Skip to main content

Posts

Showing posts from October, 2012

გურიის სკოლების ისტორია

გურია XIX საუკუნეში გამოირჩეოდა სკოლების რაოდენობით, ხოლო გურულები -  სწავლა-განათლებისადმი მისწრაფებით. „პეტერბურგის უწყებანი“ წერდა, რომ არამცთუ ამიერკავკასიაში, არამედ რუსეთის მოწინავე გუბერნიებშიც კი ვერ შეხვდებით მოსახლეობის პროცენტული რაოდენობის მიხედვით იმდენ განათლებულ ადამიანს, რამდენსაც ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრაში. ამავეს წერდა „საქართველოს კალენდარი“ 1895 წელს: მთელს საქართველოში წერა-კითხვის ცოდნაში პირველი ადგილი ოზურგეთის მაზრას უჭირავს, მეორე კი რაჭის მაზრასო. სასულიერო-სამრევლო სასწავლებელი XIX საუკუნის დასაწყისში რუსეთის იმპერიის ბიუროკრატია შეუდგა საქართველოში სასულიერო სამაზრო სასწავლებლების გახსნას. იმპერიას სჭირდებოდა რუსული ენის მცოდნე მღვდლები. გურიაში რუსული მმართველობა დამყარდა 1830-იანი წლებიდან. სასულიერო სასწავლებლის გახსნის პირველი მცდელობა გურიაში ჰქონდათ 1833 წელს. შემოქმედელმა ეპისკოპოსმა არსენ მგალობლიშვილმა თბილისში ყოფნისას სიტყვიერი თხოვნით მიმართა საქართველოს ეგზარქოსს სასწავლებლის გახსნის შესახებ. ეგზარქოსმა მას თანხმობა მისცა, თუ