Skip to main content

Posts

Showing posts from January, 2017

გურული ცეკვა

დიმიტრი ბაქრაძე გურული ცეკვის შესახებ 1873 წელს 7 აგვისტოს ღამე გურიაში ბახვის ღვთისმშობლის ეკლესიის მახლობლად გავათიე ერთი ადგილობრივი მღვდლისას, ხოლო მეორე დღეს წირვის შემდეგ სადილად მიმიპატიჟა. ბახვისწყლის მარჯვენა ნაპირზე თავად დ. კ. გურიელის მოურავმა ბახუტაძემ. მასთან 60 კაცზე მეტმა მოიყარა თავი. ბახუტაძის ოჯახში მე ვნახე გურულთა ცეკვა-თამაში, სწორედ იმ სახით, როგორც იგი აღწერა გურიაში დიდი ხნიდან მცხოვრებმა გაზეთ „ტიფლისკი ვესტნიკის“ კორესპოდენტმა. ეს ცეკვა-თამაში კარგად ახასიათებს გურულის მკვირცხლ ბუნებას, ყველასთვის განსაკუთრებით საინტერესო უნდა იყოს საშიში ცეკვა ხანჯლებით, რაცა თუ არ ვცდებით მხოლოდ გურიაში იციან ტიფლისკი ვესტნიკიდან შემოკლებით მომყავს ის ადგილები, რომლებიც ამ საგანს ეხება: საეკლესიო დღესასწაულები, ამბობს კორესპოდენტი, როგორც გურიაში, ისე ყველგან საქართველოში სახალხო ზეიმია, რომელსაც არა მარტო ახლო-მახლო სოფლებიდან და ქალაქებიდან ესწრებიან, არამედ სხვა გუბერნიებიდან და რამდენიმე ათეული ვერსიდან. ადგილობრივი მოსახლეობა მთელი კვირით ადრე იჭერს თადარი

აბდულ-აღას ლაშქრობა გურიაში

მესხეთის მფლობელს, აბდულ-აღას შეუყრია თავის მხედრობა, გადმოუტარებია აჭარის მთებზედ და შემოპარულა ს. ასკანაში , რომელიც მდებარეობს აკეთსა და აჭარის მთებს შუა. აქ ვერავინ უნახავს და ამიტომ გამოუშურებია ს. აკეთისკენ. ამ დროს აქ თავდგირიძეთაგანი არავინ არ ყოფილა შინ, სოფლელებს კი, უეცარის შემოსევისაგან თავზარ დაცემულებს, აუღიათ თავიანთი ბარგი-ბარხანა და აქვე მდებარე ტყეში შესულან, რათა თავისი ცოლშვილი და ბარგი გაეხიზნათ და მერმე უშიშრად შებმოდნენ თათრებს. უკანასკნელნი მოსდებიან სოფელს და მთლად აუოხრებიათ; ვინც უნახავთ, ზოგნი მოუკლავთ და ზოგნი ტყვედ წაუყვანიათ. მერმე შესულან ზემოხსენებულს მაცხოვრის ეკლესიაში, მაგრამ საეკლესიო ნივთეულობა არა დახვედრიათ-რა, მხოლოდ აუტეხნიათ შიგ თოფის სროლა და მთლად შეურყევიათ კედლები და გუმბათი. ამ დროს მოვარდნილა საიდგანღაც სარდალი მამუკა (?) თავდგირიძე, მოუგროვებია გაფანტული სოფლელები, მოუწოდებია სხვა ახლო სოფლელებისთვისაც და შეჰბმია თათრებს. ბრძოლის დროს თათრები დამარცხებულან და უკადრებიათ უკან გაქცევა, მაგრამ სოფლელები გამოსდგომიან უკან, დასწევიან წყა