Skip to main content

Posts

Showing posts from February, 2013

სასოფლო საზოგადოებები გურიაში

ამ  პოსტში მოკლედ მოცემულია გურიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის ისტორია.

ფეოდალური ხანის გურიაში ადგილობრივი მმართველობა ეფუძნებოდა სამთავროს სამოურავოებად დაყოფის პრინციპს. გურიის სამთავრო რუსეთის მიერ მის ანექსიამდე იყოფოდა ორ, ოზურგეთისა და ნაგომრის, სამოურავოებად. ორივე სამოურავო როგორც მოსახლეობის, ასევე ტერიტორიის მიედვით დაახლოებით თანაბარი ზომის იყო. 1831 წელს დიუბუა დე მონპერეს ცნობით დასახლებებისა და მოსახლეობის განაწილება სამოურავოებს შორის ასეთი იყო: 
ოზურგეთის სამოურავო: ერთი ქალაქი (ოზურგეთი), ერთი დაბა (შეკვეთილი) და  62 სოფელი, 3073 კომლი,  18438 სული
ნაგომრის სამოურავო: 64 სოფელი, 3073 კომლი, 18282 სული

გურია 1840 წელს რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მაზრის სახით შევიდა.  ტერიტორიული მოწყობა იგივე დარჩა, შეიცვალა მხოლოდ სახელწოდებები: მაზრა დაიყო ოზურგეთისა და აკეთის უბნებად. 1847 წელს მაზრა დაიწყო ოთხ უბნად - გურიანთის, ბახვის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის. 1888 წლიდან დარჩა მხოლოდ გურიანთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის უბნები. უბნები როგორც მოსახლეობის, ასევე ტერიტორიის…