Skip to main content

Posts

გამორჩეული პოსტი

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები გურიაში

ქვემოთ მოცემულია გურიის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების სია და რუკა. სიასა და რუკაში ასახულია მხოლოდ ის ძეგლები, რომლებსაც ოფიციალურად აქვთ სტატუსი მინიჭებული, ამიტომ აქ არაა ისეთი ძეგლები, რომლებიც მნიშვნელოვანია ისტორიული და კულტურული თვალსაზრისით, მაგრამ სახელმწიფოსგან შესაბამისი სტატუსი მინიჭებული არ აქვს, ესენია: დიმიტრი გურიელის სასახლე და გურიელების აბანო ოზურგეთში, ნაკაშიძეების მარანი ზედუბანში, ქვასაწნახელები გონებისკარში, ბერძნისწყარო, წმინდა გიორგის ეკლესია ზემო აკეთში, ძლევისკარის ეკლესია ცხემლისხიდში. ყველა ძეგლს ფრჩხილებში მიწერილი აქვს სარეგისტრაციო ნომერი, რომლითაც აღრიცხულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ.
კულტურის ძეგლები, რომლებიც შედიან ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიაში:
აჭის ეკლესია (9025) გორაბერეჟოულის კომპლექსი: ბაღი და სასახლე (10763, 17431)ერკეთის ეკლესია (10785)ლიხაურის კომპლექსი: ეკლესია და სამრეკლო და გალავანი (9981, 9029, 9983, 17347)შემოქმედის კომპლექსი: მაცხოვრის სახელობის ეკლესია, ეკლესია „ზარზმა“, სამრეკლო, გამოქვაბული, გალავანი…
Recent posts

ჯონ ტელფერი გურიის შესახებ 1876

ჯონ ტელფერი (1831-1907) იყო ბრიტანელი სამხედრი პირი და მოგზაური, რომელიც თავის წიგნში „ყირიმი და ტრანსკავკასია“ (1876) აღწერს გურიას.
შემოქმედის საკათედრო ტაძარი, ტელფერის ნახატი
დილის 2 საათზე, როდესაც ოზურგეთიდან გავედით ბნელოდა და ცაზე დასვლეთიდან მომავალი შავი ღრუბლები გროვდებოდა. ასე ადრე გასვლა აუცილებელი იყო, რათა სამტრედიაში დავხვედროდით ფოთი-თბილისის მატარებელს. ჩვენი ცხენები დასვენებულები იყვნენ და დაცარიელებულ ქუჩებში ექოდ ისმოდა მათი ჩლიქების ხმა, პატარა ქალაქი მალე დავტოვეთ და ეზოებიდან ძაღლების ველური ყეფა გვაცილებდა.
ნატანების გადაკვეთის შემდეგ ავედით ნასაკირალის უღელტეხილზე, რომლის ქვემოთ, დაბლობზე მდებარეობს ბახვი და სუფსის შენაკადების გადალახვის შემდეგ შევჩერდით ნაგომარში, რათა ცხენები გამოგვეცვალა. ყოველწლიურად 20 ივლისს აქ დიდი ბაზრობა იმართება, სადაც, შეიძლება ითქვას, რომ გურიის მთელი მოსახლეობა იკრიბება, ხალხი ყველა მხრიდან ჩამოდის რათა მოიმარაგოს მთელი წლის სამყოფი ნივთები, ინსტრუმენტები, ჭურჭელი, საქონელი და ა.შ. რადგან გურიაში ვაჭრები არ არიან და მხოლოდ რამდენი…

ფოთი 1872 წელს

მაქს ფონ ტილმანი, გერმანელი დიპლომატი აღწერს ფოთს. მან 1872 წელს იმოგზაურა კავკასიაში, ოსმალეთსა და ირანში, რაც აღწერა 1875 წლის წიგნში Streifzüge im Kaukasus, in Persien und in der asiatischen Türkei.

რიონის დელტა, ჯონ ტელფერის ნახატი
ბევრი დრო არ გასულა მას შემდეგ, რაც ფოთი წარმოადგენდა დიდ ჭაობს რამდენიმე ქოხით; ათი წლის წინ მოსახლეობა ხტუნვით გადადიოდა წვიმიან ამინდში სახლიდან სახლში და მიუხედავად იმისა, რომ დღეს ქუჩები შევსებული და მოკირწყლულია, ბაყაყების მხიარული ყიყინი მაინც ისმის ქუჩების ზედაპირიდან და ამაში მათ ვერ დავადანაშაულებთ, რადგან ძნელად მოიძებნება დედამიწაზე სხვა ასეთი სამოთხე ამფიბიებისთვის.
ფოთი საკუთარ კეთილდღეობას, თუ არა საერთოდ არსებობას, უნდა უმადლოდეს კალამს, რადგან როდესაც თურქეთმა რუსეთს ადრიანოპოლის შეთანხმებით დაუთმო ტერიტორია ყარსსა და ზღვას შორის, საზღვარს, საერთო შეთანხმებით, მდინარე ჭოროხზე უნდა გაევლო და ამ შეთანხმებით რუსეთი ბათუმის ხელსაყრელ ნავსადგურს მიიღებდა. მაგრამ მხოლოდ შეთანხმების რატიფიკაციის შემდეგ აღმოჩნდა, რომ საზღვრად ხელშეკრულებაში ჩაწე…

გურიის გამოქვაბულები

გურია გამოქვაბულებით ცნობილი მხარე არაა, რისი მიზეზიც სავარაუდოდ არა გამოქვაბულების რაოდენობა, არამედ ისაა, რომ მათ შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. ამ პოსტში მოყვანილია მცირე ინფორმაცია გურიის სოფლებში არსებული ბუნებრივი და ხელოვნური გამოქვაბულების შესახებ
უდაბნოს მონასტერი, ამაღლება
სხვებთან შედარებით მეტად ცნობილია უდაბნოს მონასტერი. გურიის სერის სამხრეთ კალთაზე, ხშირია პატარა ბუნებრივი გამოქვაბულები. ერთ-ერთ ასეთ გამოქვაბულშია ამოკვეთილი ტაძარი, რომელიც VI საუკუნით თარიღდება.

უდაბნოს მონასტერი 
ამაღლების მთაზე მდებარე სხვა მცირე გამოქვაბულებს მოსახლეობა ქვის გამოსატანად იყენებდა კეცისა და კერიის ქვის დასამზადებლად. ამჟამად ამ საქმიანობას მხოლოდ თითო-ოროლა ოჯახი მისდევს.

კეცის გამოსატანი ქვაბული 
ნაკაშიძის გამოქვაბული, ზედუბანი

თავად ნაკაშიძეებს, რომლებიც გურიის დასავლეთ ნაწილს, ზღვის სანაპიროს ფლობდნენ, რეზიდენცია სოფელ ზედუბანში ჰქონდათ. სოფელში შემორჩენილია ერთ-ერთი ნაკაშიძის მიერ მოწყობილი ხელოვნური გამოქვაბული. გამოქვაბული გამოიყენებოდა ღვინის მარნად, ღვინისა და სხვა პროდუქტების შე…

თბოელექტროსადგური სოფელ მერიაში

1960-იანი წლების დასაწყისში მახარაძის რაიონის სოფელ მერიაში მოეწყო სამხედრო აეროდრომი და შესაბამისი დასახლება. 1962-1964 წლებში სამხედრო აეროდრომი გამოიყენებოდა აგრეთვე სამოქალაქო მიზნით, სრულდებოდა ყოველდღიური რეისები მახარაძე-თბილისი. 1964 წლიდან ის კვლავ მხოლოდ სამხედრო ფუნქციით განაგრძობდა არსებობას. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1990-იან წლებში, მაშინ, როდესაც გურიიდან ჯერ კიდევ გაჰქონდათ რუსეთში ციტრუსი, ჩაი და სხვა პროდუქცია, გაჩნდა იდეა მერიის აეროდრომის სამოქალაქო მიზნებით გამოყენებისა და 1995 წლის 21 მაისს შესრულდა კიდეც რეისი ოზურგეთი-მოსკოვი. რამდენიმე რეისის შემდეგ ეს წამოწყება მალევე ჩავარდა. ასაფრენი ბილიკის ბეტონის ფილები ბათუმში გზების მოსაწყობად იქნა გამოყენებული.
ე.წ. გოროდოკის ნანგრევები
2000-იან წლებში მერიის აეროდრომის ტერიტორიაზე თბოიელექტროსადგური უნდა აშენებულიყო. არ ვიცი, ეს რეალური გეგმა იყო თუ მაშინდელი კორუმპირებული პოლიტიკური ელიტის მაქინაციის ნაწილი, მაგრამ არსებობს საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2000 წლის 3 აპრილს დამტკიცებული ბრძანება, რომელიც მერია…

მაქსიმე ერისთავი

1819-1820 წლებში დასავლეთ საქართველოში მოხდა ანტირუსული აჯანყება, რომელიც იმერეთის აჯანყების სახელითაა ცნობილი, მაგრამ რეალურად მასში იმერეთის სამეფოს გარდა, გურიის სამთავროს მოსახლეობაც მონაწილეობდა. აჯანყების დროს გურიაში გაიმართა ბრძოლები, დაინგრა შემოქმედის ციხე, იოთამ ბოლქვაძემ მოკლა პოლკოვნიკი პუზირევსკი, აჯაყნებულების ნაწილი დააპატიმრეს, სხვებმა კი ოსმალეთს შეაფარეს თავი.
აჯანყებაში აქტიურად მონაწილეობდა იეროდიაკონი მაქსიმე ერისთავი, წარმოშობით თავადი. ერისთავი დაიბადა სოფელ ბირკნალში და აჯანყებამდე მსახურობდა გურიის უდაბნოს იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაში.

1820 წელს, აჯანყების დამარცხების შემდეგ, ერისთავმა თავი შეაფარა ოსმალეთს და იქ დაჰყო 1830 წლამდე. 1830 წელს ერისთავი დაბრუნდა გურიაში, სადაც უკვე რუსული სამხედრო მმართველობა იყო. 1833 წელს ერისთავი დააპატიმრეს და ჩასვეს მეტეხის ციხეში, რადგან არ მოინანია აჯანყებაში მონაწილეობა. 1837 წელს ერისთავმა იმპერატორ ალექსანდრე პირველს სთხოვა გურიის რომელიმე მონასტერში გადაყვანა.
გენერალ გოლოვინის წერილი გრაფ პროტასოვს 31 აგვისტო 1838 წ…

ღომი

XX საუკუნემდე გურიაში გავრცელებული ერთ-ერთი ტრადიციული კულტურა იყო ღომი. ღომი (Setaria italica) მარცვლოვანი კულტურაა, რომელიც დასავლეთ საქართველოში იყო გავრცელებული, ამას ხელს უწყობდა აქაური ჰავა, ნალექები და სხვა ფაქტორები.

ღომი არის ერთწლიანი, თავთავიანი მცენარე. მას აქვს სწორი, მწვანე 1.5-2 მ. სიმაღლის ღერო. მწიფობის პერიოდში ღერო იტვირთება, იტოტება და იკეთებს მსხვილ მუხლს. თავთავი ივსება წვრილი მარცვლებით. მარცვლების ზომა ფეტვის მარცვალზე ოდნავ დიდია.
არქეოლოგიური გათხრების შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებული ღომის დანახშირებული მარცვლები თარიღდება ძვ. წ. II-I საუკუნეებით. ღომი საქართველოში XX საუკუნის 20-იან წლებამდე მოჰყავდათ.

კულტურულ ღომს, მისი სარეველა სახეობისგან განსხვავებით სჭირდებოდა გაცეხვა, მხოლოდ ასე იყო შესაძლებელი მარცვლის მოშორება თავთავიდან. საცეხვავი მოწყობილობები იყო ჩამური, საბეგველი და სხვ. არსებობდა ხელის, ფეხის და წყლის ჩამური. ღომს ცეხვავდნენ ინდივიდუალურად, ან ნადის დახმარებით გაცეხვილ ღომს ინახავდნენ ნალიაში (შემდგომ ნალია ჩაანაცვლა სასიმინდემ) ან…