Skip to main content

Posts

Showing posts from October, 2014

XIX საუკუნის პრესა გურიის ეკონომიკის შესახებ

გაზეთებში, „ივერია“, „დროება“  და სხვ. გამოქვეყნებული კორესპონდენციები, რომლებიც ზოგად წარმოდგენას გვიქმნის გასაბჭოებამდე გურიაში (ოზურგეთის მაზრა) არსებული ეკონომიკურ მდგომარეობაზე, სოფლის მეურნეობის გავრცელებულ დარგებზე და სხვ.
„დროება“,N114, 2 ივნისი, 1879 წ.
სოფ. ბასილეთი (გურიაში), 23 მაისს. წელს ჩვენში სწორედ ძლიერ კარგი გაზაფხულია: წვიმები ზომიერი, ჰავა გრილი და სასიამოვნო. ავათმყოფობა (ციებ-ცხელება), რომელიც ჩვენში ხშირი სტუმარია, ჯერ იშვიათთა არის, თუმცა ყვავილი კი აპირებდა ჩამობუდებას, მაგრამ ბევრჯელ იმისგან შეშინებული ჩვენებური ხალხი დიდის ვაი-ვაგლახის და თხოვნის შემდეგ, ეღირსა ამცრელებს, რომლებიც, რიგიანად რომ აესრულებიათ თავიანთი მოვალეობა, აქამდისინ ძლიერ შეასუსტებდნენ ჩვენში ყვავილს.

მოსავალი დიდს იმედს აძლევს გურულებს. ჩვენებური მაღლარის და ახლად შემოღებულს ჩვენში „ოდესის“ ვენახებს ისე ასხია, რომ ნახევარიც რომ გადარჩებოდეს „ნაცრისაგან“, ხალხი კმაყოფილი იქნება. სიმინდის და ღომისთესვაზედ გახურებული მუშაობაა.

მაგრამ ძლიერ გულ-გრილად უყურებენ თამბაქოს, რომლის მოყვანა ამ უკ…