანი “, 1897) და უფრო ვრცლად ზაქარია ჭიჭინაძე („ ქართველ კათოლიკეთა ვაჭრობა “, 1905). მათი ცნობები ს მიხედვით XIX საუკუნის დასაწყისში ახალციხიდან გადმოსული თუმანიშვილები დასახლდნენ გურიაში ვაჭრობის გამართვის მიზნით. ქართველი კათოლიკე ვაჭრების ოჯახები, მათ შორის თუმანიშვილი,  1830- იან წლებში ცხოვრობდნენ დვაბზუში (ქველი ჩხატარაიშვილი, გურიის სამთავროს შეერთება რუსეთთან, 1986).  1838 წელს დაიხურა დვაბზუს ბაზრობა და გადა...

გურიის სოფლების ძველი სახელები

არჩეული - ჩიქვეთი და ებალაური განთიადი - ჭანიეთური გოგოლესუბანი - ქვემო ფარცხმა გონებისკარი - გომების კარი // კარისყურე გურიანთა - გურია მ თა დაბლაციხე - საყვავისტყე ვაზიანი - ზემო ჯვარცხმა ზემო ნატანები - სამღვთო თხინვალი - ახალსაყდარი ლიხაური - ლეხაური - რეხეული მერია -გოგორეთი მზიანი - ფიჩხისჯვარი მშვიდობაური - ოქროსქედი ნიგოითი - ნიგოზდიდი ნინოშვილი - ცაცხვიანი ოზურგეთი (სოფელი) - ეწერი სილაური - გაღმა ბაილეთი და ძეგორა შრომისუბანი - ოკვანე ჩოხატაური - ჩ ა ხატაური და ბირკნალი ცხემლისხიდი - უჩხუბი ხიდისთავი - ოცხანა ჯუნეწერი - ჯუნჯუათი