Skip to main content

Posts

Showing posts from January, 2015

გურიის გაუქმებული მუზეუმები

1951 წელს გურიაში მოქმედებდა ორი მუზეუმი და იგეგმებოდა მესამის გახსნა. ამჟამად გურიაში ცხრა მოქმედი მუზეუმია. აქ კი წარმოდგენილია  ადრე მოქმედი და გაუქმებული მუზეუმების სია: ფილიპე მახარაძის სახლ-მუზეუმი გონებისკარში . მუზეუმი გაიხსნა 1957 წ. სახლი ჯერ კიდევ დგას ვლადიმერ ნემიროვიჩ-დანჩენკოს სახლ-მუზეუმი  შემოქმედში, მოქმედებდა 1983-1990 წწ ნასაკირალის ბრძოლის  მუზეუმი ცხავათის მთაზე შენობის კვალიც აღარაა შემორჩენილი კონსტანტინე ლესელიძის სახლ-მუზეუმი სოფელ ხვარბეთში ბახვის მუზეუმი, დღეს აღარ არსებობს ჭიჭიკო ბენდელიანის მუზეუმი გორაბერეჟოულში ვარლამ სიმონიშვილის სახლ-მუზეუმი შემოქმედში, გაიხსნა 1984 წელს ბორის ძნელაძის მუზეუმი სოფელ ბურნათში მახარაძელ და გენიჩესკელ კოლმეურნეთა მეგობრობის მუზეუმი შრომაში N1 საშუალო სკოლასთან მოქმედი მუზეუმი ლიხაურის საშუალო სკოლასთან მოქმედი მუზეუმი ანასეულის ინსტიტუტის მუზეუმი ფილიპე მახარაძის სახლ-მუზეუმი დანჩენკოს მუზეუმის გახსნა

ძმები გურიელები / Gurieli Brothers

ჯამბაკურ (იგივე ჯაბა) გურიელი  (დ? - გ. 1902) და მისი ძმა ტელემაკი ცნობილი მგალობლები იყვნენ. ზიჩიმ ჯამბაკური გამოიყენა ფარსადან მეფის ტიპაჟისთვის. ტელემაკს დაბადებით ალექსანდრე ერქვა. გატაცებული იყო ქართული რუსული, ევროპული და ელინურ-ლათინური ლიტერატურით, განსაკუთრებით ბერძნული მითოლოგიით და ამიტომ დაირქვა ტელემაკი, ხოლო ქალიშვილს იუნონა დაარქვა. იყო ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი 1915 წლიდან. ცხოვრობდა რაღაც პერიოდი ევროპაში. გარდა ქართულისა და რუსულისა, იცოდა ინგლისური და ფრანგული ენები. მამია გურიელი პოეტი იყო. ჯამბაკურ გურიელი / Djambakur Gurieli   ჯამბაკურ გურიელი ნაბდით     ჯამბაკურ გურიელი ჩოხაში ჯამბაკურ, ტელემაკ, ვარდენ და მამია გურიელები  ჯაბაკურის მეუღლე ჯამბაკური ცოლ-შვილთან ერთად ტელემაქ გურიელი / Telemachus Gurieli ტელემაკი ტელემაკი მამია გურიელი / Mamia Gurieli მარიამ მელიქიშვილი, მამია გურიელის მეუღლე