Skip to main content

Posts

Showing posts from 2011

ოზურგეთი - საფეხმავლო ქალაქი

მყარად მქონდა ჩამოყალიბებული საკუთარ თავზე აზრი, რომ ფეხით სიარული მიყვარს და ავტომობილს ვერ ვგუობ. თუმცა მას შემდეგ, რაც თითქმის მთელი გასული ზაფხულის განმავლობაში ჩემი გადაადგილების ძირითად საშუალებად მანქანა მექცა, აზრი შემეცვალა.
სულ ორ ქალაქში მიცხოვრია ხანგრძლივი დროით: თბილისსა და ოზურგეთში. აი, სწორედ ამ უკანასკნელში ჩამომიყალიბდა ფეხით სიარულის სიყვარული. რამდენიმე დღის წინ კი აღმოვაჩინე, რომ საქმის არსი მანქანაში კი არა ქალაქშია.
დავაკვირდი, ავტომობილის შუშის მიღმიდან ეს ქალაქი სულ სხვანაირი ჩანს. სწორედ რომ ჩანს და არ იგრძნობა. ოზურგეთი რომ იგრძნო, ფეხით უნდა იარო. მასთან კომუნიკაციაში შესვლა მხოლოდ ასეა შესაძლებელი. მოკლედ,  ამ ქალაქის არსია - იარო ფეხით.
მართალია, ახლა ისეთი პროცესები მიდის ქალაქში, რომ ალბათ, ოზურგეთის ეს თვისება დაიკარგება. აქაურობა სულ უფრო ემსგავსება თბილისს, მაგრამ ეს შემდგომ იყოს
პარკირება
ოზურგეთი თავისი ბუნებით ადამიანზე ორიენტირებული ქალაქია. მიუხედავად ამისა, ადგილობრივი პოლიტიკა ავტომობილების სასარგებლოდ, ადამიანების წინააღმდეგაა მი…