Skip to main content

Posts

Showing posts from March, 2016

ხალხოსნობა გურიაში

XIX საუკუნის 70-80 წლებში რუსეთის იმპერიაში თავი იჩინა ხალხოსნურმა მოძრაობამ, ე. წ. ნაროდნიკობამ.  ის გულისხმობდა განათლებული ელიტის მიერ მეფის რეჟიმის საწინააღმდეგო იდეების გავრცელებას გლეხებში. ამ მოძრაობას კარგი ნიადაგი დახვდა საქართველოში, სადაც სტუდენტების უმრავლესობა გლეხობის ფენიდან იყო და სოფელს არ იყვნენ მოწყვეტილები. გურიაში ხალხოსნობას სათავეში ედგნენ ისიდორე ქიქოძე და გიგო შარაშიძე . ისიდორე გიორგის ძე ქიქოძე იყო პეტერბურგის სამედიცინო აკადემიიდან გარიცხული სტუდენტი. დაიბადა 1850 წელს ბახვში. ის სწორედ ნაროდნიკობის გამო გარიცხეს სასწავლებლიდან. 1875-77 წლებში იმალებოდა ქვემო გურიაში, რომელიც იმ დროს ოსმალეთის იმპერიას ეკუთვნოდა და იქედან  ხელმძღვანელობდა ხალხოსნურ მოძრაობას გურიასა და სამეგრელოში. მას პირდაპირი კავშირი ჰქონდა საქართველოში ხალხოსნური მოძრაოის ერთ-ერთ მეთაურ მიხეილ ყიფიანთან . გიგო შარაშიძე ( ქრისტინე შარაშიძის მამა) პედაგოგი იყო და 1869-74 წლებში ძიმითის საზოგადოების სკოლაში ასწავლიდა, 1874 წელს კი გაბრიელ ქიქოძის მიწვევით ბახვის სკოლას ჩაუდგ