Skip to main content

პუბლიკაციები

  1. რატომ ვუჭერ მხარს დეცენტრალიზაციას 
  2. ნაბიჯი რეგიონალიზმისკენ 
  3. კომპეტენციათა ადეკვატური განაწილება 
  4. ფუნქციათა შესაბამისი შესაძლებლობები
  5. პატრიარქის დენცეტრალიზაცია
  6. საქალაქო თვითმმართველობა: საქართველოს მუნიციპალური სისტემის დანაკლისი და საჭიროება

Comments

Popular posts from this blog

გურიის ეკონომიკა გასაბჭოებამდე

აქ თავმოყრილია რამდენიმე მონაცემი გურიაში XIX საუკუნეში არსებული წარმოების და ვაჭრობის მოცულობის, საქონლისა და მომსახურებების ფასების შესახებ.
რა თქმა უნდა, ეს ფაქტები ადგილობრივი ეკონომიკას სრულყოფილად ვერ ასახავს, მაგრამ დაახლოებით წარმოდგენას მაინც იძლევა. მონაცემების უმრავლესობა აღებულია თედო სახოკიას და დიმიტრი ბაქრაძის ცნობებიდან, ყოველწლიური Кавказский календарь-ის გამოცემებიდან, XIX საუკუნის პრესიდან.

სოფლის მეურნეობა
რუსეთის მიერ გურიის სამთავროს ანექსიამდე მოსახლეობა მხოლოდ სოფლის მეურნეობით იყო დაკავებული. 1820-იან წლებში მამია V გურიელი ჯერ მხოლოდ იწყებდა მცდელობებს გურიაში ვაჭრობისა და მანუფაქტურის განვითარებისთვის. ჟაკ ფრანსუა გამბა, რომელმაც 1820-24 წლებში იმოგზაურა კავკასიაში, გვაწვდის ცნობას, რომ გურიაში იმ დროისთვის მისდევდნენ მევენახეობას, მოჰყავდათ სიმინდი, ფეტვი და თამბაქო, დიდი რაოდენობით აწარმოებდნენ ცვილსა და თაფლს. გამბას მიხედვით გურიაში ასევე აწარმოებდნენ ბამბასა და აბრეშუმს, თუმცა ისეთი მცირე რაოდენობით, რომ წარმოებული პროდუქცია მხოლოდ ადგილობრივ მოთხოვნას აკ…

როგორ დაკარგა გურიამ ქობულეთი

გურია, ტრადიციულად, სამ ნაწილად იყოფოდა: ზემო, შუა და ქვემო გურიად. ქვემო გურია - ტერიტორია მდინარეებს, ჩოლოქსა და ჭოროხს შორის, დაახლოებით ემთხვევა დღევანდელი ქობულეთის რაიონს. ქვემო გურია გურიის სამთავროს ოსმალეთის იმპერიამ 1770-იან წლებში წაართვა და საზღვარმა მაშინ მდინარე ცხრაფონაზე გაიარა. ოსმალეთმა ეს ტერიტორია შეინარჩუნა ერთი საუკუნის განმავლობაში, 1878 წლამდე, მანამ, სანამ ის რუსეთის იმპერიამ ომის შედეგად არ დაიკავა.
1804 წელს რუსეთის იმპერიამ იმერეთის სამეფო გურიის სამთავროთურთ მფარველობაში მიიღო. რუსეთს მაშინვე გაუჩნდა პრეტენზიები ბათუმზე. საქართველოს მთავარმართებელი პავლე ციციანოვი სწერდა რუსეთის ელჩს სტამბულში, ანდრეი იტალინკსკის, რომ ეზრუნა ბათუმის რუსეთისთვის შეერთებაზე, რადგან ბათუმი გურიის სამთავროს ეკუთვნოდა, გურიის სამთავრო კი ახლა რუსეთს ეკუთვნისო. გურიის სამთავროს საზღვრების შესასწავლად გურიაში ჩავიდა პიოტრ ლიტვინოვი, რომელსაც ქაიხოსრო და მამია გურიელებმა მოახსენეს, რომ კინტრიში, ციხისძირი, ჩაქვი და ბათუმი გურიის სამთავროში შედიოდა. ლევან გურიელმა ლიტვინოვს უთხრა …

მწვანე ოქროს ქვეყანა

პირველი ნაბიჯები გურიაში ჩაის პირველი ჩაის ბუჩქი 1809 წელს მამია მეხუთე გურიელის (გურიის მთავარი 1809-1826 წწ) ბაღში გაჩნდა (მამია გურიელის ბაღი ქალაქ ოზურგეთის ამჟამინდელი ცენტრალური ბაღების: ჭადრების ბაღსა და სამკუთხას ერთიანობას წარმოადგენდა). გურიელის ბაღში გაშენებულ ჩაის სამრეწველო დანიშნულება არ ჰქონდა და მხოლოდ გურიელის კარს აკმაყოფილებდა. 15 წლის განმავლობაში გურიელმა ჩაის, ფორთოხლისა და ლიმნის გაშენებით შესანიშნავი ბაღი მოაწყო. 1822 წლიდან გურიელის ბაღის გაშენებას შოტლანდიელი აგრონომი და მებაღე, იაკობ მარი ხელმძღვანელობდა. გურიელის სიკვდილისა და სამთავროს გაუქმების შემდეგ, 1840-იანი წლებიდან მარი კვლავ პატრონობდა ბაღს, ამჯერად მთავამმართებელ ვორონცოვის დავალებით. მან ჩაის 200-მდე ბუჩქი გააშენა ოზურგეთის ბაღში. მიხეილ ერისთავის ჩაი მამიას სიკვდილის შემდეგ მისი ბაღი მოიშალა. რუსეთ-ოსმალეთის ომის (1854-56 წწ.) დროს ქალაქის ცენტრში, ყოფილ მამიასეულ ბაღში სამხედროები დასახლდნენ, რომლებმაც აჩეხეს და გაანადგურეს ბაღი. მარის რჩევით ჩაის 25 გადარჩენილი ბუჩქი გადარგეს გორაბერეჟოულში,…

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები
ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით

ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა“ XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების ექვსი გვარი იყო:
გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი, მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია, საბატონიშვილო - ლესა
ნაკაშიძე
გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის გვარ ნაკანიდან. ნაკანი შუა საუკუნეებში გადაკეთდა ნაკაშიდ, გვიან შუა …

გურიის უცნობი სოფლები

გურიის სოფლები, რომლებიც სხვადასხვა წყაროში შემხვედრია და ვერცერთ დღევანდელ სოფელთან ვერ დავაკავშირე
ბუხულვაური
ბულუხვაურს იხსენიებს დიმიტრი ბაქრაძე, 1873 წელს, მდებარეობდა ნიგოითიდან ჯუმათისკენ მიმავალ გზაზე, სოფლების ზემო ჩიბათის, ბაღლების, ყელასა და ჩოჩხათის შემდეგ. ბულუხვაურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია არქიმანდრიტ არსენ მგალობლიშვილის მიერ 1828 წელს შედგენილ ჯუმათის ეპარქიის ეკლესიების სიაში, ასევე ფიქსირდება იმერეთის სინოდის კანტორის მეტრიკული წიგნების საძიებელში 1871-1915 წლებში. 1911 წელს ბულუხაურში ცხოვრობდა 624 ადამიანი.
ბირკნალი
იხსენიებს დიმიტრი ბაქრაძე, 1873 წელს. მდებარეობდა ჩოხატაურის ახლოს. ბირკნალში ფიქსირდება ვინმე თავადი მაქსიმე დავითის ძე ერისთავი რომელიც იყო იღუმენი. გურიის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის წინამძღვარი, 1820 წლის აჯანყების მონაწილე. 
თარმოწამე, მთავარმოწამე მდებარეობდა ჯურუყვეთს, გულიანსა და ჯიხანჯირს შორის. იდგა წმინდა გიორგის ქვის ეკლესია. მის სამრევლოში შედიოდა 78 კომლი. იხსენიება არქიმანდრიტ არსენ მგალობლიშვილის მიერ 1828 წელს შედგენილ ჯუ…