Skip to main content

Posts

Showing posts from May, 2015

გურიის სახალხო სასამართლო

რუსული მმართველობის დამყარებამდე გურიაში გამოიყენებოდა ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნი, ასევე გავრცელებული იყო ჩვეულებითი სამართალი. სასამართლო წარმოებაში ფართოდ გამოიყენებოდა ორდალი, როგორც მტკიცებულების სახე. მას ერქვა "ღვთის მსჯავრი", ეს იყო  მდუღარითა და გახურებული რკინით ეჭვმიტანილის გამოცდა. შანთი და მდუღარე საყოველთაოდ გავრცელებული საშუალება იყო სერიოზული დანაშაულის, მკვლელობის, ტყვეთა სყიდვის და სხვათა გამოსამჟღავნებლად. ბრალდეულის ნება იყო, შანთს აირჩევდა თუ მდუღარეს. გამოცდის ამბავს წინასწარ მოახსენებდნენ მთავარს, ხოლო შემდეგ შეუდგებოდნენ თვით პროცესს. ბრალდებულს მისი მოძღვარი ზეთს უკურთხებდა, ესწრებოდა მის შვიდდღიან ლოცვას და აღსარებას ათქმევინებდა. თუ აღსარებისას იგი დანაშუალში გამოტყდებოდა, გამოცდა ზედმეტი იყო და დამნაშავე ისჯებოდა; მაგრამ  თუ არ აღიარებდა, მაშინ ნიშნავდნენ გამოცდის ადგილს, მეტწილად იქ, სადაც იმჟამად მთავარი იმყოფებოდა: ოზურგეთში , შემოქმედში , ან დვაბზუში . გამოცდას ესწრებოდნენ, თუ მთავარი არა, სხვა თანამდებობის პირნი მაინც: მდივანბე

რას ნიშნავს ხეები ოზურგეთისთვის

„მარმარილოს სახლებს შორის, ფერდობზე მწკრივად ჩადიოდნენ,  თვალს რაღაც აკლდა - არცერთი ხე არ იდგა ქუჩებში“ ბოროტების ქალაქ კამორას აღწერიდან „სამოსელი პირველი“, გურამ დოჩანაშვილი   ადამიანები, რომლებიც პატივისცემით არ ეპყრობიან  ბუნებას, მდინარეებს, ტყეებს და ჭაობებს, ვერასდროს გახდებიან ჭეშმარიტი მმართველები ზოუს დინასტია 700-256 რა ფუნქციას ასრულებს ხეები ქალაქში? ხეები, განსაკუთრებით დიდი ხეები, უაღრესად მნიშვნელოვანია ქალაქისთვის და არა მხოლოდ სილამაზის თვალსაზრისით. მართალია ხეები ქალაქში დეკორატიულ ფუნქციას ასრულებენ და ნამდვილად, ხეები ალამაზებს ქალაქს, მაგრამ გარდა სილამაზისა ხეებს პრაქტიკული დანიშნულებაც აქვთ. ერთია ფოტოსინთეზი : ჟანგბადი, რომელსაც მცენარე გამოყოფს, აუცილებელია ჩვენი ორგანიზმებისთვის და ჰაერის ხარისხი ქალაქში მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მწვანე ნარგავების რაოდენობაზე.  კანადის გარემოს დაცვის კვლევითი ცენტრის თანახმად, საშუალოდ ერთი ხე ას ოც კილოგრამ ჟანგბადს გამოყოფს. ორ ზრდასრულ ხეს ოთხკაციანი ოჯახისათვის საკმარისი ჟანგბადის გამოყო

გურიის მოსახლეობის სტატისტიკა

2014 წლის მონაცემებით გურიის მოსახლეობა 113 221 ადამიანია. ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 1926 წლის შემდეგ. გურიის მოსახლეობა 1831 წლიდან დღემდე ჩანს, რომ გურიის მოსახლეობა მზარდია მეფის რუსეთის დროს, კლება ფიქსირდება 1911-დან 1921 წლამდე. სავარაუდო მიზეზებია პირველი მსოფლიო ომი და რუსეთის მიერ ოკუპაცია. მოსახლეობის რაოდენობა ზრდადი იყო საბჭოთა დროს, 1926-1989 წლებში.  ყველაზე დიდ კლებას გურიის მოსახლეობა 1989 წლიდან დღემდე განიცდის, ბოლო 25 წელიწადში მოსახლეობა 45 ათასზე მეტი ადამიანით შემცირდა. ეთნიკური და რელიგიური შემადგენლობა 1888 წელს გურიის მოსახლეობა (75859) პრაქტიკულად მთლიანად მართლმადიდებელი იყო, გარდა ქალაქ ოზურგეთში მცხოვრები 39 კათოლიკე სომეხისა (ქალაქის მოსახლეობის 3%) და სოფლებში მცხოვრები 182 სუნიტი მუსლიმისა.  მოსახლეობა რაიონების მიხედვით ლანჩხუთის რაიონი კარგად ჩანს, რომ ლანჩხუთის რაიონის მოსახლეობის რაოდენობა შექმნიდან 2002 წლამდე სტაბილური იყო.  ჩოხატაურის რაიონი კარგად ჩანს, რომ ჩოხატაურის რაიონის მოსახლეობის რაოდენობა

ნოე ჟორდანია - დემოკრატიის ძირითადი პრინციპები

წიგნიდან „დემოკრატია“, პარიზი, 1933 ხალხი სოციოლოგიური ცნებაა, დემოკრატია - პოლიტიკური. ხალხის გადაქცევა თვითმართველ საზოგადოებად ანუ დემოკრატიათ შესაძლებელია მხოლოდ ამ სოციოლოგიური ერთეულის ბაზაზე, მის მიუცილებელ, ბუნებრივათ ბოძებულ, გარდაუვალ სოციალურ თვისებებზე. ამ ერთეულის ცენტრალური ფიგურაა ადამიანი, მისი ინტერესები, მისი მოთხოვნილებები, მისი საარსებო საშუალებები, მისი წარსული, აწმყო და მომავალი. მაშასადამე, ცხოვრების მტელი დაწყობილება, საზოგადოების მტელი ურთიერთობა უნდა ემსახურებოდეს აი ამ ადამიანს და მის მოთხოვნილებათ. მსაჯული ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს მხოლოდ ის, მხოლოდ მას შეუძლია გაზომოს ამ დაწესებულებათა სიავკარგე, მათი მიზანშეწონილობა და დანიშნულება. რაკი ადამიანია საზომი ყველა სოციალური მოვლენის, ნივთის და იდეის, ცხადია, ამით აღიარებულია ისიც, რომ ის არის ტავისთავის პატრონი და ბატონი, თავის მოქმეების მომფიქრებელი, ხელმძღვანელი და გამტარებელი, თავისი კერძო თუ საერთო საქმეების ამწყობი და გამძღოლი. ეს მის არსებასთან შეკავშირებული, განუყრელი თვისებაა, ეს ასე ვთქ