Skip to main content

ექვთიმე თაყაიშვილი გურიის რესპუბლიკის შესახებ

დეპუტაცია მეფისნაცვალ ვორონცოვთან

1905 წლის მანიფესტის გამოცხადების წინ, როგორც ცნობილია, გურიის საქმე დიდად გართულდა. მეფისნაცვალმა ვორონცოვ-დაშკოვმა ალიხანოვის ჯარი გაგზავნა გურიის დასასჯელად. ეგ რომ ჩვენ შევიტყეთ, თავზარი დაგვეცა, რადგანაც გურიას განადგურება ელოდა. შეიკრიბა მთელი ინტელოგენცია, ყველა პარტიების წარმომადგენლები, სამღვდელოება და გადაწყვიტეს დეპუტაცია გაეგზავნათ ვორონცოვთან და ეთხოვნათ მისთვის, რომ დამსჯელი რაზმი უკან დაებრუნებია. დეპუტატები ამოირჩიეს ილიას მეთაურობით, რომელსაც ვორონცოვი უნდა დაერწმუნებია, რომ გურია დამშვიდდება და აღარავითარ წინააღმდეგობას არ გაუწევს მთავრობას. წავიდა ილია დეპუტაციით. დიდი მოლაპარაკებების და თხოვნის შემდეგ დაითანხმეს ვოროცოვი. მან ალიხანოვი სამტრედიიდან დააბრუნა უკან. მაგრამ ამის შემდეგ არ გასულა ერთი თვე, რომ გურული რევოლუციონერები ნასაკირალზე თავს დაესხნენ ერთ როტა რუსის ჯარს და სანახევროდ ამოსწყვიტეს. მთავრობამ ახლა უფრო გაძლიერებული ჯარით გაგზავნა ალიხანოვი, რომელსაც გრიაზნოვის კარნახით ასეთი ინსტრუქცია მისცეს: სადგურ ნატანებიდან დაწყებული შვიდ ვერსზე ყოველმხრივ ოზურგეთამდის და შემდეგ ოზურგეთის ზემოთაც მთელი სოფლები მოესპოთ, სახლები გადაებუგათ და მცხოვრებნი დაეპატიმრებინათ.

ქართველი ინტელიგენტები ხელმეორედ შევიკრიბეთ დავით სარაჯიშვილის ბინაზე... შეიქმნა ბაასი, თუ რა ზომა მიგვეღო... რომ გურია დაღუპვას გადაგვერჩინა. სხვა საშუალება არაფერი იყო, ხელმეორედ უნდა გაგვეგზავნა დეპუტაცია და გვეთხოვა დაბრუნება ალიხანოვის დამსჯელი რაზმისა...

მიგვიღო ვორონცოვმა თავის კაბინეტში. ვორონცოვი ყურადღებით უსმენდა ყველას... ბოლოს მან პასუხად გვითხრა: მე ახლა ჯარის დაბრუნება უკან აღარ შემიძლია, ეს ყოვლად შეუძლებელია იმ ამბავის მერე, რაც გურიაში მოხდა.

ამ პასუხის შემდეგ ნებართვის გამოუთხოვნელად მე დავიწყე ლაპარაკი. მინდოდა, ასე თუ ისე პასუხი გამეცა მისი გადაწყვეტილების გამო.

ჩემს სიტყვაზე ვორონცოვი ცოტა ხნით გაჩუმდა და გამოგვიცხადა: „დავფიქრდები და შემდეგ გაცნობებთ“... არ გასულა ერთი საათი და გვაცნობეს, რომ ვორონცოვი თანახმაა გურიაში გაგზავნოს დეპუტაცია. ილიას გაუკვირდა და გვითხრა: „ეს დიდი, დიდი მიღწევაა, მე არ მოველოდი ამას“. 

...შემდეგ ჩემთან მოვიდა მეფისნაცვლის მდივანი პეტერსონი და მითხრა: „თქვენ დიდი შთაბეჭდილება მოახდინეთ ვორონცოვზე. დიდი ყოყმანის შემდეგ დაგეთანხმათ და მისი მხრით მეორე დეპუტატად თქვენ აგირჩიათ.“

მოვემზადენით და ორ დღეში გურიაში უნდა წავსულიყავით, მაგრამ მოულოდნელად მოვიდა ქუთაისის გუბერნატორი სტაროსელსკი, ის წარუდგა მაშინვე ვორონცოვს და მოახსენა, რომ ოზურგეთში ყველაფერი მოაგვარა, ხალხი დაამშვიდა, ინცინდენტი მოხდა მაზრის უფროსის უტაქტობით, არავითარი დეპუტაცია არ არის საჭიროო.

ექვთიმე თაყაიშვილი „რჩეული ნაშრომები“, ტ. 1, თბილისი, 1968 წ.




Comments

Popular posts from this blog

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები
ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით

ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა“ XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების ექვსი გვარი იყო:
გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი, მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია, საბატონიშვილო - ლესა
ნაკაშიძე
გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის გვარ ნაკანიდან. ნაკანი შუა საუკუნეებში გადაკეთდა ნაკაშიდ, გვიან შუა …

ღომი

XX საუკუნემდე გურიაში გავრცელებული ერთ-ერთი ტრადიციული კულტურა იყო ღომი. ღომი (Setaria italica) მარცვლოვანი კულტურაა, რომელიც დასავლეთ საქართველოში იყო გავრცელებული, ამას ხელს უწყობდა აქაური ჰავა, ნალექები და სხვა ფაქტორები.

ღომი არის ერთწლიანი, თავთავიანი მცენარე. მას აქვს სწორი, მწვანე 1.5-2 მ. სიმაღლის ღერო. მწიფობის პერიოდში ღერო იტვირთება, იტოტება და იკეთებს მსხვილ მუხლს. თავთავი ივსება წვრილი მარცვლებით. მარცვლების ზომა ფეტვის მარცვალზე ოდნავ დიდია.
არქეოლოგიური გათხრების შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებული ღომის დანახშირებული მარცვლები თარიღდება ძვ. წ. II-I საუკუნეებით. ღომი საქართველოში XX საუკუნის 20-იან წლებამდე მოჰყავდათ.

კულტურულ ღომს, მისი სარეველა სახეობისგან განსხვავებით სჭირდებოდა გაცეხვა, მხოლოდ ასე იყო შესაძლებელი მარცვლის მოშორება თავთავიდან. საცეხვავი მოწყობილობები იყო ჩამური, საბეგველი და სხვ. არსებობდა ხელის, ფეხის და წყლის ჩამური. ღომს ცეხვავდნენ ინდივიდუალურად, ან ნადის დახმარებით გაცეხვილ ღომს ინახავდნენ ნალიაში (შემდგომ ნალია ჩაანაცვლა სასიმინდემ) ან…

მაქსიმე I-ის სიგელი გურიის უდაბნოს მონასტერს

დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მაქსიმე I მაჭუტაძის სიგელი გურიის უდაბნოს მონასტერს
წყალობითა ღუთისათა ჩუენ კათალიკოსი ჩრდილო აფხაზთა და ყოვლისა საიმერეთოსა, მამამთავარი მაქსიმე უბრძანებთ და მოვახსენებ ყოველთა გურულთა მართლმადიდებელთა ქრისტიანეთა, დიდთა და მცირეთა, ამ ქვეყნის მემკვიდრეთა გურიის მეპატრონეთა და ყოველთა დარბაზის ერთა მისთა თავადთა და საპატიო კაცთა, აზნაურთა, მსახურთა და გლეხთა, მამათა და დედათა, რიონის წყლის გამოღმართთა ყოველთა ერთობით ღუთისა მიერი ლოცვა კურთხევითა მოგიკითხავ და გამცნებ ყოველთა გურიის უდაბნოს მახლობელთა: მართებული და ვალი არის ქრისტიანეთაგან, რომელსაც შეძლება ჰქონდეს და რაც სამსახური შეეძლოს ვისმე რომ თქუენთვის ცოცხალთა და მიცვალებულთათვის უდაბნო და მონასტერი მომხსენებელი და მლოცველი ამყოფოთ და შეძლებისაებრ თქუენც უდაბნოს შემწე და შემმატებელი და მოსამსახურე იყვნეთ სულთა და ხორცთა თქუენთა სარგებლად , და ამასაც მოგახსენებთ: ვინც სამართლის მათხოვარი ხართ უდაბნოსაგან, მაგ მონასტრის და უდაბნოს უფროსი და მომკითხავი ჩუენ ვართ, ვისაც მისგან სამართლის …

გურიელები გურიის საზღვრების შესახებ

მამია V და ქაიხოსრო გურიელები აღწერენ გურიის სამთავროს ისტორიულ საზღვრებს პავლე ციციანოვის - საქართველოში რუსეთის მთავარსადლისადმი  მიწერილ წერილში

გამოცხადება საზღვართა გურიისათა, რომელიცა პირველად ჟამსა მეფისა თამარისასა იყო აღწერილ, არს მოთხრობასა შინა საქართველოსა წიგნისასა; პირველი საზღვარი, რომელსაც ოსმალნი ქემერ უხმობენ და ჩუჱნ გურულნი რკინის-პალოდ, მას აქეთ სოფლები ხოფა და ვიწე, ციხე და სოფელი გონიად სახელ-დებული, სოფელი და საბალახე ზამთრით პირუტყუთ სამყოფი კახაბერი, რომელსა თჳს ერთს გურიის უფლის-წულს წილად ხვედრია და სახელიც ის რქმევია და თავის სოფლისათვისაც ის სახელი დაუძს კახაბერი, ბათუმი ქალაქი და ლიმენა, სოფელი ჩაქვი, რომელს ჟამს დააკლდა გურიის საზღვარს, — რიცხვით წელიწადის მახსოვარი არა ვართ და ჟამი ესე ვიცით, რომ გურიელს გიორგის სჭერია მეორე მთავრობა მამის ჩუჱნისა, მესამე ჩუჱნი. ციხის ძირს აქეთი სოფელი ქობულეთი ხინო ოცი წელია, რომ მამა ჩუჱნს დააკლდა, არა თუ ხონთქრისაგან, არამედ მოხუცებულების უძლორებით შემოვლა და პასუხის მიცემა არ შეეძლო, ქრისტიანნი მეზობელნიც შეწევნის ნ…

მამია III გურიელი კრძალავს ადამიანებით ვაჭრობას

მამია III გურიელის ფიცის წიგნი ბესარიონ ბარათაშვილ-ორბელიანს, დავით გარეჯის უდაბნოს ბერს, შემდგომში აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, გურიის სამთავროში ტყვეთა სყიდვის აკრძალვის შესახებ


ქ. თავად ყოვლისა მპყრობელისა ღმრთისა, მამისა, ძისა, სულისა წმიდისა თავდებობითა, მინდობითა, შუობითა და შუამდგომლობითა ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისა მარიამისათა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველს-მყოფელისა ჯვარისათა, ზეცისა ძალთა ანგელოზთა, მთავარანგელოზთა მიქაელ და გაბრიელისათა, წინასწარმეტყუელისა წინამორბედისა იოანესითა და რანიცა წმიდანი ღმრთისანი სვინაქსარსა შინა სწერიან და მოიხსენიებიან, ამათ ყოველთა წმიდათა ღმრთისათა თავსმდებითა, მინდობითა, შუობითა შუამდგომლობითა ესე ფიცი პირი და წიგნი მოგეცი ჩუენ გურიელმან პატრონმან მამია შენ გარეჯისა ნათლისმცემელისა უდაბნოთგან ბრძანებისა ღმრთისათა მოსაქეველად ჩუენთვის წარმოგზავნილსა მამასა ჩუენსა წმიდასა ბესარიონს, ამა პირსა ზედა, რომე ჩუენს საბატონოშიდ მოხველით და ტევის აღთქმისა დადება გვიქადაგეთ, ჩუენცა შევისწავეთ და ჩუენსა საბატონოს კაცსა გაუსყიდველობი…