Skip to main content

Posts

Showing posts from March, 2014

სიმონ გუგუნავას ლექსები

გურული რევოლუციონერები

ძმები ქადეიშვილები მიქელგაბრიელის სასოფლო საზოგადოებაში ცხოვრობდნენ ცნობილი რევოლუციონერები ძმები ქადეიშვილები. ალექსანდრე ქადეიშვილის 11 შვილს შორის იყო ხუთი ძმა: ლევარსი, ვლადიმერი, გიორგი, დათა, სიო. უფროსი ძმა, ლევარსი იყო მუშა ბათუმის როტშილიდს ქარხანაში. მონაწილეობდა  1902 წლის 9 მარტს გამართულ ბათუმის მუშათა მასობრივ გაფიცვაში. 1905 წელს მოკლეს მთავრობის მოსყიდულმა პირებმა. ამას თან დაერთო უმცროსი ძმის ვლადიმერის სიკვდილი. გიორგი იყო მიქელგაბრიელის საზოგადოების გლეხების რევოლუციური ხელმძღვანელი 1901-1902 წლებში. 1903 წელს ოჯდა ქუთაისის ციხეში. გადაასახლეს არხანგელსის გუბერნიაში, იქედან დაბრუნდა მძიმედ დაავადადებული, გადაიცვალა 1931 წელს. დათა ქადეიშვილი 1900 წლიდან 20 წლის ასაკში ძმების მეშვეობით ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. 1903-1904 წლებში გლეხებისგან შეადგინა პარტიზანული რაზმები გურიის რევკომის დავალებით. 1905 წლის 1 იანვარს ზედუბნის ეკლესიის წინ აღმართა წითელი დროშა და გამოაკრა პროკლამაცია, რომლითაც გმობდა მეფის ხელისუფლებას და რელიგიურ ცრურწმენას

სტამბები გურიაში

„ოზურგეთის ისტორიაში საპატიო ადგილი ექნება დათმობილი სტამბის დაარსების ამბავს“ თედო სახოკია ქალაქი პატარაა, ძლივს აღემატება დიდ სოფელს, მისი მკვიდრნი დიდ ინტერესს იჩენენ ლიტერატურისადმი, აქვთ თავიანთი სტამბა და მრავალ საყურადღებო წიგნს აქვეყნებენ მარჯორი უორდროპი პირველი სტამბა შეკვეთილში საქართველოში, მათ სორის გურიაში 1870-იან წლებში ფართოდ გავრცელდა ხალხოსნური (ნაროდნიკული) მოძრაობა. ერთ-ერთი მთავარი ნაროდნიკული იდეა იყო განათლებისა და წიგნების გავრცელება. წიგნებისა და თარგმანების დასაბჭედად ნაროდნიკებს სჭირდებოდათ სტამბა. გურიაში მოღვაწე ნაროდნიკების ჯგუფმა არალეგალური სტამბისთვის შეარჩია მელიტონ ნაკაშიძის მამულში მდებარე საღარიბოს ტყე, შეკვეთილში. ორგანიზაციას განზრახული ჰქონდა შეეგროვებინა ფული, ეყიდათ საბეჭდი მანქანა შვეიცარიაში და ჩამოეტანათ ბათუმის ნავსადგურში. 1876 წლის ნოემერში ჟანდარმერიამ იპოვა ორგანიზაცია და გაანადგურა ის. ოზურგეთის სტამბა ოზურგეთის ლეგალური სტამბის გახსნის სათავეებთან იდგნენ ალფესი მიქელაიშვილი და კოწია თავართქილაძე. ალფესი მიქე

1919 წლის აჯანყება გურიაში

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის დროს ბოლშევიკების მომხრეებს ჰქონდათ რამდენიმე აჯანყების მოწყობის მცდელობა. მათგან ყველაზე მასშტაბური იყო 1919 წლის შეიარაღებული აჯანყება. გურიაში ბოლშევიკების აქტიურობა ჯერ კიდევ 1917 წლიდან იწყება. 1917 წლის მაისში დაარსდა მოსწავლეთა კლუბი, რომლის მიზანი იყო სოციალისტური ლიტერატურის შესწავლა. იმავე წლის 24 ნოემბერს ჩატარდა ბოლშევიკთა ოზურგეთის ჯგუფის კრება, რომელმაც მისალმება გაუგზავნა ლენინს და მიულოცა რევოლუციის გამარჯვება. 30 დეკემბერს მაშინდელი სამოქალაქო სასწავლებლის შენობაში გაიხსნა ოზურგეთის მაზრის ბოლშევიკების I კონფერენცია. ბოლშევიკთა პარტიაში ახალ წევრთა მიღება ოზურგეთში ორ ადგილზე წარმოებდა: ქალაქის აფთიაქის გამგე ფილიპე ცხომელიძესთან და მარო ლომინაძესთან სახლში, რომელიც იდგა მაშინდელი თეატრის გვერდით. ბოლშევიკთა სიმრავლე იყო სოფელ ჯუმათში . 1918 წლის 18 იანვარს ჯუმათის ბოლშევიკური ორგანიზაციის კრებამ დიდი ზეიმით აღიარა საბჭოთა მთავრობა და გაკიცხა ამიერკავკასიის კონტრრევოლუციური კომისარიატი. 1919 წლის ნოემბერში ბოლშევიკე

გურიის ხმა

1918 წლის 7 ივლისს ოზურგეთში დაარსდა პირველი ადგილობრივი გაზეთი „გურიის ხმა“. „გურიის ხმა“ იყო ყოველკვირეული, ოთხგვერდიანი გაზეთი - გურიის ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციების ორგანო. ღირდა 3 კაპიკი. მისი ლოზუნგი იყო „პროლეტარებო, ყველა ქვეყნისა, შეერთდით“. მისი რედაქტორი იყო შ. დუდუჩავა, ახალგაზრდა მარქსისტთა ოზურგეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი. გაზეთი მხარს უჭერდა საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის მთავრობას და მის შესახებ წერდა: „26 მაისი ჭეშმარიტად ისტორიული დღეა. ამ დღეს დაესკვნა საძირკველი ქართველი ერის დამოუკიდებლობას. ქართველი ხალხის კეთილდღეობისთვის თავგანწირულმა მებრძოლმა, მისი გულის მესაიდუმლემ, მისი ნებისყოფის უტყუარმა გამომხატველმა, ბრძოლის ცეცხლში გამოწრთობილმა სოციალ-დემოკრატიამ ჩამოასხა ქართველი ერის სახელმწიფოებრივი ფორმა დემოკრატიულ რესპუბლიკაში.“ გაზეთი სოციალ-დემოკრატიულ იდეოლოგიურ პლატფორმაზე იდგა. იბეჭდებოდა საგანმანათლებლო სტატიები სოციალ-დემოკრატიისა და მარქსიზმის შესახებ: მაგალითად „თანამედროვე მომენტი და მარქსიზმი“.   გაზეთში იყო რუბრიკები „სადღეისო“, „