Skip to main content

Posts

Showing posts from June, 2015

გურულები - პოლ ნადარის ფოტოები / Photographs of Gurians by Paul Nadar

გურული მილიციონერები პოლ ნადარის, ფრანგი ფოტოგრაფის ფოტოებზე. ნადარი ბათუმში ფოტოებს 1890 წელს იღებდა. ფოტოებზე აღბეჭდილია გურულები, რომლებიც დრუჟინაში, იმავე მილიციაში მსახურობდნენ და ბათუმში იდგნენ  ამავე თემაზე:  გურულები - ალექსანდრე როინაშვილის ფოტოები გურია - ერმაკოვის ფოტოები გურულები - ვლადიმერ ბარკანოვის ფოტოები

გურია - ერმაკოვის ფოტოები / Photographs of Guria by Dmitri Yermakov

დიმიტრი ერმაკოვი, რუსი ფოტოგრაფი, რომელსაც თბილისისა და კავკასიის უამრავი საინტერესო ფოტო ეკუთვნის, 1877-78 წლებში, რუსეთ-თურქეთის ომის დროს სტუმრობდა გურიას. მაშინ სწორედ გურიაში გადიოდა ფრონტის ერთ-ერთი ხაზი. ჯუმათის მონასტერი / 6402 Джуматы. Монастырь близъ гор Озургеты. въ Гурщ сер обр изоб Архангела Гаврила съ саблей მიქაელ მთავარანგელოზის ხატი ჯუმათიდან გურულები ეროვნულ სამოსში მოძრავი ტელეგრაფის სადგური ოზურგეთში / 2134 Озургеты. Походная телегр карета въ Озургетахъ ოზურგეთის ხედი 128 Озургеты. Общий видъ городка  გურული ჩავლადრები ომში ქართველთა რაზმი ხუცუბანთან რუსული არტილერია გვარასთან / 2043 Нижние-Гвари. Осадныя орудия (осаждали 29-го аяръля г Кобулетъ) Кобулетский отрядъ въ лагери у позиции Хуцъ-УбАни. Командиръ кап Кармаковъ, близъ г Озургетъ რუსული სამხედრო ბანაკი ციხისძირთან ციხისძირი ქობულეთლები ციხისძირში 41-ე საარტილერიო ბრიგადა ციხისძირში ქართველი ოფიცრები ციხისძირში გურულები ციხისძირ

დიუბუა დე მონპერეს გურია/ Guria by Dubois de Montpéreux

მარი-ფრედერიკ დიუბუა დე მონპერე იყო შვეიცარიელი მოგზაური, რომელმაც საქართველოში და მათ შორის გურიაში 1831-34 წლებში იმოგზაურა.  ტექსტი აღებულია აქედან ლიხაური . რაინეგსისა და გიულდენშტედტის მიერ ხოტბაშესხმული ეს ქვეყანა რომ მენახა, რამდენიმე ექსკურსია ჩავატარე. თავდაპირველად გადავწყვიტე მენახა ლიხაური, რომელიც აჭარის მთების მიმართულებით 8 ვერსზე, სიღრმეში მდებარეობს. გადავედით ბჟუჟზე და ლამაზ და მდიდარ ხეობას ავუყევით. იგი ფეტვისა და სიმინდის ყანებით და ვაზებმიშვებული ხეებით იყო დაფარული. აქ მოედინებოდა უამრავი პატარა ღელე, რომლებიც აჭისწყალში ჩაედინებიან. ასეთი რელიეფის მქონე მხარეს, მისი სიგანიდან გამომდინარე, შეიძლება ეწოდოს დაბლობი. აქ წინათ მოწყობილი იყო კარანტინი, რომელიც დღეს, ახალი წესდების თანახმად, გაუქმებულია. ლიხაურის ხეობის სამხრეთით აღმართულია გურიის მთები, რომელთა ძირითადი თხემებიც თოვლით არის დაფარული. მათ მომრგვალებული ფორმა აქვთ და შეფენილნი არიან ტყეებით; მხოლოდ ერთი მწვერვალი, ლიხაურის სამხრეთ-დასავლეთით, გამოირჩევა თავისი პირამიდისებური ფორმით. ეს არის დიდი, პორფი

ვარლამ ვაშალომიძე

ვ. ჭანუყვაძე, „ლენინის დროშა“ N41 , 1961 წ გვ. 3 მშრომელი, მომღერალი გურული ხალხური სიმღერების ოსტატები მთისპირელი ვაშალომიძეების ოჯახში ყველა მღეროდა. ბინდი რომ ჩამოწვებოდა და ნაშრომ-ნაჯაფნი ქოხს დაუბრუნდებოდნენ, არტემი ცოლ-შვილს შემოიკრებდა და სიმღერას დასძახებდა. მღეროდნენ მხირულსა და ლირიულს, ნაზსა და მჭექარეს, საყვარელ სიმღერებს, მუსიკალურ ბგერებში ათავსებდნენ დარდსაც და სიხარულსაც.  ვარლამი პატარა იყო. მამა ზოგჯერ მასაც მიუბრუნდებოდა და ეტყოდა - აბა ერთი წამოუწყე! და ბიჭიც თავისებურად წაფავდა ხმას, ცდილობდა დაუფლებოდა ხალხურ კილოს. მას პატარაობიდანვე უყვარდა სიმღერა და მაინც მომღერლის მაგივრად თორმეტი წლისა მჭედელს მიაბარეს შეგირდად. უჭირდა მძიმე უროს გრდემლზე რახუნი, მაგრამ სხვა გზა არ იყო, ღარიბ ოჯახს შემხიდე სჭირდებოდა.  სამჭედლო თემის დუქანთან ახლოს იდგა და ვარლამს ხშირად ესმოდა, როგორ ავარჯიშებდა გურული სიმღერების ცნობილი მთქმელი სამუელ ჩავლეშვილი თავის მოწაფეებს. ვარლამს განსაკუთრებით უყვარდა ის დღეები. ოსტატიდან ნებართვას აიღებდა და დუქნის კარებს

მე-18 არმიის მუზეუმის გახსნა ოზურგეთში / Museum of 18th Army Opening

1981 წელს მახარაძეში გაიხსნა მე-18-ე არმიის საბრძოლო დიდების მუზეუმი, მუზეუმი 1878-81 წლებში შენდებოდა. მე-18 არმიის სარდალი იყო კონსტანტინე ლესელიძე, გურიიდან, რომელიც ხვარბეთში დაიბადა და ოზურგეთში გაიზარდა. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ალბათ ის იყო, რომ ლეონიდ ბრეჟნევი იყო მე-18 არმიის პოლიტიკური მდივანი მეორე მსოფლიო ომის დროს. საბჭოთა კავშირის სხვა ქალაქებში, მაგ ნოვოროსკიისკში იყო ასეთივე მუზეუმი (1982 წ.). მუზეუმის მშენებლობას შეეწირა ქალაქის ცენტრის მანამდე არსებული, თუმცა არც ისე ძველი შენობები: რესტორანი „იზაბელა“ და თეატრის, მოგვიანებით კულტურის სახლის შენობა. მშენებლობას წინ უძღოდა შესაბამისი პროპაგანდა . 1981 წლის 18 დეკემბერს გახსნას ესწრებოდა ცკ-ს პირველი მდივანი ედუარდ შევარდნაძე. დღეს ამ შენობაში ოზურგეთის ისტორიული მუზეუმია განთავსებული.