Skip to main content

Posts

Showing posts from January, 2012

ოზურგეთის დამარხული მდინარეები

ჩვენ ყველასა გვაქვს ჩვენი მდინარე, მაგრამ ხანდახან არც ვიცით ხოლმე
გურამ დოჩანაშვილი
როცა შენს ხალხს არ აძლევ საშუალებას, თავის მდინარესთან მივიდეს, რას იღებ შედეგად?
ჯეკ კერუაკი

წარვედ წყლისა პირს სვდიანი ფიქრთ-გასართველად, 
მუნ ვეძიებდი ნაცნობ ადგილს განსასვენებლად
ყველამ იცის ვინც

ოზურგეთში ორი დამარხული მდინარეა. ორივე ცოცხლად დამარხეს, 
ამიტომ მათი სულები ვერ ისვენებენ და დღემდე ქალაქში დაბორიალებენ.

ოზურგეთში რამდენიმე დამარხული მდინარეა: ბაზრისწყალი (ნაბჟუარა), შკვარა-შკურა, სკურჩა და კიდევ ერთი, ყველაზე პატარა, ნაბჟუარას მარცხენა უსახელო შენაკადი. ეს მდინარეები დღეს დამარხულია, თუმცა არა სრულებით. ისტორიულად კი კარგად ქალაქის ურბანულ სივრცეში იყვნენ ინტეგრირებულები. საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე მცირე მდინარეები ოზურგეთის არსებით შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა. საბჭოთა პერიოდში, ქალაქის განაშენიანების პირველი ეტაპის დროს, 1930-40-იან წლებში მდინარეები ქალაქის ელემენტებად დარჩა. ახალი ქუჩების, შენობებისა და უბნების გაშენებას მდინარეები არ შესწირვია. 1947 წელს ორჯონიკიძისა (ჭავჭავაძი…