Skip to main content

Posts

Showing posts from September, 2012

ოზურგეთის იუსტიციის სახლი

ოზურგეთის იუსტიციის სახლი აშენდა 2012 წელს. მისი მშენებლობისას ხელახლა იქნა გამოვლენილი ოზურგეთის ისტორიული აბანოს არქეოლოგიური ნაშთები.


ეს კი მისი უცნობი ანალოგი
წყარო Anti ტექტურა

ეს კი მუზეუმის ხედი იუსტიციის სახლის აშენებამდე და სკვერის მოწყობამდე

ამავე თემაზე: ოზურგეთის შენობები

მახარაძის ჩაის ტექნიკუმი

გორკის სახელობის მახარაძის ჩაის ტექნიკუმი აშენდა 1951-1954 წლებში სტალინისა (რუსთაველის) და ორჯონიკიძის (ჭავჭავაძის) ქუჩების კუთხეში მაშინ ახლადმოწყობილ სტალინის მოედანზე. ოფიციალურად, სტალინის ქუჩა N8. ტექნიკუმის სამსართულიანი შენობა ორგანულად ჯდებოდა ერთი მხრივ ოთხსართულიანი სახლსა და მეორე მხრივ მაშინ ჯერ კიდევ მშენებარე თეატრს შორის (თეატრის მშენებლობა დასრულდა 1961-ში)


გარდა ჩაის ტენიკუმისა, აქ განთავსებული იყო მახარაძის საოლქო საარჩევნო კომისია და ცენტრის N2 საარჩევნო უბანი.
1960-იან წლებში ტექნიკუმის უკან, ორჯონიკიძის ქუჩაზე აშენდა ტექნიკუმის სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი, რომელიც ერთიან ანსამბლს ქმნიდა ტექნიკუმის შენობასთან ერთად. მოგვიანებით სტუდენტთა საცხოვრებლის შენობა სოფლის მეურნეობის სამმართველოს გადაეცა.

მოგვიანებით მას კვების მრეწველობის ტექნიკუმი დაერქვა. ჩემს ბავშვობაში ინდუსტრიულ-პედაგოგიური კოლეჯი ერქვა, ახლა კი - პროფესიული კოლეჯი „ჰორიზონტი“.

1955

2012 ამავე თემაზე: ოზურგეთის შენობები