Skip to main content

Posts

Showing posts from October, 2016

ალიხანოვის კვალდაკვალ

რუსეთის იმპერიის გენერალი მაქსუდ ალიხანოვ-ავარსკი, ოზურგეთის პატარა ისტორიის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი პერსონაჟი, ე. წ. 9 აპრილის პარკის ერთი ნაწილის მონგრევამ გამახსენა. ამ ადგილის, ოზურგეთის ძველი საპარასკევოს პირველი მასშტაბური ნგრევის „შემოქმედი“ სწორედ ალიხანოვის სადამსჯელო რაზმი იყო. მანამდე კი საპარასკევო ქალაქის გული იყო. ოზურგეთში, სხვა ფეოდალური ქალაქების მსგავსად, ქალაქის ცენტრს ფეოდალის სასახლის წინ მდებარე მოედანი წარმოადგენდა. გურიის მთავრების, გურიელების სასახლე ამჟამინდელი ისტორიული მუზეუმის ტერიტორიაზე იდგა, მის წინ კი გაშლილი იყო ქალაქის ცენტრალური მოედანი ე.წ. საპარასკევო, რომელიც ქალაქში შემომავალ ორ მთავარ შარაგზას: ქუთაისისა (დღეს აღამაშენებლის) და ლიხაურის ქუჩებს (თაყაიშვილი) აკავშირებდა. ეს ტერიტორია სწორედ დღევანდელი 9 აპრილის პარკია. ცხადია, ეს დუქნებითა და მაღაზიებით სავსე მოედანი არ იყო პარკი დღევანდელი გაგებით, მაგრამ საპარასკევო წარმოადგენდა  საჯარო სივრცეს, ქალაქის (და არა მხოლოდ ქალაქის) მცხოვრებთა თავშეყრის მთავარ ადგილს. ქალაქის საზოგადოებრ