Skip to main content

Posts

Showing posts from May, 2013

მტირალას ეროვნული პარკი

პარკში მისასვლელად უნდა ჩახვიდეთ ჩაქვში, სადაც პარკის ადმინისტრაცია მდებარეობს. იქვე ხელმისაწვდომია რუკები და შესაძლებელია პარკის სერვისების საფასურის გადახდა (კარვის გაშლის გადასახადი 5 ლარი). პარკის ადმინისტრაცია ჩაქვიდან სოფელ ჩაქვისთავამდე, სადაც ვიზიტორთა ცენტრია, 17 კილომეტრია. აქედან 10 კილომეტრი ასფალტირებულია, შემდეგ კი გრუნტის, ცუდი გზაა. ჩვენი ტაქსისტი მირზა იმ 10 კილომეტრსაც ორ ნაწილად ყოფდა. ერთ ადგილას გვითხრა: „აქამდე მიშას გზაი იყო, აწი ბიძინაისააო“. ვიზიტორთა ცენტრი მდებარეობს სოფელ ჩაქვისთავში, სადაც სულ რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს. მისდევენ მესაქონლეობას, მიწათმოქმედებას და მეფუტკრეობას. არის ორი საოჯახო სასტუმრო, რესტორანი, თავლა.  ვიზიტორთა ცენტრი ჩვენ იქ საქმე არაფერი გვქონდა, მაგრამ მაინც შევჩერდით ორიოდე წუთით, რის გამოც სერიოზულად დავაფიქრეთ რეინჯერები: ჯერ, ალბათ, უცხოელები ვეგონეთ, შემდეგ, როცა ქართულად დავილაპარაკეთ, გვკითხეს, თბილისიდან ხართო? ოზურგეთლები ვართ მეთქი, რომ ვუთხარი, კითხვის ავტორი უტყვად გაგვშორდა (თითონ შემოქმედელი ყო

აჭარა-გურიის გზები

ბახმაროსა და გომისმთის საკურორტო თვისებების აღმოჩენამდე აჭარა-გურიის ქედს მოსახლეობა საძოვრებად იყენებდა. აქ სამი ძირითადი საძოვარი ადგილი იყო: ზოტიმერია, თაგინური და ხინო. ზოტიმერია და მის ირგვლივ ადგილები: სომლია, ბაისურა, ფაფარა, საყორნია, ჯვარიუღვთო, კაცისთავიანი, კამბეჩის სარჩობი, ქორისბუდე, ჩდილა, დიდვაკე, ზედწეული - ეკუთვნოდათ ერისთავებს . ერისთავები ღორჯომის ხეობიდან ამოსულ მესაქონლეებს ახდევინებდნენ „ბალახის ბაჟს“, ეს იყო ერთი თავი  ყველი ერთ მეწველ ძროხასა და კამეჩზე და ერთი მეათედი მეწველ თხასა და ცხვარზე. არამეწველ საქონელზე ბაჟი არ ვრცელდებოდა. თაგინაურის საძოვრები ეკუთვნოდა შემოქმედის მონასტერს. აქ საქონელი აჰყავდათ ჭვანისწყლის ხეობიდან. ბაჟად იხდიდნენ ცხვარს, გადაზელილ ყველსა და პურს. ხინოს საძოვრები ეკუთვნოდათ აზნაურ იორაშვილებს.  XVII-XIX საუკუნეებში გურიის მოსახლეობა გატანჯული იყო ოსმალების თარეშის გამო . ოსმალები თავს ესხმოდნენ სოფლებს, იტაცებდნენ ხალხს, განსაკუთრებით ახალგაზრდა ქალ-ვაჟს შემდგომში გასაყიდად. ცნობილია პიროვნებები, რომლებიც სხვადასხვა ხევებსა და გა

ნასაკირალის ბრძოლა

1905 წლის თებერვალში ოზურგეთის მაზრაში მყოფ სულთან კრიმ-გირეის გურულებმა   საკუთარი მოთხოვნები წარუდგინეს . მთავრობამ მათ დაკმაყოფილებაზე უარი თქვა და გურიაში ალიხანოვ-ავარსკის დამსჯელი რაზმი მიავლინა, თუმცა საზოგადოების ზეწოლის გამო იძულებული გახდა 1905 წლის ივლისში უკანვე გაეწვია. იმავე წლის ოქტომბერში საყოველთაო გაფიცვა რუსეთში გახდა შეიარაღებული აჯანყების დაწყების ნიშანი. 11 ოქტომბერს  სუფსისა და ჯუმათის სადგურებს შორის გურულებმა გააჩერეს მატარებელი და წაართვეს იარაღი. 15 ოქტომბერს, მთელს გურიაში გამოცხადდა საერთო გაფიცვა. არც ერთი დუქანი დაუკეტავი არ დარჩენილა. შეწყდა ეტლით მგზავრობა. რევკომის რაზმებმა რამდენიმე ადგილას აყარეს ლიანდაგი და თავდასხმები მოაწყვეს სამხედრო ნაწილებზე. ჯუმათის სადგურთან დათა ქადეიშვილმა  გააჩერა იარაღით დატვირთული მატარებელი და წაართვა იარაღი, მანვე წყალწმინდაზე განაიარაღა ჩაფრები.  გაზეთი „ივერია“ 2 ნოემბერი, N195:   15 ოქტომბერს, ასე ღამის სამ საათზე, ლანჩხუთიდან მოდიოდა ფეხით საჯავახოს სადგურის დასაცველად თენგინის პოლკის ჯარი. ნიგოითსა და საჯავა

დვაბზუს გადაწვა

1905 წლის ოქტომბერი ნასაკირალის ბრძოლის  შემდეგ, როცა გურიის გლეხთა რაზმებმა ოზურგეთის მაზრის უფროსის,  ლაზარენკოს რაზმები დაამარცხა 1905 წლის 20 ოქტომბერს, ლაზარენკოს დასახმარებლად 22 ოქტომბერს ოზურგეთიდან ნასაკირალისკენ დაიძრა ოზურგეთის გარნიზონის ორი ბატალიონი (150 პლასტუნი) ნასაკირალისკენ მიმავალმა პლასტუნებმა მოკლეს 65 წლის მოხუცი, კოჭლი პავლე დვალიშვილი, რომელიც ოზურგეთიდან ერთი ვერსის მანძილზე თავის ეზოში წყაროზე პირს იბანდა. სოფელ დვაბზუში მათ გადაწვეს მილიციის პრაპორშჩიკი, 2 წმინდა გიორგის ჯვარის მქონე აზნაური ჯარისპან ღლონტის სახლი. თავად სახლის პატრონი, 60 წლის მოხუცი ჯარისპანი სახლში გამოკეტეს და ცეცხლი წაუკიდეს როგორც ოდას, ისე სამზადს, სეფას და სასიმინდეს და განაგრძეს გზა ნასაკირალისკენ. საბედნიეროდ ჯარისპანმა გამოამტვრია ფანჯარა და თავს უშველა, მაგრამ ცეცხლი ვეღარ შეაჩერა.  გრიშა დუმბაძე : „როცა ოზურგეთის გარნიზონმა გაიგო ნასაკირალზე შეტაკების ამბავი, მთელი სამხედრო ძალებით საბრძოლველად მომზადებულმა ნასაკირალისკენ გაეშურა. გზაში არავის წინააღმდეგობა არ გაუწ

გურიის გადაწვა 1906 წ.

გურიაში დამსჯელი რაზმის გაგზავნის შესახებ ბრძანება გამოიცა 1905 წლის 28 ოქტომბერს. ის გამოქვეყნდა ჟურნალ „ ივერიაში“ N194, 31 ოქტომბერი 1905 წელი კავკასიის სამხედრო ოლქის ბრძანება N299 28 ოქტომბერი 1905 წ, ტფილისი რადგანაც არეულობამ იფეთქა ქუთაისის გუბერნიასა და ბათუმის მხარის მცხოვრებთა შორის, განსაკუთრებით კი  გურიაში, სადაც აღარ ემორჩილება ხალხი მთავრობის მოხელეებს , შეიარაღებულნი თავს ესხმიან ჯარებს, ანგრევენ რკინის გზას, მთავრობის დაწესებულებათ, გიბრძანებთ შეადგინოთ განსაკუთრებული საექსპედიციო - რიონის რაზმი ზემოხსენებულ აჯანყებულ მცხოვრებთა დასამორჩილებლად და დასაწყნარებლად. ამ რაზმში ჩაირიცხოს კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების შემდეგი ნაწილები ქვეითი ჯარის 1. სამი ბატალიონი ერევნის მე-13 ლეიბ-გრენადერთა პოლკისა 2. სამი ბატალიონი მე-14 გრენადერთა გრუზინსკი პოლკისა 3. ყუბანის კაზაკთა ჯარების მე-2 პლასტუნის ბატალიონი 4. მე-33 ქვეითი დივიზიის ტყვიისმფრქვეველთა როტა 5. ოთხი ასეული პოლტავის მე-2 კაზაკთა პოლკისა არტილერიისა 6. სამთო ბატარეია კავკასიის მსროლელთა არტილერიის დივიზიონისა 7.

გურული რევოლუციონერების ავტობიოგრაფიები

ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის ფონდებში დაცულია რამდენიმე ავტობიოგრაფია და ბიოგრაფია, რომლებიც 1905 წლის მოვლენების უშუალო მონაწილეებს ეკუთვნით. ისინი ხელისუფლების დავალებით დაიწერა 1950-იან წლებში და იძლევიან გარკვეულ ცნობებს 1900-იანი წლების გურიის შესახებ მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი გრიგოლ დუმბაძის მოგონებებია. გრიგოლ, იგივე გრიშა ამბაკოს ძე დუმბაძე დაიბადა 1869 წელს შემოქმედში. 1902 წლიდან ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში კიევში. 1904 წელს დაბრუნდა გურიაში, სათავეში ედგა  გურიის რევოლუციური კომიტეტის  რაზმს.  „გურიის რესპუბლიკის“  პერიოდში იყო სამხედრო შტაბის უფროსი. 1908 წელს მეფის ხელისუფლებამ მას  დაუსწრებლად მიუსაჯა   გადასახლება, კატორღა. დუმბაძე მიიმალა შუა აზიაში, ქალაქ ბუხარაში. საქართველოში დაბრუნდა საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ. გარდაიცვალა 1962 წელს. გრიშა დუმბაძე მარცხნივ, ფოტო აქედან მახარაძეში, სადაც ახლა ფოსტაა, სტალინის ქუჩაზე გველოდებოდა სანდო მეეტლე სიმონ გორგოშიძე თავისი ეტლით მეფის მთავრობის დროს გურიის აღმოსავლეთის ნაწილი შეადგენდა ერთს საბოქაულოს,