Skip to main content

Posts

Showing posts from November, 2013

ექვთიმე თაყაიშვილი გურიის რესპუბლიკის შესახებ

დეპუტაცია მეფისნაცვალ ვორონცოვთან

1905 წლის მანიფესტის გამოცხადების წინ, როგორც ცნობილია, გურიის საქმე დიდად გართულდა. მეფისნაცვალმა ვორონცოვ-დაშკოვმა ალიხანოვის ჯარი გაგზავნა გურიის დასასჯელად. ეგ რომ ჩვენ შევიტყეთ, თავზარი დაგვეცა, რადგანაც გურიას განადგურება ელოდა. შეიკრიბა მთელი ინტელოგენცია, ყველა პარტიების წარმომადგენლები, სამღვდელოება და გადაწყვიტეს დეპუტაცია გაეგზავნათ ვორონცოვთან და ეთხოვნათ მისთვის, რომ დამსჯელი რაზმი უკან დაებრუნებია. დეპუტატები ამოირჩიეს ილიას მეთაურობით, რომელსაც ვორონცოვი უნდა დაერწმუნებია, რომ გურია დამშვიდდება და აღარავითარ წინააღმდეგობას არ გაუწევს მთავრობას. წავიდა ილია დეპუტაციით. დიდი მოლაპარაკებების და თხოვნის შემდეგ დაითანხმეს ვოროცოვი. მან ალიხანოვი სამტრედიიდან დააბრუნა უკან. მაგრამ ამის შემდეგ არ გასულა ერთი თვე, რომ გურული რევოლუციონერები ნასაკირალზე თავს დაესხნენ ერთ როტა რუსის ჯარს და სანახევროდ ამოსწყვიტეს. მთავრობამ ახლა უფრო გაძლიერებული ჯარით გაგზავნა ალიხანოვი, რომელსაც გრიაზნოვის კარნახით ასეთი ინსტრუქცია მისცეს: სადგურ ნატანებიდან და…