Skip to main content

Posts

Showing posts from April, 2014

ოზურგეთის საქალაქო თვითმმართველობა

გურის სამთავროს რუსეთის იმპერიის მიერ ანექსიის შემდეგ, 1840 წელს, შეიქმნა გურიის მაზრა (1846 წლიდან ეწოდა ოზურგეთის მაზრა) და ოზურგეთი გამოცხადდა სამაზრო ქალაქად, მაგრამ თვითმმართველობის უფლება მას არ მინიჭებია. მაზრა იმართებოდა საპოლიციო წესით, მაზრის უფროსის მიერ, რომელსაც ხელისუფლება ნიშნავდა.   1870 წელს მიღებულ იქნა საქალაქო დებულება, რომლითაც იმპერიის ზოგ ქალაქს მიენიჭა თვითმმართველობის უფლება მაგრამ ეს არ შეეხო ოზურგეთს. ოზურგეთმა თვითმმართველობის უფლება მიიღო 1896 წელს, როცა მოქმედებდა იმპერატორ ალექსანდრე მესამის მიერ შეცვლილი ახალი საქალაქო დებულება, რომელიც 1870 წლის დებულებასთან შედარებით, უფრო ავიწროვებდა მოქალაქეთა საარჩევნო უფლებას და უფრო ზღუდავდა თვითმმართველობის უფლებებს. საქალაქო თვითმმართველობის პირველი არჩევნები ოზურგეთში ჩატარდა 1896 წელს. თვითმმართველობა შედგებოდა ქალაქის საბჭოსგან (საკრებულო), სადაც შედიოდა 15 წევრი, ქალაქის თავისგან (მერი) და მისი ამხანაგისგან (მოადგილე). ქალაქის თავი საბჭოს მიერ აირჩეოდა და გადაყენაბაც მასვე შეეძლო. საარჩევნო უფლება მინიჭებ

ქაიხოსრო გურიელის სიგელი აჭის ეკლესიას

შენ, დიდებულო ღუაწლისა მძლეველო მხედარო, მრავალთა სასწაულთა მოქმედო, რომელმან იცან ერთი სამებისაგანი ქრისტე უფალი ღმერთი ჩვენი, არცხვინე ურწმუნოთა და იწამე ქრისტესთვის და მან მოგვცა სამას სამოცდახუთი სასწაული მოქმედება, ზღუათა და ხმელეთთა განთქმულო, მოწამეთა მთავარო, წ-ო გიორგი აჭისაო, გევედრები მე გურიელი ქაიხოსრო. მას ჟამსა, ოდეს თქვენს საყდარს სიმაგრეშიდ ვიყავით, გამოგვიზახა დადიანმან ვამეხმან თავს დასასახმელი დიდი ლაშქარი  - იმერელნი, ოდიშარნი, შარვაშიძე; ჩვენი საპატიო კაცებიც თან ახლდნენ. მოგიხდნენ და შუა გურია დაარბიეს და შენს მეტი ღონე აღარ მქონდა და შიგ თქვენს ტაძარშიდ შევიკაზმეთ, მოვედით ოზურგეთს; სასახლეში დამაგრდნენ ისინი. დავესხით თავსა, გურული ჩვენი საპატიო კაცები დავირჩინეთ, წამოვიყვანეთ; მეორეს დღეს ციხე-დარბაზი ევიღეთ. გიორგი შოუსტანი, დადიანის ძმა ლიპარტიანი, ჭილაძე, მიქელაძე, ჯიჯავაძენი, ანჩაბაძენი, ჯუმათელი სესიასშვილი სარდალი იყო, - ესენი ყველა დავირჩინეთ. მოვედით თქვენს წინაშე გამარჯვებულნი ძალითა და შეწევნითა შენითა. შემოგწირეთ ერთი კუამლი კაცი მამუკა სალუქვაძე, მ

დიმიტრი ბაქრაძე გურიის შესახებ

დიმიტრი ბაქრაძე იყო ქართველი ისტორიკოსი, არქეოლოგი და ეთნოგრაფი, პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. ბაქრაძემ გურიასა და აჭარაში იმოგზაურა 1873 წელს, მოინახულა შემორჩენილი ისტორიული ძეგლები, შეაგროვა სიგელ-გუჯრები და ნანახი აღწერა წიგნში „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“ გურიაში მოგზაურობაში დიმიტრი ბაქრაძეს, როგორც თითონ აღნიშნავს, დაეხმარნენ ეპისკოპოსი გაბრიელი, გრიგოლ დავითის ძე გურიელი და დიმიტრი ქაიხოსროს ძე გურიელი. მარშრუტი : სამტრედია, ორპირი (საჯავახო), ოზურგეთი, ბათუმი, აჭარა, ჭვანა, ხინო, კობალაური, ტყემაკარავი, ჭახათი, ქაქუთი, ოზურგეთი, ლიხაური, ჭანიეთი, აჭი, ოზურგეთი, შემოქმედი, გონებისკარი, გომი, უჩხობი, ბაღდადი, ბახვი, ოქროსქედი, ასკანა (მთისპირი), ვანისქედი, ბასილეთი, ხიდისთავი, ერკეთი, იანეული, ბუკისციხე, ვანი, სურები, საყვავისტყე, ნონეიშვილები, ქვემო ხეთი, ზემო ხეთი, გორმაღალი, გამოჩინებული, გოგოლესუბანი, ამაღლება, სამება, აკეთი, აცანა, ნიგოითი, ჯუმათი, ბოგილი, ბაილეთი, ზედუბანი, ვაშნარი, ოზურგეთი, ნაგომარი, ჩოხატაური გზებ

უცხოური წყაროები გურიის შესახებ

მიქაელ პანარეტოსი „ტრაპიზონს ქრონიკა“ , XIV საუკუნე 6 აგვისტოს წავედით ლაზიკეში და თვის ბოლოს, 6881 [1372] წლის დასაწყისში შევხვდით ბაგრატ მეფეს. მას შემდეგ მივედით ბათუმში, კარვები გარეთ, ცის ქვეშ დავდგით. გვქონდა 2 კატარღა და 40-მდე ნავი. იქ ვებაასეთ გურიელს, რომელიც მეფის პატივსაცემად მოვიდა. დავრჩით ექვს დღეს და უკან დავბრუნდით მე-11 ინდიქტიონს. დოკუმენტი ხელმისაწვდომია აქ პიეტრო დელა ვალე,  „ინფორმაცია საქართველოს შესახებ“ (1627) ...სამეგრელოს სამხრეთით, შავი ზღვის ნაპირს კაპადოკიისა და ტრაბიზონის საზღვარზე მართავს უძველეს მეფეთა შთამომავალი მთავარი. ამ სახელმწიფოს ეწოდება გურიელი და ჩემი აზრით კაპადოკიის ან კოლხეთის ნაწილი უნდა იყოს. ჩემი აზრით, მთავრის სახელი იესე უნდა იყოს. ვფიქრობ მისი ოჯახიდან უნდა იყოს მიტროლოპიტი, რომელიც ახლა ხელმძღვანელობს მთელ ქართულ ეკლესიას, რომელიც არ ემორჩილება სპარსეთის მეფეს... არსებობს სამი სხვა ქართველი მთავარი, იმერეთის, ოდიშისა და გურიელის, რომლებიც გამუდმებით აგრძელებენ აყვავებას და ინარჩუნებენ მათ სამფლობელოებს სიმდიდრეში და

გურიის უცნობი სოფლები

გურიის სოფლები, რომლებიც დღეს სოფლის სახით აღარ გვხვდება. ზოგიერთი ტოპონიმი გამქრალია, ზოგიერთი კი შეერწყა სხვა სოფელს ბუხულვაური ბულუხვაურს იხსენიებს დიმიტრი ბაქრაძე , 1873 წელს, მდებარეობდა ნიგოითიდან ჯუმათისკენ მიმავალ გზაზე, სოფლების ზემო ჩიბათის, ბაღლეფის, ყელასა და ჩოჩხათის შემდეგ. ბულუხვაურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია არქიმანდრიტ არსენ მგალობლიშვილის მიერ 1828 წელს შედგენილ ჯუმათის ეპარქიის ეკლესიების სიაში, ასევე ფიქსირდება იმერეთის სინოდის კანტორის მეტრიკული წიგნების საძიებელში 1871-1915 წლებში. 1911 წელს ბულუხაურში ცხოვრობდა 624 ადამიანი. 1917 წლის კავკასიის კალენდრით შედიოდა ჯუმათის სასოფლო საზოგადოებაში. თარმოწამე, მთავარმოწამე მდებარეობდა ჯურუყვეთს, გულიანსა და ჯიხანჯირს შორის. იდგა წმინდა გიორგის ქვის ეკლესია. მის სამრევლოში შედიოდა 78 კომლი. იხსენიება არქიმანდრიტ არსენ მგალობლიშვილის მიერ 1828 წელს შედგენილ ჯუმათის ეპარქიის ეკლესიების სიაში. ნაურმევი მდებარეობდა ბაილეთის ახლოს, ნაურმევში შედგა ჯუმათის, სილაურის და ახალსოფლის გლეხობის შეკრება ბაილეთში პირველი მა

ოზურგეთის ცენტრის გადაკეთება, 1979

თ. კუნჭულია, ქალაქის აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე გაზეთი „ლენინის დროშა“ N 19, გვ 3. 1979 წ ქალაქში, სტალინის მოედანზე ახლო წარსულში სხვა ნეგატიურ მოვლენებთან ერთად ადგილი ჰქონდა სერიოზულ დამახინჯებებსა და შეცდომებს ქალაქ მახარაძის, განსაკუთრებით კი მისი ცენტრის განაშენიანების საქმეში. ირღვეოდა ქალაქმშენებლობისა და დაგეგმარების პრინციპები, ქალაქის ცენტრში გამოინახა ადგილი ერთსართულიანი რესტორანისათვის, იქვე გვერდით მოეწყო თონე და კაფე მიხურულ-მოხურული სათავსოების გრძელი რიგით. ქალაქში ერთ-ერთი საუკეთესო ე. წ. წყავების ბაღი თითქმის მთლიანად განადგურდა და მასში ზედიზედ აღმოცენდა სახაშე, სასაუზმე და სხვა უშნო, პროექტის გარეშე აშენებული დარაბები. დღეს ჩვენი ქალაქის განვითარება წარმოებს მიზანსწრაფულად, გენერალური გეგმის საფუძველზე, ცალკეული უბნების განაშენიანება კი დეტალური დაგეგმარების პროექტების მიხედვით. სწორედ ასე წარიმართება ქალაქის ისტორიულად ჩამოყალიბებული ცენტრის, სტალინის მოედნის განაშენიანება, სადაც უკვე დაიწყო ფართო მასშტაბის სარეკონსტრუქციო და სამშენებლო სამუშა

მაკვანეთის საბაგირო

მაკვანეთის კალინინის სახელობის კოლმეურნეობა ფლობდა ჩაის და ციტრუსის პლანტაციებს გოგიეთის მთაზე, დასახლებული ადგილიდან სამი კილომეტრის მოშორებით. პლანტაციები სრული უგზოობის გამო მოწყვეტილი იყო სოფელს. კოლმეურნეობის გამგეობამ გადაწყვიტა რომ სამანქანო გზის გაყვანა რთული რელიეფის გამო შეუძლებელი იქნებოდა და 1962 წელს გადაწყვიტა საჰაერო-საბაგირო გზა გაეკეთებინა მაკვანეთსა და გოგიეთს შორის. ქვედა სადგურის მაკეტი ის უზრუნველყოფდა კოლმეურნეების ტრანსპორტირებას, სასუქის, ჩაის ფოთლის, ტუნგის ნაყოფის, ყურძნის გადმოზიდვას. ვაგონეტები გათვლილი იყო 500 კგ-ზე და 6 კაცზე. სიჩქარე უნდა ყოფილიყო 3 მეტრი წამში. გზას უნდა მომსახურებოდა საწყისი, შუალედური და საბოლოო სადგურები. ხაზის სიგრძე გოგიეთის ჩაის პლანტაციიდან ჩაის ფაბრიკის მიმღებ პუნქტამდე იქნებოდა 1760 მეტრი. საწყის და საბოლოო სადგურებს შორის სხვაობა სიმაღლეში იქნებოდა 247 მეტრი. იდეის ავტორებს, მათ შორის კოლმეურნეობის თავმჯდომარე შ. დობორჯგინიძეს, იმედი ჰქონდათ, რომ ეს პროექტი გოგიეთის მთას ადგილობრივი მნიშვნელობის საბავშვო კურო