Skip to main content

Posts

Showing posts from February, 2014

გურიის გაუქმებული მუზეუმები

1951 წელს გურიაში მოქმედებდა ორი მუზეუმი და იგეგმებოდა მესამის გახსნა. ამჟამად გურიაში ცხრა მოქმედი მუზეუმია. აქ კი წარმოდგენილია ადრე მოქმედი და გაუქმებული მუზეუმების სია:
ფილიპე მახარაძის სახლ-მუზეუმი გონებისკარში. მუზეუმი გაიხსნა 1957 წ. სახლი ჯერ კიდევ დგასვლადიმერ ნემიროვიჩ-დანჩენკოს სახლ-მუზეუმი შემოქმედში, მოქმედებდა 1983-1990 წწნასაკირალის ბრძოლის მუზეუმი ცხავათის მთაზე შენობის კვალიც აღარაა შემორჩენილიკონსტანტინე ლესელიძის სახლ-მუზეუმი სოფელ ხვარბეთშიბახვის მუზეუმი, დღეს აღარ არსებობსჭიჭიკო ბენდელიანის მუზეუმი გორაბერეჟოულში ვარლამ სიმონიშვილის სახლ-მუზეუმი შემოქმედში, გაიხსნა 1984 წელსბორის ძნელაძის მუზეუმი სოფელ ბურნათში


ლიხაური

გიზო ჭელიძე, „ლენინის დროშა“ N49 გვ. 3, 1956 წ.
ლენინის სახელობის კოლმეურნეობაში
ლამაზი სოფელია ლიხაური, მისი გოლიათივით აზიდული მთაგორები. ჩრდილოეთიდან, სადაც აჭარა-გურიის მთაგრეხილები მხადამხარ გადაჭდობილან, მოჰქუხს აჭის წყალი. ცენტრში დგას ძველი მხრებგანიერი მუხა, — წარსული ცხოვრების უტყვი მოწამე.
საღამოა. კოლმეურნეობის წინ თავი მოუყრიათ დღიური შრომით გულმოჯერებულ მშრომელებს. გამწვანებულ ეზოში დიდი ლენინის ძეგლია. ლიხაურელ კოლმეურნეებს უღრმესად უყვართ დიდი ლენინი.
- კოლმეურნეობა რომ დავაარსეთ, თვით ჩვენ მოვითხოვეთ მას ლენინის სახელი დარქმევოდა, - თქვა 75 წლის მოხუცმა სერგო გოგოძემ. ლიხაურის მკვიდრს სერგოს კარგად ახსოვს წარსული ცხოვრების სუსხი; დღეს ბედნიერია იგი. მის საკარმიდამოზე ძველი საძირკველგამონგრეული ფაცხის მაგივრად აღმართულია დიდი ოთხოთახიანი ოდა. - ეს კოლმეურნეობაში მუშაობით ავაგე, - ხშირად იტყვის ხოლმე სერგო; მას უყვარს შრომა, უყვარს მშრომელები, იგი წმინდად ინახავს გულში ლენინის ხსოვნას.
ლიხაურში ფეხის ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით მაღალ ოდებს, ილიჩის ნათურებით გაბრწყინებულს. სოფ…

ლაითური

ბ. შეწირული, ი. თოიძე „ლენინის დროშა“, 1946 წ. N76 გვ 4.
გაუვალი ტყის ადგილზე - ჩაის გიგანტი
ლაითური - ამ სახელის გაგონება შიშს გვრიდა ადამიანებს. გარეულ ცხოველებს, მხეცებს აგონებდა მონადირეებს. რამდენი ვაი-უბედურების და საშინელი ამბის მოწამენი იყვნენ აქ ცადაზიდული საუკუნოვანი მუხები და წიფლები. შქერი და ბარდნალი გადახვეულიყო ერთმანეთში. ადამიანს გავლა არ შეეძლო, ბარდეკალქვეშ მხოლოდ ნადირებს ჰქონდა ბილიკი.
მგლების ყმუილი, ტურების კივილი აყრუებდა აქაურობას.
ბატონყმობის ბნელ დროში გურიიდან მოტაცებულ ვაჟებსა და გოგონებს აქ გადამალავდნენ ხოლმე; ლაითურში არ შეგვასწროსო გამწარებით იტყოდა მოტაცებული ბავშვის მშობელი გურული გლეხი და მისდევდა მდევარს.
აბა ვინ წარმოიდგენდა ამ სანახაობას, რაც ახლა გადაშლილა, ვინ იფიქრებდა ბაღნარად იქცეოდა ეს მიდამო.
ყველაფერი შესძლეს ლენინ-სტალინის პარტიის დროშის ქვეშ დარაზმულმა მშრომელებმა, და ლაითური ჩაისა და ნარინჯების, ტუნგოსა და მარადმწვანე მცენარეების სამეფოს აქციეს.
მეურნეობა - გიგანტი
1930 წელი იყო როცა ბედნიერი ხალხი, ენერგიაშემატებული შეესია ლაითურის ტ…