Skip to main content

Posts

Showing posts from July, 2012

ადგილობრივი დემოკრატია შვეიცარიაში

„შვეიცარია, როგორც განსაკუთრებული შემთხვევა“ პაულ ვიდმერი თბილისი, 2012
შვეიცარელებს უყვართ შვეიცარია, მაგრამ არა სახელმწიფო, როგორც ინსტიტუცია. ისინი საზოგადოდ ამაყობენ საკუთარი ქვეყნით, თუმცა უცნაურ გულგრილობას იჩენენ ყველაფრის მიმართ, რაც სახელმწიფოებრივ ავტორიტეტს ეხება.  ....................... კანონით გარანტირებული თავისუფლება და ცოცხალი, განცდილი დემოკრატია, აი რითი ამაყობენ შვეიცარელები. თუმცა ყველაფერი, რაც სახელმწიფო ძალაუფლებას უკაშირდება, შვეიცარელებს ნამდვილ დისკომფორტს უქმნის. პრინციპში, ისინი ცდილობენ, რამდენადაც შეუძლიათ უგულებელყონ სახელმწიფოს ძალაუფლება. ეს კონფედერაციის დაარსებიდან ასეა. შვეიცარია თანმიმდევრულად ქვევიდან ზევით არის აგებული, თემი მისი სახელმწიფოებრივი სისტემის პირველადი უჯრედია. იქ ყველაზე მძაფრად იგრძნობა თავისუფლება. სამაგიეროდ, სახელმწიფო აღიქმება როგორც რაღაც შორეული და საკმაოდ აბსტრაქტული. ....................... შვეიცარიაში სახელმწიფოს იშვიათად აძლევენ კარგ შეფასებას. ითვლება, რომ მასთან გამუდმებით ფხიზლად უნდა იყოს ადამიანი, რადგან, მისი ნება რო…